reportiori.ge - ხვალ მარიამობის მარხვა იწყება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:34
რელიგია
ხვალ მარიამობის მარხვა იწყება
13 აგვისტო, 2014. 23:00


ხვალიდან მარიამობის მარხვა იწყება. მარიამობის მარხვა ორი კვირის განმავლობაში, 28 აგვისტოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის ჩათვლით გაგრძელდება. მარიამობის მარხვა მძიმეა. მორწმუნეებს თევზის მიღება მხოლოდ ფერიცვალებას, 19 აგვისტოს შეეძლებათ.



ქრისტიანულ სამყაროში ყოვლადწმიდა სამების შემდეგ ღვთისმშობელი მარიამი იდიდება. იგი ქერუბიმებზე უპატიოსნესი და სერაფიმებზე აღმატებულია. ეკლესიაც განსაკუთრებულ პატივს მიაგებს დედას ღვთისას. უდიდეს თორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლადწმიდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.



ეკლესიის ისტორიაში მარიამობის მარხვის დაწყების ზუსტი თარიღი უცნობია, უცნობია ასევე, როდის დაწესდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული.



ხვალ მართლმადიდებელი ეკლესია ასევე უფლის ცხოველმყოფელი ჯვრის შემოყვანების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც სავარაუდოდ მე-9 საუკუნეში უნდა დაწესებულიყო. წირვის დასრულების შემდეგ დღეს ტაძრებში ასევე აიაზმა ანუ წყალკურთხევა სრულდება.



საეკლესიო გადმოცემით, კონსტანტინოპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა ჩვეულება. ამის მიზეზი აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება იყო.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016