reportiori.ge - ვარძიის ამობრუნებული "პორტრეტი" და აღმოჩენილი სამშობლოს რეალობა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 01:47
სხვადასხვა
ვარძიის ამობრუნებული "პორტრეტი" და აღმოჩენილი სამშობლოს რეალობა...
ავტორი:
14 აგვისტო, 2014. 13:46


დაფიქრებული დაგვყურებს. დიდი ხნის სადარდელი აქვს შეყინული სახეზე. მართალია, მხოლოდ სახის ნაწილს ვხედავთ, მაგრამ ისეთი შეგრძნებაა, რომ ყველა ნაკვთი თვალსაჩინო აქვს. მხრით არის შემდგარი დიდ სიმძიმეს, როგორც ანტიკური ატლანტი.



გულიც სტკივა და თვალებიც ამოღამებული აქვს ლოდინით, ლოდინი კი უსაშველოა, ისეთი, როგორიც ვაჟა-ფშაველას მთების მოლოდინი... რომ არა მწვანე ბალახი, აქა-იქა რომ მოჩანს მის "სახეზე", სიცოცხლის ნიშანწყალი არ დაეტყობოდა. ახლა კი თითქოს ცოცხალია, წვერიც ეზრდება და მისი გულისცემაც ისმის. 
ამ ფოტოს, რომელსაც მართლაც ცოცხალი კაცივით უნდა შეხედო, თავისი ისტორია აქვს. მას მერე, რაც ცნობილმა სპორტსმენმა, მოკრივემ, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატმა დავით კვაჭაძემ ფოტოაპარატი აიღო ხელში და არაერთი მაღალმხატვრული ფოტო გადაიღო, მის ობიექტივში ეს "პეიზაჟიც" მოხვდა, უფრო სწორად, პორტრეტი, იმიტომ რომ ენა ვერ მოგიბრუნდება, ამ ემოციით სავსე სახეს სხვაგვარი სახელი მიუსადაგო. 



ფოტო ვარძიაშია გადაღებული, ქართველთა საამაყო ისტორიულ ძეგლზე. არაერთ სხვა ფოტოს შორის ამ ერთს განსხვავებულად შეხედა ავტორმა, არა ისე, როგორც ბუნება სთავაზობდა, არამედ ამობრუნებულად. აქ ცა მიწადაა ქცეული და მიწა - ცად. ვარძიის უკვდავ სულს, ქართულ ატლანტს სამშობლოს მიწის მთელი სიმძიმე და საკრალურობამდე მისული ისტორია უტვირთავს. ქედუხრელად შესდგომია და "ამაგრებს", რომ ისევ იდგეს საქართველო, ისევ დაგვყურებდეს ზემოდან მისი ზეციური ნაწილი...


ამ დროს ჩვენ ათას ფუსფუსში ვართ ჩართული: უმრავლესობას მიწა და სახნავ-სათესი მიტოვებული აქვს და სიღატაკეს ქალაქში გამოჰქცევია, სადაც მაინც სიღატაკეში უწევს ყოფნა... ზოგი მომხვეჭელია და ღამე არ სძინავს იმის ფიქრით, კიდევ რა მოიხვეჭოს და რა მიიტაცოს, ზოგი - პესიმისტი, ზოგი - უუნარო და ზოგიც ფარხმალდაყრილი... კიდევ კარგი, სხვანაირი ადამიანებიც სახლობენ თანამედროვე საქართველოში: მიწასთან მებრძოლები და ალალი ლუკმის მჭამელები, მართალი სიტყვის მთქმელები და საქმის მკეთებლები...



თვითონ დავით კვაჭაძეც ასეთია... და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გასაჭირი ადგას, მაინც ინარჩუნებს დიდსულოვნებას. ამიტომაც "გაეხსნა" ვარძიის უკვდავი სული, ამიტომაც დაენახა... მან კი ეს დიდებული წამი დააფიქსირა. ზოგჯერ ცოტა უფრო მეტი უნდა დავინახოთ, თუ საჭიროა, "ამოვაბრუნოთ" კიდეც რეალობა და განსხვავებულად აღმოვაჩინოთ სამშობლო, რომელიც ამ ვარძიის უკვდავი სულივით დგას და მოთმინებით ელის... ელის დაუსრულებლად...




(წყარო: კვირის პალიტრა, ლელა ჯიყაშვილი)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016