reportiori.ge - საქართველო უცხოურ მედიაში - 13 აგვისტო, 2014 წელი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 09:50
პრეს-დაიჯესტი
საქართველო უცხოურ მედიაში - 13 აგვისტო, 2014 წელი
ავტორი:
13 აგვისტო, 2014. 11:10


„გარდიანი" (დიდი ბრიტანეთი), 13 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://www.theguardian.com/world/2014/aug/12/russian-aid-convoy-ukraine-humanitarian

 

 

რუსეთის ჰუმამიტარული დახმარება, რომელიც ძალიან ჰგავს აფხაზეთში განხორციელებულ ჰუმანიტარულ ოპერაციას

 

 

პუბლიკაცია ეხება უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონის - დონბასის მოსახლეობისათვის გამიზნულ რუსეთის ჰუმანიტარულ დახმარების ქარავანს [ბადრაგს], რომელიც 280 „სამხედრო" ავტომანქანისაგან შედგება (ავტორები - ალეკ ლუნი და ლიუკ ჰარდინგი).

 

სტატიაში ციტირებულია რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ანდრეი ილარიონოვი, რომელიც აღნიშნული ჰუმანიტარული მისიის განხორციელების კატეგორიული წინააღმდეგია: „ანდრეი ილარიონოვმა უკრაინული გამოცემა „გორდონ"-ისადმი მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთიდან წამოსული ყოველგვარი ჰუმანიტარული მისია, რომელიც სეპარატისტების დასახმარებლადაა გამიზნული, აგრესიის ტოლფასი იქნება. მისი თქმით, ასეთი „ჰუმანიტარული მისიები" და „რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ოპერაციები" რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთი მეთოდია უცხო სახელმწიფოს ტერიტორიების ხელში ჩასაგდებად. როგორც ილარიონოვმა აღნიშნა, რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ მსგავსი ჰუმანიტარული მისია საქართველოში 1993 წელსაც განახორციელა. მოგვიანებით ეს ჰუმანიტარული ოპერაცია ქართველმა კომენტატორებმა აფხაზი სეპარატისტებისადმი იარაღით დახმარებაში დაადანაშაულეს. აფხაზეთი დღეს არაღიარებული სახელმწიფოა, რომელსაც მხარს რუსეთი უჭერს".




„ცეიტი" (გერმანია), 13 აგვისტო, 2014 წელი

 

 

 

http://www.zeit.de/politik/ausland/2014-08/ukraine-donezk-moskau-humanitaere-hilfe

 

 

 

განა მართლაც მშვიდობიანია მოსკოვის „სამშვიდობო ჰუმანიტარული მისია" უკრაინის მოსახლეობისათვის?

 

 

 

სტატიაში, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონის მოსახლეობისათვის გამიზნულ რუსეთის ჰუმანიტარულ მისიას ეხება, შეშფოთებაა გამოხატული იმის გამო, რომ შესაძლოა ამ მისიით შენიღბულია იარაღით დახმარება დონბასელი სეპარატისტებისათვის (ავტორი იოჰან ფოსვინკელი).

 

 

აღასანიშნავია, რომ პუბლიკაციაში საქართველოცაა ნახსენები. გთავაზობთ ამონარიდს:


„გავიხსენოთ საქართველო

 

 

რა სურს რუსეთს? ლუგანსკში და დონეცკში ჰუმანიტარული სიტუაცია მართლაც კრიტიკულია. იქ არ არის არც წყალი, არც ელექტროენერგია, არც საწვავი. მაგრამ განა რაში დაეხმარება მოსახლეობას მოსკოვისაგან გაგზავნილი 100 ტონა შაქარი, 62 ტონა ბავშვის საკვები, საძილე ტომრები და გენერატორები? განა ეჭვები არ იბადება, რომ რუსეთს ამით სეპარატისტებისათვის დახმარების გაწევა სურს? დღემდე მოსკოვი მათ უხმაუროდ ეხმარებოდა და თან ამას უარყოფდა, ახლა კი, როცა სეპარატისტებს ნამდვილად გაუჭირდათ, რუსეთმა ე.წ „ჰუმანიტარული აქციის" განხორციელება დაიწყო, თუმცა გაეროსა და დსთ-ის საერთაშორისო მანდატის გარეშე.  ისეთი სიტუაციაა, როგორც ექვსი წლის წინ, როცა რუსეთი საქართველოში [„ჰუმანიტარულ"] საფუძველზე შეიჭრა - „სამხრეთ ოსეთში გენოციდის თავიდან აცილების" მიზნით... შემთხვევით არ თქვა თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ამ ცოტა ხნის წინათ სამარაში გამართულ სამხედრო წრთვნების დროს, რომ „სამშვიდობო ძალები შეიძლება ყველგან მოულოდნელად დაგვჭირდესო".





