reportiori.ge - "ნაციონალური მოძრაობა" და გიგა ბოკერია, გიორგი მარგველაშვილს ახალი პოლიტიკური პარტიის ლიდერად ამზადებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:21
პრეს-დაიჯესტი
"ნაციონალური მოძრაობა" და გიგა ბოკერია, გიორგი მარგველაშვილს ახალი პოლიტიკური პარტიის ლიდერად ამზადებს
ავტორი:
16 აგვისტო, 2014. 22:22

 


„ექსკლუზივ ნიუსის" ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ახალი პოლიტიკური პარტიის ლიდერად ამზადებს და ამ „პროექტის ავტორი"  უშიშროების  საბჭოს ყოფილი მდივანი და „ნაციონალური მოძრაობის"ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერიაა. 


საქართველოს მოსახლეობამ  ბიძინა ივანიშვილის კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტად აირჩია.


მთავრობასა და მარგველაშვილს შორის უთანხმოებათა მთელი კასკადი დაიწყო.  ყველა მათგანის ჩამოთვლა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. თუმცა არის ისეთი ფაქტები, რომელიც გინდა თუ არა, ისტორიის საკუთრება ხდება.


პრეზიდენტ გიორგი  მარგველაშვილის არაადეკვატურ ქმედებათა ბოლო აკორდი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაწეულ ხარჯებზე გრიფი „საიდუმლოს" მოხსნის გაჭიანურება იყო. მიუხედავად იმისა, რომ  გენერალური პროკურატურა თითქმის ერთი თვის განმავლობაში  პრეზიდენტის ადმინისტრაციას თხოვნით მიმართავდა, მარგველაშვილმა პასუხი მანამ არ გასცა, ვიდრე თავად პროკურატურამ  არ ატეხა ხმაური.


გიორგი მარგველაშვილი, ნებით თუ უნებლიეთ, მიხეილ სააკაშვილის ხელის შემწყობი გამოვიდა. ამ ფაქტმა მარგველაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა. ერთგულებისა და გუნდური მუშაობის დარღვევის შესახებ ეჭვი გაჩნდა.


 პრემიერ მინისტრმა ჟურნალისტები, რომელთაც აინტერესებდაც აღნიშნული საკითხი საპასუხოდ მარგველაშვილთან გადაამისამართა.


„ეს პრეზიდენტ მარგველაშვილს ჰკითხეთ, რატომ არ მოხსნა მიხეილ სააკაშვილის მიერ გახარჯულ თანხებს გრიფი „საიდუმლო" - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.


პრემიერის პასუხმა პრეზიდენტსა და მთავრობას  შორის დაძაბულობა შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად წარმოაჩინა. რაც  ნიშნავს, რომ ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შორის პოლიტიკური კრიზისი  გარდაუვალია.


„ექსკლუზივ ნიუსმა" არსებული პოლიტიკური კრიზისის შესახებ  ინფორმაცია გამოაქვეყნა. სადაც, მათი ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მარგველასვილს არ აპატიებს ბიძინა ივანიშვილის ღალატს.


ასევე მათი ინფორმაციით,  ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტს ნაციონალებთან ალიანსში ადანაშაულებს.


პრეზიდენტ მარგველაშვილის იმპიჩმენტის მთავარი მიზეზი კი შემდეგში მდგომარეობს: ცნობილია, რომ  „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, გიგა ბოკერია და პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი მეგობრები არიან და მიუხედავად ხელისუფლების ცვლილებისა, მათ ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა. თუმცა მარგველაშვილი გაპრეზიდენტებამდე გიგა ბოკერიასა და მის თანაგუნდელებს ბიძინა ივანიშვილთან საშინლად ლანძღავდა, მათი 9-წლიანი  მმართველობის შესახებაც საკმაოდ აღშფოთებული საუბრობდა.


მაგრამ ეს მანამ იყო, ვიდრე მარგველაშვილი პრეზიდენტი გახდებოდა. არჩევნებიდან რამდენიმე დღეში კი გიორგი მარგველაშვილი კარდინალურად შეიცვალა  და ყველა საკითხის მიმართ უარყოფით პოზიციას გამოხატავდა, იყო თუ არა ეს საჭირო.



