reportiori.ge - ვანო მერაბიშვილი მართლა გაგიჟდა?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 23:52
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ვანო მერაბიშვილი მართლა გაგიჟდა?!
ავტორი:
12 აგვისტო, 2014. 12:35


16 ივლისის „ალიაში" გამოვაქვეყნეთ სტატია ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით, სადაც საუბარი იყო ვანო მერაბიშვილის ფსიქიკურ აშლილობაზე:

 

 

„ვანო მერაბიშვილს აწუხებს ჰალუცინაციები, მოჩვენებები, ასახელებს გაურკვეველი ადამიანების გვარებს, კამერაში ზის სრულიად შიშველი და ტანსაცმელს აცმევენ ძალით. როდესაც მასთან ადვოკატი შედის, თავს ურტყამს კედელს და იძახის - ვვარჯიშობო. შემთხვევითი არ იყო შორტების ჩაცმის მოთხოვნაც, მან ადვოკატი აიძულა, ამის თაობაზე სახალხო დამცველისთვის მიეწერა. ასევე, ითხოვს გასაჩივრებას, რომ მას არ აძლევენ ვარჯიშის უფლებას და ღამით ვიღაცები აწუხებენ, ემუქრებიან, საკნიდან უნდა გაგიყვანოთო. არის პერიოდი, როცა ჩვეულებრივად შედის კონტაქტში, ნორმალური შესახედაობა აქვს, მაგრამ მერე ეწყება შიზოფრენია, რაც, ბუნებრივია, ძლიერ დეპრესიას უნდა უკავშირდებოდეს. მე არ ვიცი, შეიძლება მომენტებში იტყუება კიდეც, შეიძლება სპეციალურად ქმნის ასეთ სიტუაციას, შეიძლება თამაშობს. მე გეუბნებით ფაქტს".

 

 

ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა „Mediamall.ge"-სთან საუბარში ასეთი კომენტარი გააკეთა:

 


„სრული სისულელეა, რაც წერია, ორი დღის წინ პროცესზე იყო, ადამიანი მთელმა ქვეყანამ ნახა, მე თითქმის ყოველ მეორე დღეს ვნახულობ და ასეთი რაღაც სრული ტყუილია, მეც და ჩემ გარდა კიდევ სხვა ადვოკატებიც ჩვეულებრივ შევდივართ, გავდივართ მასალებს, დაცვის სტრატეგიას, ვსაუბრობთ, მსგავსი არაფერი მინახავს და არ ყოფილა. ნამდვილად ნიჭიერი უნდა იყო, ეს რომ მოიფიქრო".

 

 

„ალიაში" გამოქვეყნებულ სტატიას ასევე ოპერატიულად გამოეხმაურა ვანო მერაბიშვილის მეუღლე, თაკო სალაყაია:

 

 

„ამ სტატიაში მოყვანილი ფაქტები, რა თქმა უნდა, აბსოლუტური ტყუილი და ბოდვაა, ჰალუცინაციები თუ ვინმეს აქვს, ამ სტატიის ავტორსა და შემკვეთს, თორემ ვანო მერაბიშვილს რომ კედელზე თავის რტყმისგან არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა, ორი დღის წინ სასამართლოზე ყველამ ნახა. ვანო ჯანსაღად და ძლიერადაა და აგრძელებს ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. რომ ვერ გატეხეს, ახლა აბსურდულ ჭორებს უვრცელებენ. ეს ჭორები შეიცავს საფრთხეს, რომ მას მართლა მიაყენონ ზიანი და ამ ჭორებით ამზადებენ თავის გასამართლებელ ვერსიას, რომ ვანომ ფსიქიკური აშლილობის ნიადაგზე თავი დაიზიანა".

 

 

იმავე დღეს, ანუ 16 ივლისს, ამ თემაზე საგანგებო განცხადება გააკეთა სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ:

 

 

„პენიტენციური სისტემა მზად არის, ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის საჭიროებას უპასუხოს. მერაბიშვილის ჯანმრთელობის შესახებ იფნორმაციას იცავს კანონი, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ ის იქცევა ადეკვატურად. ჩვეულებრივ, როცა ჩივილები აქვს, მიმართავს ექიმს, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუდმივად არის ხელმისაწვდომი. თვეების წინ მას კომპლექსური, ძალიან მაღალი სტანდარტის გამოვკვლევები ჩაუტარდა, რაც შეეხება მის მდგომარეობას ამ მომენტისთვის ის იქცევა ადეკვატურად".