„ფაქტი ი კომენტარი" (უკრაინა), 13 აგვისტო, 2014 წელი

 

 

 

http://fakty.ua/186289-krasnyj-krest-nichego-ne-znaet-ni-o-haraktere-gruza-ni-o-marshrute-sledovaniya-rossijskogo-gumanitarnogo-konvoya

 

 

 

რუსეთის ჰუმანიტარული მისია: პრეცედენტი საქართველოში

 

 

 

            პუბლიკაციაში განხილულია მსოფლიოს რიგ ქვეყნებში განხორციელებული ჰუმანიტარული ოპერაციების პრაქტიკა და ამ ფონზე ნაჩვენებია რუსული მისიის სავარაუდო ნეგატიური შედეგები უკრაინის უსაფრთხოებისათვის (ავტორი ნატალია ტერეხი).

 

 

მასალაში საქართველოზეცაა საუბარი: „საქართველოს მოსახლეობა ყურადღებით ადევნებს თვალს ჩვენს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და სოციალურ ქსელებში კომენტარებს აკეთებენ. ზოგიერთი დღეს წარსულის ფაქტებს იხსენებს: მაგალითად, თუ როგორ აიძულა 1993 წელს რუსეთმა საქართველო დათანხმებოდა „ჰუმანიტარული დახმარე-ბით" სავსე ავტომანქანების გაგზავნას ქალაქ ტყვარჩელში. შეთანხმება ისეთი იყო, რომ ტვირთი არ უნდა შემოწმებულიყო. აი, სწორედ მაშინ რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ ამ მანქანებით აფხაზ სეპარატისტებს დიდძალი იარაღი, საბრძოლო მასალები და არტილერია მიუტანა, რომლებიც აფხაზებმა ჯერ სოხუმის ბლოკირებისთვის, შემდეგ კი მის ხელში ჩასაგდებად გამოიყენეს. სხვათა შორის, იმ დროს იარაღის „ჰუმანიტარული მისიით" გაგზავნას სერგეი შოიგუ ხელმძღვანელობდა, რომელსაც დღეს რუსეთის თავდაცვის მინისტრის პოსტი უკავია. ამჟამინდელი „ჰუმანიტარული ბადრაგის" გაგაზავნა 21 წლის წინანდელ მოვლენებს გვახსენებს, ავტომანქანებიც კი ერთმანეთს ჰგავს", - ნათქვამია სტატიაში.




„უკრაინსკაია პრავდა" (უკრაინა), 13 აგვისტო, 2014 წელი

 

 

 

http://life.pravda.com.ua/person/2014/08/12/177440/

 

 

 

ქართველები უკრაინაში: ინტერვიუ ეკა ზღულაძესთან

 

 

 

უკრაინის პოპულარულ გამოცემაში გამოქვეყნებული მასალის შესავალში აღნიშნულია, რომ ეკა ზღულაძე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში „ბავშვურსახიანთა" მთავრობის (baby face goverment) წარმომადგენელი იყო - იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 26 წლის ასაკში დანიშნეს. „ეკა გამოცდილი პროფესიონალია, მისთვის შეუძლებელი შესაძლებელია, კარგად ერკვევა უკრაინაში შექმნილ ვითარებაში, კონსულტაციებს უწევს თავის უკრაინელ კოლეგებს. მისი მეუღლე, ფრანგი ჟურნალისტი რაფაელ გლიუკსმანიც უკვე მეოთხე თვეა უკრაინაშია".

 

 

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ეკა ზღულაძეს ჟურნალისტმა ანასტასია რინგისმა ჩამოართვა:

 

