reportiori.ge - 56-წლიანი ქორწინების პერიოდში მამაკაცმა ცოლს 55 000 კაბა აჩუქა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:22
სხვადასხვა
56-წლიანი ქორწინების პერიოდში მამაკაცმა ცოლს 55 000 კაბა აჩუქა
13 აგვისტო, 2014. 22:45


ლოსანჯელესელმა პოლ ბროკმანმა მეუღლეს ერთობლივი თანაცხოვრების წლებში 55 000 ათასი კაბა აჩუქა. 78 წლის პოლისა და 76 წლის მარგოს ქორწინება 56 წლის განმავლობაში გაგრძელდა. ეს უხვი გარდერობიც ამ დროის განმავლობაში დაგროვდა.

მათ ერთმანეთი საცეკვაო მოედანზე 1957 წელს გაიცნეს და მალევე დაქორწინდნენ. ქმარი საყვარელ ქალს ყოველთვის ანებივრებდა და კვირაში რამდენიმე კაბას ჩუქნიდა. პოლი, რომელიც 13 წლის ასაკიდან სამეჯლისო ცეკვების "ფანია", ძირითადად, 50-იანების სტილის კაბებს არჩევდა. იმის მიუხედავად, მარგოს მოერგებოდა თუ არა, მოიხდენდა თუ ვერა, პოლს არ შეეძლო გვერდი აევლო კაბისთვის, რომელიც თვალს მოჭრიდა. როგორ თავად ბროკმანი აღნიშნავს, ზოგჯერ ზომაც კი არ გაუთვალისწინებია, რადგან სასურველი კაბის წინაშე მისი შეჩერება შეუძლებელი იყო. "ცხოვრებაში 2 ჰობი მაქვს, ცეკვები და კაბები. ჩემი კოლექციის ყველაზე ძვირად ღირებული კაბა 300 დოლარი ღირს. მარგო ჩემი ცხოვრების სიყვარულია. ბევრ კაცს არ აღელვებს, რას ჩაიცვამს მისი ცოლი, მე ასეთი არ ვარ. მინდა, რომ ჩემი მეუღლე ყოველთვის ლამაზად გამოიყურებოდეს", - აცხადებს პოლი.

თავიდან კაბების უზარმაზარ კოლექციას ავტოფარეხი დაუთმეს, შემდეგ ეს ფართი არ ეყოთ და პოლმა საზღვაო კონტეინერები დაიქირავა.

მარგოს გარდერობი ექსპერტებმაც შეაფასეს. აღმოჩნდა, რომ ამ კაბებზე სულ 1,5 მილიონი დოლარი დაიხარჯა. დღეს წყვილს ეს უნიკალური გარდერობი გასაყიდად გამოაქვს.

წყარო: mshoblebi.ge

 

 

 


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016