reportiori.ge - იმედიანი დასაწყისი - 11 ქულიანი მოგება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 18 ოქტომბერი, 2024. 09:23
სპორტი
იმედიანი დასაწყისი - 11 ქულიანი მოგება
11 აგვისტო, 2014. 12:43


10 აგვისტოს, სპორტის სასახლეში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი დაიწყო. საქართველოს ნაკრებმა ჩეხებს უმასპინძლა. ვიცოდით, რომ ჩვენები შესუსტებული შემადგენლობით ითამაშებდნენ (მარკოიშვილი, ჰიკმანი, შერმადინი) და თუ შერმადინის არყოფნაში ფაჩულია - შენგელიას იმედზე ვიყავით, ორი მსროლელის გამოკლება ჩვენი ნაკრებისათვის დიდი დანაკლისი უნდა ყოფილიყო. გუშინ გამოჩნდა, რომ დუდა სანაძის სახით საინტერესო კალათბურთელი გვეზრდება. თავიდან სროლა არ წაუვიდა, მაგრამ ხელები არ ჩამოყარა და როცა გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა, სწორედ მაშინ „გაისროლა". ვაშა! მის გამბედაობას, - ეს ხასიათის სიმტკიცის გამოვლინებაა. მთლიანობაში საქართველოს ნაკრებმა საშუალოდ ითამაშა (ამას ზემოთჩამოთვლილის გარდა სხვა მიზეზებიც ჰქონდა), თუმცა ესეც საკმარისი გამოდგა ჩეხეთის დასამარცხებლად. ჩვენმა მწვრთნელებმა სწორად გათვალეს და სატორანსკის პერსონალური მეურვე მიუჩინეს. მას მორიგეობით სანაძე და ფაცაცია დარაჯობდნენ და მართალია ბლომად ჯარიმები აიკიდეს, სამაგიეროდ ჩეხთა ყველაზე საშიშ კალათბურთელს ხელი არ გაანძრევინეს. ისე, თუ სატორანსკი „ბარსელონას" დონის ვარსკვლავია, ცინცაძე „მაიამი ჰიტში" უნდა თამაშობდეს: 10 ქულა და რაც მთავარია 10 პასი მისი კლასის დასტურია.



ვიქტორ სანიკიძეს წელი სტკიოდა და  შედარებით პასიურობაც ამის ბრალი იყო, თუმცა შეხვედრის მიწურულს მისმა მებრძოლმა ხასიათმა იძალა  და რამდენიმე ძალიან საჭირო ბურთიც მოხსნა. თამაში არ წაუვიდა თორნიკე შენგელიას, მას აშკარად მეტი შეუძლია და იმედია მომდევნო თამაშებში  თავის პოტენციალს გამოავლენს. ჩვეულად სტაბილური იყო ფაცაცია, დაცვაში მისი დიდებული თამაში რომ არა, შესაძლოა სხვა შედეგი მიგვეღო. ცალკე აღნიშვნის ღირსია ზაზა ფაჩულია. ის გუშინ ნამდვილი კაპიტანი და გუნდის ლიდერი იყო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ნაკრები მასთან ერთად და მის გარეშე, ორი სხვადასხვა გუნდია.



მთლიანობაში, რაც მთავარია მოვიგეთ, უკეთესად თამაშის პოტენციალიც აშკარად არსებობს და იმედი ვიქონიოთ, რომ რიგით მესამე ევროპასკეტზე საქართველოს ნაკრებსაც ვიხილავთ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016