 „ჩვენ რეფორმების გატარების პირველ წელიწადს ძალიან აგრესიულად ვმოქმედებდით - ვაპატიმრებდით, ვაპატიმრებდით და კვლავ ვაპატიმრებდით. ამას საჯაროდ ვაკეთებდით, ტელეკამრების წინაშე, რათა ეს დამამცირებელი ყოფილიყო. ეს ერთგვარი მესიჯსაც ნიშნავდა: ა)ციხეში ვსვამთ იმათ, ვინც ქრთამს იღებს და ბ) იმათაც, ვინც აძლევს. ჩვენ დავაპატიმრეთ რამდენიმე დეპუტატი მმართველი პარტიიდან, ჩვენივე მთავრობის გუბერნატორები, ახლადდანიშნული პოლიციელები და პროკურორებიც... ამგვარი მოქმედების მიზანი იყო, რომ გვეჩვენებინა - კანონის წინაშე ყველა თანაბარია. ამით დაიწყო მოსახლეობის ნდობის ზრდა ჩვენდამი. კიდევ ერთი მნიშვნე-ლოვანი მომენტი ის იყო, რომ ჩვენ განვმარტეთ ტერმინი „კორუფცია", თორემ ქართველების ცნობიე-რებაში ამ სიტყვის მნიშვნელობას ზუსტი დატვირთვა არ ჰქონდა. ჩვენთან ყველა ქრთმას აძლევდა და იღებდა - დიპლომებზე, ცნობებზე, მძღოლის მოწმობაზე... არავინ თავს დამნაშავედ არ თვლიდა: „აბა, რა ვქნა, სისტემაა ასეთი, მე მსხვერპლი ვარ".

 

როცა ჩვენ დღეს ვამბობთ, რომ საქართველომ კორუფცია დასძლიაო, ჩვენ არ გვაქვს მხედველობაში ის, რომ ამჟამად საქართველოში კორუფციის არცერთი ფაქტი აღარ ფიქსირდება. რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტები არის, მაგრამ კორუფცია სისტემური მოვლენა უკვე აღარაა. ჩვენ ეს სოციალური ფენომენი დავძლიეთ. სწორედ ამაშია განსხვავება ძველ და ახალ საქართველოს შორის. მე რომ სამინისტროში მუშაობა დავიწყე, ყველა ნათესავი მირეკავდა და ათას რაღაცას მთხოვდა - ეს გამიკეთე, იმაში დამეხმარე, ფული მასესხე... ეგონათ, რომ ფული ჩემოდნებით მომდიოდა. ყველას უარს ვეუბნებოდი. ერთი თვის შემდეგ მთელი ნათესაობა ხმას აღარ მცემდა...

ჩვენ პირველ რიგში დავშალეთ სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო, რომელიც ყოფილო „კა-გე-ბე"-ს ბაზაზე იყო აგებული. მისი ფუნქციები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. ცხადია, უშიშროების სამინისტროში იყვნენ ადამიანები, რომლებთანაც მუშაობა შეიძლებოდა, ისინი უსაფრთხოებისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტების შექმნაში დაგვეხმარნენ... ჩვენ მიზნად დავისახეთ კონტრდაზვერვის ძლიერი სტრუქტურის ჩამოყალიბება, რათა უცხოური შესაბამისი ორგანოებისათვის ოპონირება შეგვძლებოდა და მათი [ანტიქართული] მოქმედების ბლოკირება მოგვეხდინა. ჩვენ ბოლო ოპერაციის დროს ხელში ჩავიგდეთ „გრუ"-ს სპეციალური აპარატურა, რომლის მეშვეობით ინფორმაციების კოდირება ხდებოდა.

 

 

ჩვენ კორუფციის პარალელურად კანონიერ ქურდებსაც ვებრძოდით. „კანონიერი ქურდები" მაფიოზები იყვნენ, რომლებიც სახელმწიფოს კონკურენციას უწევდნენ. ისინი საკმაოდ ძლიერები და მდიდრები იყვნენ. დავაპატიმრეთ 180 ქურდული ავტორიტეტის მქონე პირი, რამდენიმე ათეული ქურდი კი რუსეთში და ევროპაში წავიდა.

 

 

2000-ანი წლების დასაწყისში საქართველოში ბიზნესი არ არსებობდა, იყო მხოლოდ ორგანიზებული დანაშაული, შესაბამისად - ნულოვანი ბიუჯეტი. საბაჟოებს სახელმწიფო ვერ აკონტროლებდა. ყველაფერი კონტრაბანდული იყო - ყველით დაწყებული, იარაღით დამთავრებული... ჩვენ ეს პრობლემაც მოვაგვარეთ: მივიღეთ კანონი, რომლის ძალით კრიმინალურ დაჯგუფებაში მონაწილეობა მკაცრად ისჯებოდა, დადანაშაულებულ პირს კი ქონებას ვართმევდით - სახელმწიფომ მისი კონფისკაციის უფლება მიიღო. შემდეგ კი ვაპატიმრებდით. ჩამორთმეულ სახლებში პოლიციის სტრუქტურებს ვხსნიდით, მაგალითად კალაშოვის სახლში.