ცოტა ხანში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით გაპრეზიდენტებული მარგველაშვილი, გიგა ბოკერიასთან დაგიგი უგულავასთან „საიდუმლო სერობაში" მონაწილეობდა. ამ შეხვედრების შესახებ „ექსკლუზივ ნიუსის" ინფორმაციით ჩანაწერები არსებობს და სწორედ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილს მარგველაშვილის ნაციონალებთან მჭიდრო ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, პრეზიდენტის მიმართ ნდობა, ხელისუფლების მხრიდანაც საგრძნობლად შეირყა. ხსენებული შეხვედრების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მას რიგითი დეპუტატები და „ქართული ოცნების" წევრებიც კი, უპატივცემულოდ ეპყრობოდნენ. ამ ინფორმაციას მმართველი პოლიტიკური პარტია დიდხანს მალავდა, მაგრამ როგორც ნათქვამია, ჭირმა თავი  ვერ დამალა... მთავრობასა და პრეზიდენტს შორის დაძაბულობის დამალვა კი  დღითიდღე ძნელდებოდა, „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ხელისუფლების წინააღმდეგ მარგველაშვილის ნებისმიერ გამოხდომას მხარს აქტიურად უჭერდნენ.


ახლად გაპრეზიდენტებული გიორგი მარგველაშვილის პოზიციის კარდინალურ ცვლილებასაც ჰქონდა ალბათ თავისი მიზეზი.  გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილი ხელისუფლების ძალოვანი მაღალჩინოსნების მიერ (როგორც ეს ათასობით ადამიანთა მიმართ მოხდა - პირადი ცხოვრების შესახებ ფარული ჩანაწერების შექმნა. შემდეგ იმჟამინდელი ხელისუფლება ამ ადამიანებს სწორედ ამ კომპრომატებით რომ აშანტაჟებდა) თურმე მარრგველაშვილის წინააღმდეგაც არსებობს, რაღაც ჩანაწერები და მისი დაშანტაჟება ნაციონალებმა სწორედ ამ ჩანაწერებით შეძლესო. ამის შესახებ ინტერნეტშიც კი გავრცელდა ინფორმაცია. ჩანაწერიდან  ფრაგმენტიც იყო, თუმცა ამ ჩანაწერის იდენტურობის შესახებ ინფორმაცია, დღემდე უცნობია.


„ექსკლუზივ ნიუსის" ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა" გიორგი მარგველაშვილს მათი პარტიის ლიდერად ამზადებს. დღევანდელი რეალობიდან  გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები - ვანო  მერაბიშვილი და გიგი უგულავა პატიმრობაში იმყოფებიან.  გიგა ბოკერიამ და ნაციონალური მოძრაობის ყველა ლიდერმაც იცის, რომ მიხეილ სააკაშვილზე, რომელზეც ქვეყნის შიგნით ძებნა გამოცხადდა, შესაძლოა, უახლოეს დღეებში  წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა დაიწყოს. ამიტომაც მიხეილ სააკაშვილი პარტიის ლიდერად ვერ გამოდგება, თანაც ის ქარიზმა, რაც მას წლების წინ ჰქონდა და რის გამოც ის ქართველმა ხალხმა აირჩია, უკვე გაცვდა, ის მასებზე გავლენას ძველებურად ვერ მოახდენს.


„ექსკლუზივ ნიუსის" განმარტებით, თუკი, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  დაქადნებული მართლაც შეასრულა  და მარგველაშვილს იმპიჩმენტი  მოუწყო, ეს ფაქტი პირველი იქნება საქართველოს ისტორიაში. ასევე, თუკი გიორგი მარგველაშვილი  სექტემბერში თავისი ნებით გადადგა, ესეც საკმაოდ შთამბეჭდავი იქნება.  მოკლედ, წინ ცხელი ზაფხული და  ასევე ცხელი შემოდგომა გველოდება...



 

 

 

(წყარო: ექსკლუზივნიუსი; დარეჯან ლიპარტელიანი)







 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016