 

 

როგორც ხედავთ, სასჯელაღსრულების სამინისტრო ჩემს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ადასტურებს, ოღონდ ცოტა ირიბად. დაუკვირდით: „ვანო მერაბიშვილს თვეების წინ ჩაუტარდა კომპლექსური, ძალიან მაღალი სტანდარტის გამოკვლევები... რაც შეეხება მის მდგომარეობას ამ მომენტისთვის ის იქცევა ადეკვატურად". პირველი - გამოდის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი საჭიროებდა კოპმპლექსურ გამოკვლევას. მეორე - თუკი სასჯელაღსრულების სამინისტრო აცხადებს, რომ ამ მომენტისთვის მერაბიშვილი იქცევა ადეკვატურად, ესე იგი, აქამდე არ იქცეოდა ადეკვატურად. პირადად მე თუ მკითხავთ, ვფიქრობ, ვანო მერაბიშვილი ამ ყველაფერს იგონებს, რათა „თეთრი ბილეთი" აიღოს და ციხიდან გამოვარდეს. მართალია, გიჟის სტატუსით ის ვეღარსად იმუშავებს, მაგრამ რას დაეძებს? ციხეში ჯდომას სახლში ჯდომა სჯობს.

 


რაც შეეხება გიორგი ჩივიაშვილისა და თაკო სალაყაიას განცხადებებს, მათ შევახსენებ რამდენიმე ეპიზოდს უახლოესი წარსულიდან: ბატონო და ქალბატონო, როდესაც სანდრო გირგვლიანი ოქროყანის ხევში ჩაკლეს, მაშინაც ამტკიცებდით, რომ ეს იყო სრული სისულელე და ბოდვა, ანუ ასეთი რამ საერთოდ არ მომხდარა! როდესაც ბუტა რობაქიძე დღისით, მზისით გააგორეს თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე და შემდეგ გარშემო ჟანგიანი ავტომატები შემოუწყვეს, მაშინაც ამტკიცებდით, რომ ეს იყო სრული სისულელე და ბოდვა, ანუ ასეთი რამ საერთოდ არ მომხდარა! როდესაც ასევე დღისით, მზისით გიორგი გამცემლიძეს ტყვია დაახალეს შუბლში და საკონტროლო გასროლაც არ დაიშურეს, მაშინაც ამტკიცებდით, რომ ეს იყო სრული სისულელე და ბოდვა, ანუ ასეთი რამ საერთოდ არ მომხდარა! როდესაც სანაპიროზე ზურა ვაზაგაშვილი ჩაცხრილეს მის თანმხლებ პირებთან ერთად და განაცხადეს, საკაიკაცოდ არ მიდიოდნენო, მაშინაც ამტკიცებდით, რომ ეს იყო სრული სისულელე და ბოდვა, ანუ ასეთი რამ საერთოდ არ მომხდარა!

 

 

ქალბატონო სალაყაია, რომელი ერთი ჩამოგივთვალოთ, რომელი ერთი ეპიზოდი შეგახსენოთ, იქნებ თქვენი ქმარი არ ითხოვდა ორ გვამს და ეს მე ვიყავი? იქნებ თქვენი ქმარი არ აცხადებდა აღტყინებით, დასცხეთ, ბიჭებო, პრემიები დიდიაო და ესეც მე ვიყავი? მართალია, მე არ მჯერა, რომ ვანო მერაბიშვილი გიჟია, ის განგებ ურტყამს ცარიელ თავს კედელს, მაგრამ არც იმას გამოვრიცხავ, პერიოდულად გარდაცვლილთა სულები აწუხებდნენ და ამის გამო ბნედა ემართებოდეს. ისე, ადამიანი, რომელიც გვამებს ითხოვს, მთლად ვერ უნდა იყოს თავის მოტორზე. თურმე ვანო ჯანსაღადაა, ძლიერადაა და აგრძელებს ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წიანაღმდეგ. ვის, ვის და სწორედ ბიძინა ივანიშვილს უნდა უმადლოდეთ თქვენ და თქვენნაირები, რომ ქართველმა ხალხმა ლინჩის წესით არ გაგასამართლათ. ამიტომ, ნება იბოძეთ, სანთლები იყიდეთ და დილა-საღამოს ამ ადამიანს დაუნთეთ. თქვენ, ქალბატონო სალაყაია, სინდისი რომ გქონდეთ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ მონასტერში წახვიდოდით და მის გარშემო ხოხიალით მუხლებს გადაიტყავებდით. ეს ქვეყანა თქვენი გეგონათ, ვერ წარმოიდგენდით, ასე მალე თუ მოგეთხოვებოდათ პასუხი...

 

 

 

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „ქრონიკა"

 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016