 

 

ჩვენ ბოდიში უნდა მოვუხადოთ ქართველ ხალხს, რომ ჩვენ მათ ცხრა წლის განმავლობაში ვტანჯავდით და ეს ყველაფერი მტკივნეული იყო, მაგრამ რაც მას ჩვენ მივეცით, ეს ნორმალურია. რომ არ მიგვეცა, აი ის უკვე არანორმალური იქნებოდა. ბედმა გავიღიმა, რომ ქართველმა ხალხმა ჩვენს მთავრობას თითქმის ათი წლის ვადა მოგვცა, ეს ნდობის უმაღლესი დონეა. ხელისუფლების გადაცემა ჩემთვის ყველაზე ლოგიკური და კარგი დასასრული იყო იმ რეფორმებისა, რომელთა განხორციელებაშიც ვმონაწილეობდი. მე იმედგაცრუებული ვარ მხოლოდ იმით, რომ მთავრობა, რომელიც ჩვენს შემდეგ მოვიდა, ის შედარებით არააქტიური და დეზორიენტირებულია, არ აქვს ზუსტი ორიენტირები ეკონომიკაში, საგარეო პოლიტიკაში... თუმცა, [რაც გაგვიკეთებია], იმას არ ვნანობ.



მიხეილ სააკაშვილი ჩვენთვის ლოკომოტივია, მას უდიდესი ფანტაზია და გეგმები აქვს როგორც პირადად, ასევე მთელი ქვეყნისათვის და მისი გუნდის წევრი თითოეული ჩვენგანისათვის. მას რომ გაეკიდო, ვერ დაეწევი. ხანდახან მეჩვენებოდა, რომ იგი ღრუბლებში დაფრინავდა, მაგრამ ზოგჯერ ხარისხობრივი ნახტომისათვის სწორედ ასეთი იდეალისტია საჭირო. მიხეილ სააკაშვილს ძალიან ბევრი იდეა ჰქონდა, ჩვენ ამ იდეებიის 10% წარმატებით განვა-ხორციელეთ. ამის ერთ-ერთი მაგალითია ბათუმის აღორძინება. მან თქვა, რომ ბათუმი შავიზღვისპირეთის დედაქალაქი უნდა იყოსო, არადა ბათუმი ხომ ძველი ქალაქია, იქ ყველაფერი მოძველებული იყო... ფული არ გვქონდა - 2004 წელია. ამ პროექტის არავის სჯეროდა, სააკაშვილი კი გვეუბნებოდა, რომ ბათუმი ახალი ლას-ვეგასი და ნიცა იქნებაო... გავიდა ორი წელი და ბათუმი განახლდა, უსაფრთხო გახდა, წამოვიდა ინვესტიციები იმ ქართველებისგანაც, რომლებიც მეზობელ თურქეთში ცხოვრობენ. ჩვენ, ქართველები, ბათუმში არ დავდიოდით, იქ კლიმატი ძალიან ტენიანია, წვიმები ხშირად მოდის, ბათუმი კურორტად არ მიგვაჩნდა. შემდეგ კი ვიცინოდით, რომ ამინდმაც კი მიშას მხარე დაიჭირა, მზიანი დღეები მომრავლდაო.

მიხეილ სააკაშვილის უნიკალურობა იმაშია, რომ მისი მთვარი მეთოდი დისკრეციაა. თუ მე პასუხს ვაგებ პროექტზე და მას თავს კარგად გავართმევ, იგი მე შემაქებს და არა ჩემს მინისტრს და თუ ვერ შევასრულებ დავალებას, ისევ მე მისაყვედურებს. მან ჩვენ საკუთარი შეხედულებით მოქმედება გვასწავლა და პასუხისმგებელი გაგვხადა. რატომ გამოგვივიდა ბევრი რამ საქართველოში? სხვადასხვანაირად ვაკეთებდით, მაგრამ ძალიან კრეატიულად".





„სეგოდნია" (რუსეთი), 13 აგვისტო, 2014 წელი

 

 

 

http://www.segodnia.ru/content/144933

 

 

 

ქართველები უკრაინაში: მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

სტატიაში, რომლის ორიგინალური სათაურია „მიშას ქონით კვებავენ", განხილულია საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა უკრაინაში (ავტორი მაქსიმ კუპინოვი).

 

 

გთავაზობთ მცირე შემოკლებით:

 

 

უკრაინელთა ჩამქრალი ენთუზიაზმის ასამაღლებლად ქვეყნის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ თავისთან საგასტროლოდ კავკასიის ყველაზე განთქმული კლოუნი მიხეილ სააკაშვილი მიიწვია. ეს გადაწყვეტილება მართლაც წარმატებულად უნდა მივიჩნიოთ: აბა, სადაც სააკაშვილია, იქ მოწყენილი ნამდვილად ვერ იქნები. ჯერ პეტრო პოროშენკოს მრჩევლად უნდა დაენიშნათ, მაგრამ მერე გადაიფიქრეს და თქვეს, უამისოდაც საკმაოდ სასაცილოაო.



