reportiori.ge - მიხეილ სააკაშვილს თავისი დასავლელი მეგობრების დახმარება არ სჭირდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:47
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
მიხეილ სააკაშვილს თავისი დასავლელი მეგობრების დახმარება არ სჭირდება
ავტორი:
08 აგვისტო, 2014. 23:26



ლინკოლნ მიტჩელი, აშშ-ის კოლუმბიის უნივერსიტეტის ომისა და მშვიდობის კვლევის ინტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი

 

 

სენატორი ჯონ მაკკეინი და მისნაირი სხვა ვაშინგტონელები ცდილობენ მოკავშირე [საქართველო] დააშინონ. ივლისის ბოლოს საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევების გამო, ხელისუფლების ბოროტად სარგებლობისა და თავდასხმის ჩათვლით. თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტები დოკუმენტურადაა დაფიქსირებული და მათი რეალიზებით საქართველო დემოკრატიული თავისუფლების ახალ ეტაპზე გადავა, მაგრამ ეს შემთხვევა მიხეილ სააკაშვილის დასავლელ მეგობრებს და ძველ მოკავშირეებს - რამდენიმე ამერიკელ სენატორს, მაკ-კეინის ჩათვლით - მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნით. მათ სასწრაფოდ უარყვეს ბრალდებები, ისინი პოლიტიკურად მოტივირებულად შერაცხეს და განაცხადეს, რომ ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული ამგვარი ბრალდებები აშშ-საქართველოს ურთიერთობას გააუარესებს. მაგრამ უფრო გონივრული იქნებოდა საქართველოს ჭეშმარიტი მეგობრები დალოდებოდნენ დემოკრატიულ სასამართლოს გადაწყვეტილებას და გაეხსენებინათ სააკაშვილის ეპოქის უსამართლობანი.


2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ქართული საზოგადოება იმედგაცრუებულია მიხეილ სააკაშვილის პრობლემური მმართველობით. იგი ხელისუფლებაში „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მოვიდა, მან სახელი გაითქვა როგორც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველმა, პოლიტიკური ცხოვრებაში თანასწორი მონაწილეობის მხარდამჭერმა. მისმა ანტირუსულმა რიტორიკამ, კორუფციის წინააღმდეგ მიმართულმა „ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა“ და მასმედიაში მრავალ ენებზე გამოსვლამ  მიხეილ სააკაშვილი დასავლეთის სახელმწიფოთა დედაქალაქებში ერთობ ცნობილ და დინამიურ ფიგურად აქცია.


მაგრამ რაც დრო გადიოდა, მიხეილ სააკაშვილი მით უფრო ავტორიტარული მმართველი ხდებოდა.. საქართველო ნელ-ნელა გადაიქცა რეპრესიულ სახელმწიფოდ, სადაც ოპოზიციურ აქტივისტებს დევნიდნენ, მოსმენები ფართოდ იყო გავრცელებული, მასმედიის საშუალებები, განსაკუთრებით რეგიონებში, სახელმწიფოს კონტროლქვეშ მოექცა, მმართველი პარტია ხელს უწყობდა ჰიპერნაციონალიზმს, რომლის თანახმად, ხელისუფლების საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის ყოველი კრიტიკა ნიშნავდა იმას, რომ ვინც მათ აკრიტიკებდა, ის რუსეთის [აგენტი] და მარიონეტია. არის ვარაუდი, რომ 2005 წელს მიხეილ სააკაშვილმა დაუკვეთა ანგარიშსწორება თავის პოლიტიკურ ოპონენტზე - ვალერი გელაშვილზე, პარლამენტის წევრზე, რომელმაც პრეზიდენტის წინააღმდეგ კრიტიკული განცხადება გააკეთა. შემდეგ, 2007 წლის ბოლოს, მიხეილ სააკაშვილის მითითებით ულმობლად დაარბიეს მშვიდობიანი დემონსტრაცია და უკანონოდ დახურეს დამოუკიდებელი ტელეარხი.


2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინადღეებში საქართველოში ციხის მთავარი სკანდალი მოხდა, რომელიც პატიმრებისადმი ზედამხედველების არაადამიანურ მოქცევას ადასტურებდა და რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად სარგებლობის ასეთი ფაქტები ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს სასჯელაღსრულებით სისტემაში. ეს არ იყო უბრალო შემთხვევა ისეთ ქვეყანაში, რომელსაც იმ დროისთვის მსოფლიოში პატიმრების რაოდენობით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ჰქონდა. სკანდალმა მიხეილ სააკაშვილის პარტიას არჩევნებში გამარჯვების შანსი აღარ დაუტოვა. სწორედ ეს ფაქტი გახდა იმ ერთ-ერთ ძირითად მიზეზად, რის გამოც ქართველების უმეტესობა წინა ხელისუფლების ლიდერების დასჯას და სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს. ასეთი მომენტების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის გავლენიანი მეგობრები ბედნიერი სახეებით უყურებდნენ პრეზიდენტის ჩადენილ ექსცესებს და მისი რეჟიმის მმართველობის ავტორიტარულ ტენდენციებს. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციების ხმამაღალი პროტესტები კი ვაშინგტონში მხოლოდ ფიქსირდებოდა.


