მსოფლიო
ბერლინში უკრაინის, გერმანიის, რუსეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იგეგმება
ავტორი: სალომე ნაცვლიშვილი
15 აგვისტო, 2014. 21:22
ბერლინში 17 აგვისტოს უკრაინის, გერმანიის, რუსეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრები იგეგმება. აღნიშნულზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, პავლე კლიმკინი თავის ტვიტერზე წერს.
„კვირას მე შევხვდები შტაინმაიერს, ფაბიუსს და ლავროვს. კვადრატული იქნება მაგიდა თუ მრგვალი - ვერ გეტყვით, საუბარი საჭიროა." - წერს პავლე კლიმკინი.
იგი აგრეთვე აღნიშნავს, რომ საუბარი უნდა შეეხოს ტერორისტების გაყვანას დონეცკიდან და ლუგანსკიდან. ასევე რუსეთის მიერ დაკავებული უკრაინელი მფრინავის ნადეჟდა სავჩენკოსა და სხვა პოლიტპატიმრების განთავისუფლებას.
13 თებერვალი, 2016. 15:16
13 თებერვალი, 2016. 14:15
13 თებერვალი, 2016. 12:29
10 თებერვალი, 2016. 16:38
09 თებერვალი, 2016. 20:08
09 თებერვალი, 2016. 12:22
08 თებერვალი, 2016. 11:25
08 თებერვალი, 2016. 11:08
06 თებერვალი, 2016. 21:57
06 თებერვალი, 2016. 16:36
06 თებერვალი, 2016. 15:32
06 თებერვალი, 2016. 14:39
06 თებერვალი, 2016. 10:53
05 თებერვალი, 2016. 17:40