საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რამდენიმე წუთის წინ გამოეხმაურა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუშინ გაკეთებულ განცხადებებს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ასე აღელვებული სააკაშვილი არ უნახავს. ღარიბაშვილმა განმარტა, რომ ასეტი თანხები არ უნდა იხარჯებოდეს პირადი მოხმარებისთვის.
„სააკაშვილი ძალიან აღელვებული ჩანდა. მე გამახსენდა აგვისტოს ომის კადრები, როცა ძალიან შეშინებული იყო. ეს იყო ერთგვარად იმ კადრების გამეორება, რაც ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ. რაც შეეხება მის განცხადებებს, არ ვიცი რამდენად სერიოზული კომენტარი უნდა გავაკეთო. ვინაიდან, თუ რომელიმე ქვეყანაში, რომელიმე სახელმწიფოს მეთაურს მიაჩნია, რომ იმას, რასაც სააკაშვილი აკეთებდა, ეს არის ნორმალური, მაშინპრეტენზია აღარ უნდა გვქონდეს დემოკრატიაზე. ეს იყო ტიპური დიქტატორის განცხადებები, თორემ როგორ შეიძლებამასაჟისტის მომსახურება და მილიონიანი ხარჯი იყოს ნორმად აღქმული. ესაა გამორიცხული. მინდა, კიდევ ერთხელ განვაცხადო, საქართველოში დასრულდა დაუსჯელობის და განუკითხაობის ეტაპი. ყველასმოეთხოვება სათანადოდ პასუხი და ყველა მოქალაქე იქნება კანონის წინაშე თანასწორი, პრემიერია იგი, პარლამენტისთავმჯდომარე, მინისტრი თუ სხვა.
ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, სირცხვილია, რომ გვყავდა სამარცხვინო პრეზიდენტი, რომელიც საკუთარფუფუნებაზე ხალხის ჯიბიდან ამოღებულ ფულს ხარჯავდა. ამაზე როგორ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს განსხვავებულირეაქცია? ისინი კი გამოდიან და კადრულობენ, რომ ხალხს ნაცარი შეაყარონ თვალში და უთხრან, რომ ეს იყო ნორმა,მსოფლიოში მიღებული პრატქიკა. ამაზე პასუხს გასცემს პროკურატურა" - განაცხადა ღარიბაშვილმა.