კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „რეპორტიორთან" საუბარში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის კალრ ბილდტის და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კორუფციულ ურთიერთობაზე ისაუბრა.
„კარლ ბიდლტი არის ძირითადი კორუფციონერი, რომელიც კუდით სააკაშვილის ხელისუფლებასთანაა გადაბმული. ეს პიროვნება არის მთავარი გამნაწილებელი საქართველოში ნაძარცვი ფულის, რომლითაც სააკაშვილი ყიდულობს საერთაშორისო სტრუქტურებში ე.წ. ლობისტებს. ეს არის ქრთამი და საერთაშორისო სამართლის დარღვევა.
კარლ ბილდტი არის შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იმ ქვეყნის მინისტრი, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი მნიშნველოვანი პარტნიორული ურთიერთობა არ აქვს საქართველოსთან. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში 11-ჯერ იყო ჩამოსული. არაერთხელ პირადად სტუმრობდა მიხეილ სააკაშვილს. ეტყობა საქართველო ძალიან უყვარს და არა მარტო საქართველო, აქედან წამოღებული კორუფციული ფული, რომლითაც სააკაშვილი დღესაც ანტისახელმწიფოებრივ კამპანიას ეწევა საზღვარგარეთ. ის, რასაც მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა" აკეთებს, არის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ქმედება და ამაში პირდაპირ არის ჩართული კარლ ბიდლტი."- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.