reportiori.ge - წაკითხულის დამახსოვრების ეფექტური მეთოდი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:18
სხვადასხვა
წაკითხულის დამახსოვრების ეფექტური მეთოდი
ავტორი:
16 აგვისტო, 2014. 20:35


2011 წელს  purdue-ს უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორმა, ჯეფრი კარპიკმა გამოაქვეყნა სამეცნიერო ნაშრომი, რომლის მიხედვითაც წაკითხულის ხანგრძლივი დროის განმავლობაში დამახსოვრების საუკეთესო მეთოდი ე.წ. აქტიური გახსნებაა (active recall), რაც გულისხმობს გონების აქტიურ სტიმულირებას სწავლის პროცესში.



 მაგალითად, როცა კითხულობთ ტექსტს ჯორჯ ვაშინგტონზე ნაცვლად იმისა, რომ მრავალჯერ წაიკითხოთ უმჯობესია, ერთხელ ყურადღებით წაკითხვის შემდეგ გადადოთ წიგნი და საკუთარ თავს დაუსვათ შეკითხვები წაკითხულიდან დაკავშირებით. მაგალითად, ვინ იყო ამერიკის პირველი პრეზიდენტი? და ასე შემდეგ.



კვლევა ასკვნის, რომ ამა თუ იმ ტექსტის მრავალჯერ წაკითხვა სულაც არ ნიშნავს, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში დაგამახსოვდება წაკითხული. ამისთვის საჭიროა ავარჯიშო გონება, გაიხსენოს ის, რაც თუნდაც ერთხელ წაიკითხე.



 განათლების ექპერტებს, ტრადიციულად, მიაჩნიათ რომ წაკითხულის დასამახსოვრებლად საჭიროა კარგად გაიგო ტექსტი და კითხვისას გამოიყენო ე.წ. Concept mappingმეთოდი, რაც გულისხმობს კითხვის დროს ვიზუალიზაციას - გრაფებისა და ჩანაწერების კეთებას.



ჯეფრი კარპიკმა ჩაატარა ექსპერიმენტი, სადაც ერთმანეთს შეადარა ე.წ. ზემოთხსენებული ორი მეთოდი.


 ექსპერიმენტი შემდგომში მდგომარეობდა:


ორას სტუდენტს დაევალა წაეკითხა და ესწავლა გარკვეული ტექსტი. სტუდენტების ერთმა ჯგუფმა სწავლისას გამოიყენა Concept mapping მეთოდი, მეორემ - active recall. სწავლის პერიოდში გამოკითხვისას სტუდენტების ორივე ჯგუფმა ერთი და იმავე მოცულობის ინფორმაცია გაიხსენა, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ სტუდენტების ჯგუფმა, რომელიც იყენებდა active recall-ის მეთოდს 50 პროცენტით მეტი ინფორმაციის გახსენება შეძლო. პროფესორის თქმით ცუდი არაფერია Concept mapping მეთოდში, თუმცა მეორე მეთოდის უპირატესობა ნათელია.



წყარო - rcs.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016