საქართველოს პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის ბოროტმოქმედების ამსახველი მრავალი მტკიცებულება შეკრიბა. ქართველების უმრავლესობა, რომლებმაც ექს-პრეზიდენტის ბატონობა გადაიტანეს, სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს, მაგრამ საქართველოს დასავლელი მოკავშირეები, მათ შორის აშშ,  მიხეილ სააკაშვილის მიმართ სამართლებრივი დევნის განხორციელების წინააღმდეგია. მათი განცხადებების მიხედვით ჩანს, რომ ზოგიერთ ადამიანზე კანონის უზენაესობა არ უნდა გავრცელდეს. საქართველოს მთავრობა არჩევანის წინაშე დადგა - ან შიდაპოლიტიკური მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა, ან ანგარიში გაეწია საგარეო მოკავშირეების სურვილისათვის. საბოლოო ჯამში საქართველოს ხელისუფლებამ უარყო უცხოელი მოკავშირეების მითითებები და კანონის უზენაესობის განხორციელება არჩია.


რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართული ბრალდება სასამართლო პროცესზე უნდა დაადასტურდეს, მაგრამ არის საკმაოდ აშკარა მტკიცებულებები, რის გამოც საქმის აღძვრა გამართლებულად უნდა მივიჩნიოთ. როგორც ჩანს, ეს ამერიკელი სენატორებისათვის (ჯონ მაკკეინი, ბენ კარდინი, ჯინ შახინი, ჯეიმს რიში) საკმარისი არ არის, მათ გაავრცელეს განცხადება, რომელშიც აშშ-ის ერთგული მოკავშირის - საქართველოს ხელისუფლება ოპონენტებისადმი რევანშიზმში დაადანაშაულეს და აღნიშნეს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავება ამერიკულ-ქართულ ურთიერთოებს ზიანს მოუტანდა.


საქართველოს მართლაც სჭირდება აშშ-ის მხარდაჭერა, რათა აღარ განმეორდეს 2008 წლის აგვისტოში მომხდარი რუსული აგრესია, რომელიც ახლა უკრაინაში ხდება. თავის მხრივ, ამერიკისთვისაც მომგებიანია საქართველოს სახით ერთგული მხარდამჭერი და მოკავშირე ჰყავდეს სულ უფრო მეტად კრიზისულ რეგიონში, მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით.


ამერიკელი სენატორების განცხადებამ საქართველოში საზოგადოების პოლარიზება გამოიწვია: ერთი მხრივ, ვაშინგტონელი კანონმდებლების დემარში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებისათვის კომფორტული აღმოჩნდა, მეორე მხრივ კი, ქართველების უმეტესობაში  ეჭვი და შეშფოთება გააჩინა - გამოდის, რომ დასავლეთს სჯერა: რაც კარგია სააკაშვილისათვის, ასევე კარგია საქართველოსთვის!?


საქართველოსთან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ურთიერთობები საფრთხის ქვეშ რომ არ დადგეს, უმჯობესი იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის დასავლელმა მოკავშირეებმა „იდეალური პრეზიდენტის“ მიმართ თავიანთი დამოკიდებულება გადასინჯონ და ნაკლები მხარდაჭერა გაუწიონ.


მიხეილ სააკაშვილი ინგლისურად ყველაფერზე კარგად და ლამაზად ლაპარაკობდა და მათ [დასავლელ მხარდამჭერებს] ეგონათ, რომ იგი ნამდვილი დემოკრატი იყო, მაგრამ როგორც მოვლენათა ისტორიამ გვაჩვენა, ექს-პრეზიდენტი სინამდვილეში ბოროტად იყენებდა თავის უფლებამოსილებას, მიმართავდა ძალადობას და ავტორიტარულ ქცევას ამჟღავნებდა. ცხადია, [სენატორების მხრიდან] ამ შეცდომების აღიარება ძნელია და მათთვის, შესაბამისად, უფრო იოლია [საქართველოს] ახალი ხელისუფლების დადანაშაულება შურისძიებაში. მაგრამ ასეთი განცხადებებით ამერიკელი კანონმდებლები, ისევე როგორც კონსერვატიზმით ცნობილი ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელები, ქართულ დემოკრატიას ზიანს აყენებენ.


ქართველები დღეს მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის რთული საკითხების გადაწყვეტისაკენ ისწრაფვიან. ისინი ბალანსირებას, წინსვლას ცდილობენ, მათ სურთ შექმნან ისეთი პრეცედენტი, რომ მომავალში ასეთი დარღვევეი გამოირიცხოს. აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლებისათვის საკმაოდ ძნელი იყო ასეთი გადაწყვეტილების მიღება, მთავრობა ითვალისწინებდა საერთაშორისო რეაქციას - შესაძლოა ეს სწორ დიპლომატიურ არჩევნად არ ჩათვლილიყო, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც იქნა მიღებული. საქართველოს მეგობრებმა უნდა გააცნობიერონ ხელისუფლების გადაწყვეტილების ეს მოტივები და ამასთან, მოუწოდოს მას დაიცვას სამართლებრივი პროცედურების უმაღლესი სტანდარტები.

 



მოამზადა სიმონ კილაძემ

„ფორინ პოლისი“ (აშშ), 8 აგვისტო, 2014 წელი

 

 




 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016