reportiori.ge - ნოდარ ხადური: ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ და ვასუფთავებთ ბაზებს უიმედო დავალიანებებისგან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 16:53
ეკონომიკა
ნოდარ ხადური: ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ და ვასუფთავებთ ბაზებს უიმედო დავალიანებებისგან
ავტორი: ანა ნოდია
13 აგვისტო, 2014. 14:01


"საგადასახადო კოდექსში" ინიცირებული ცვლილებები ფისკალურად ბიუჯეტს არაფერს დააკლებს" - ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გააკეთა.



"საგადასახადო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტი მინისტრმა, დღეს, ბიზნეს-ასოციაციის ხელმძღვანელებთან განიხილა. 



შეხვედრაზე ყურადღება ტურისტული საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების მექანიზმის გამარტივებაზე, მცირე მეწარმეთათვის საკონტროლო სალარო-აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული, დარიცხული და გადაუხდელი ჯარიმის ჩამოწერასა და 5000 ლარამდე დავალიანების უზრუნველყოფის გარეშე ერთი წლით გადავადებაზე, ასევე, 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და დღემდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხისა (თუ მას შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდება) და 2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული ჯარიმა-საურავის ჩამოწერაზე.



"
საგადასახადო დავალიანების მოცულობა, ზოგადად, საკმაოდ მაღალია, მაგრამ ამას ემსახურება ეს ცვლილებებიც, რომ ბაზები გავასუფთავოთ ისეთი დავალიანებებისგან, რომლებიც უიმედოა. დღესაც კი, მიუხედავად იმისა, რომ კოლმეურნეობები 25 წელია, აღარ არსებობს, არიან კოლმეურნეობები, რომელთაც საგადასახადო დავალიანება უფიქსირდებათ, ამიტომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ და ვასუფთავებთ ბაზებს ასეთი უიმედო დავალიანებებისგან და ამავე დროს, გვინდა, შეღავათი გავუწიოთ ბიზნესმენებს. ფისკალურად, ეს ბიუჯეტს არაფერს დააკლებს, რადგან რეალურად, ამ ბიზნესმენებს არ აქვთ შესაძლებლობა, ეს თანხები გადაიხადონ", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016