reportiori.ge - გერინგი, გერინგის ძმა. შეუმჩნეველი კაცის ისტორია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:17
სხვადასხვა
გერინგი, გერინგის ძმა. შეუმჩნეველი კაცის ისტორია
ავტორი:
18 აგვისტო, 2014. 14:30


     რეიხსმარშალ ჰერმან გერინგის ძმა, ალბერტ გერინგი, თავგადაკლული ანტიფაშისტი იყო. მთელი ომის მანძილზე, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, შველოდა ებრაელებსა და სლავებს, წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებსა და დისიდენტებს. გამოყავდა ისინი სიკვდილის ბანაკებიდან, აძლევდა ფულს და საზღვარგარეთ აპარებდა. ამ ადამიანის გმირობაზე, სამწუხაროდ, ცოტა რამ არის ცნობილი.

     1944 წლის 20 ივლისს ცალთვალა გრაფი ფონ შტაუფენბერგი WOLFSSCHANZE (მგლის ბუნაგი) ეწვია აღმოსავლეთ პრუსიაში, სადაც სამხედრო კონფერენცია იმართებოდა. კონფერენციას უმაღლესი ჩინის სამხედროები და თავად ადოლფ ჰიტლერიც ესწრებოდა. შუა შეხვედრისას გრაფმა ბოდიში მოიხადა და ოთახიდან გავიდა. ფიურერის ფეხებთან კი დანაღმული ჩანთა დატოვა. ათ წუთში საკონფერენციო დარბაზი ცეცხლის ალში გაეხვა, თუმცა მთავარი „ადრესატი" გადარჩა. შეთქმულების 200-მდე მონაწილეს სიკვდილი მიუსაჯეს.

     როდესაც ჰიტლერზე თავდასხმის ამბავმა ალბერტ გერინგის ჩეხ მეგობარ იოზეფ ხარვატამდე მიაღწია, მას გაახსენდა, რომ 1944 წლის დასაწყისში ალბერტმა უთხრა შესაძლოა ფიურერზე თავდასხმა მოხდესო.

     „მართალია არ მეგონა, რომ ოდესმე ჰიტლერზე თავდასხმა მოხდებოდა, მაგრამ შეტყობინება ლონდონში მაინც გავგზავნე." - წერს ხორვატი მემუარებში.

     ალბერტ გერინგს ხელი ბევრ ინფორმაციაზე მიუწვდებოდა და სიამოვნებით უზიარებდა მათ თავის მეგობრებს, იცოდა რა, რომ ისინი წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები იყვნენ. თუმცა ამას ტაქტიანად და ფრთხილად აკეთებდა, ეს ხომ სახელმწიფოს ღალატი იყო, ასეთ ბრალდებას კი თვით ჰერმან გერინგიც ვერ მოუხსნიდა. 

 

 

 

     ეს არის იმ 34 ადამიანის სია, რომელიც ალბერტ გერინგმა სიკვდილისგან იხსნა.

     მისი დახმარებით ლონდონში მყოფმა ჩეხეთის მთავრობამ სამი კვირით ადრე იცოდა საფრანგეთში შეჭრის დეტალური გეგმა.

     მისი ჩუმი თანხმობით შტალერი და ხრომიდკო უპრობლემოდ აწვდიდნენ მოკავშირეებს უმნიშვნელოვანეს ინფორმაციებს, რომლებსაც ალბერგ გერინგი „შემთხვევით“ იგებდა უფროსი ძმისგან. ასე მაგალითად „მოლატოვ-რიბენტროპის“ პაქტის ანულირების შესახებ ლონდონში და მოსკოვში ოთხი თვით ადრე იცოდნენ.

უილიამ ჰასტინგ ბერ

კმა გადაწყვიტა ეს უსამართლობა გამოესწორებინა. რამდენიმე წელში მთელი ევროპა მოიარა, ხვდებოდა იმ ადამიანების შთამომავლებს, ვისაც ოდესღაც ალბერტი დაეხმარა. გამოჩხრიკა საარქივო დოკუმენტები, ერთმანეთთან აჯერებდა დეტალებს. „სნობმა“ გამოაქვეყნა ნაწყვეტები მისი წიგნიდან „გერინგი, გერინგის ძმა“, რომლის გამოცემასაც აპირებს გამომცემლობა CORPUS.

 

 

 

(თარგმნა თამაზ ჩიქვანაიამ)

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016