ცხადია, მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ღირსეული კონკურენტები ჰყავს, რომლებიც ადგილობრივ საზოგადოებას კავკასიელ კლოუნზე არანაკლებად ართობენ - დმიტრო ტიმჩუკი, ბორის ფილატოვი და სხვები, მაგრამ მათ ის არტისტიზმი არ ყოფნით, რაც სააკაშვილისათვის დამახასიათებელია. თანაც მათ ჰალსტუხის ჭამა არ შეუძლიათ, რაც საქართველოს ექს-პრეზიდენტისთვის არა მხოლოდ გასტრონომიული ჩვევა, არამედ საცირკო ნომერიცაა.



ჯერ კიდევ 2008 წლიდანაა ცნობილი, რომ სააკაშვილს საბრძოლო მოქმედების ზონაში ტანკით ვერ შეათრევ, მაგრამ ენით ომს, იცოცხლე, მაგრად აწარმოებს. მაგალითად, ამას წინათ ლვოვში ისეთი საშინელი ძალით ომობდა, რომ შეგეშინდებოდა. აი, როგორ აღწერს ამას უკრაინელი ჟურნალისტი ირინა ნაუმეცი: მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის ომს იხსენებს და ამბობს: „ჩვენ გვბომბავდნენ, დაქირავებულებს გვისევდნენ, ჩვენ წინააღმდეგ 120 ათასიანი რუსული არმია იბრძოდა... ჩვენ კი მხოლოდ ერთადერთი უკრაინული „უნა-უნსო"-ს ბატალიონი გვეხმარებოდა. ისინი ქართველებზე უკეთ იყვნენ მომზადებულნი და ბრძოლისუნარიანობით გამოირჩეოდნენ. როცა მათ ალყა შემოარტყეს, რუსებს უყვიროდნენ: „ჩვენ ქართველები ვართ, არ ჩაგბარდებითო". არ უნდოდათ, რომ უკრაინის [საერთაშორისო პრესტიჟი] დაეზარალებინათ. საქართველოში მაშინ 36 უკრაინელი მებრძოლი დაიღუპა".



საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი რუსეთის 120 ათასიან არმიასთან დაკავშირებით კითხვა იბადება: რატომ ასე მორიდებულად? ცოტა მეტის თქმა შეიძლებოდა. განა არ ჩვენ არ შეგვეძლო მილიონიანი არმია გამოგვეყვანა?!



მიხეილ სააკაშვილმა არც ის არ დააზუსტა - სად და როდის იყო ალყაში ბანდერელთა ბატალიონი, რომლის მებრძოლები ყვიროდნენ - „ქართველები ცოცხლად მტერს არ ბარდებიანო". ამ თვალსაზრისით რუსი სამხედროები და ოსი მოლაშქრეები რაღაც ახალს გაიგებდნენ, მათ ხომ ასეთი გმირული განცხადებები ალყაშემორტყმული ბანდერელებისაგან არ სმენიათ... საინტერესოა ისიც, ეს ყველაფერი „უნა-უნსო"-ს მებრძოლებმა სააკაშვილს პირადად უთხრეს თუ ექს-პრეზიდენტმა საკუთარი თვალით ნახა?



იმ სიტყვების ნიაღვარში, რომელსაც მიშიკო უკრაინელ ტელემაყურებელს უგზავნის, ალბათ, ყველაზე მაგარია მისი გამონათქვამი დონბასში გამართულ ბრძოლებთან დაკავშირებით: „უკრაინას რომ თავს დაესხა, პუტინს ეგონა, რომ აქ მხოლოდ 4-5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, აღმოჩნდა კი 45 მილიონი.". ხედავთ, რაშია საქმე? სააკაშვილს რომ ჰკითხო, კრემლში თურმე თვლა არ იციან - ფიქრობდნენ 4-5 მილიონიაო, სინამდვილეში კი 45 ყოფილა.... არა, მართლაც ტყუილად არ მიუწვევიათ იგი უკრაინაში... აბა, ტიმჩენკო, ფილატოვი და გინდაც კლიჩკო ამას მოიფიქრებდნენ?







 

(სპეციალურად „რეპორტიორისთვის" მოამზადა სიმონ კილაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016