იქ მოწევა, სადაც ბავშვია, განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვის ჯანმრთელობისთვის. ასეთი ბავშვი, შემდეგში, გაცილებით დიდი ალბათობით, მცირეწლოვანი მწეველი გახდება. განსაკუთრებით მაშინ, თუ მწეველი დედაა.
სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა ცდილობს ამ პრობლემასთან ბრძოლას. ბევრ ქვეყანაში კანონით არის აკრძალული ბავშვის თანდასწრებით მოწევა. ბოლოს ეს კანონი რუსეთსა და ლატვიაში ამოქმედდა.
ლატვიის სეიმი უფრო შორს წავიდა და ბავშვის თანდასწრებით მოწევა ძალადობასთან გააიგივა. ეს წინადადება მთავრობაში ექიმების საზოგადოებამ შეიტანა და კანონმდებლებმაც მხარი დაუჭირეს. ექიმების თქმით, ეს ბავშვის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის წინააღმდეგ ძალის საშიში და შეგნებული გამოყენებაა.
ცოტა ხნის წინ ესპანეთშიც მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც მანქანაში, სადაც ბავშვია, უფროსს მოწევა ეკრძალება.
(მოამზადა ანა ნოდიამ)
http://mshoblebi.ge/