reportiori.ge - 21 აგვისტოს ჰოროსკოპი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 01:25
სხვადასხვა
21 აგვისტოს ჰოროსკოპი
21 აგვისტო, 2014. 11:14



ვერძი - ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ; საოჯახო და სამსახურის საქმეებს ადვილად გაართმევთ თავს. აგრეთვე კარგი დღეა იდეებისა და ფანტაზიების განსახორციელებლად.


კურო - დღეს არც გარშემო მყოფები მოგაწყენენ და არც საქმეები. გირჩევთ, ახალი საქმეების დაწყებამდე კონსულტაცია სპეციალისტებთან გაიაროთ.


ტყუპი - ახლობლებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით. აგრეთვე, შეიძლება გარშემო მყოფებისთვის რაღაცის ახსნამ, სწავლამ მოგიწიოთ. მთავარია, მათთვის გასაგებ ენაზე ისაუბროთ.


კირჩხიბი - პრობლემებს მარტო ნუ შეეჭიდებით. ეცადეთ, გვერდით ისეთი ადამიანი გყავდეთ, ვინც საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებათ და რთულ მომენტში გაგამხნევებთ კიდეც.


ლომი - წარმატება თქვენს მხარეზეა და დღეს ყველაზე ორიგინალური იდეების განხორციელებასაც კი მარტივად შეძლებთ. აგრეთვე, ზოგიერთს გაუმართლებს აზარტულ საქმიანობასა და სარისკო ქმედებებში.


ქალწული - დღეს ყველა გამოიჩენს თქვენ მიმართ ზრუნველობასა და ყურადღებას. ეცადეთ, ნებისმიერი სიტუაციიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ.


სასწორი - თავი შეიკავეთ აზარტული თამაშებისა და სარისკო ქმედებებისგან. ეცადეთ, თავი არავის გამოაყენებინოთ და არც ფული ასესხოთ ვინმეს.


მორიელი - მეგობრებს მიპატიჟებასა და წვეულებაზე დასწრებაზე უარი არ უთხრათ. ახალი ნაცნობობა და დროის სასიამოვნოდ გატარება გელით.


მშვილდოსანი - ნუ დაძაბავთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. შეცდომების თავიდან ასაცილებლად გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია.


თხის რქა - მოგზაურობა, მგზავრობა ან ქალაქგარეთ გასეირნება სასიამოვნო განწყობაზე დაგაყენებთ. საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ და ძველ ნაცნობებსაც შეხვდებით.


მერწყული - მოერიდეთ ფულის ფლანგვას. ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ ნივთებს. განსაკუთრებით აქსესუარებს. საღამოს მეგობრებისგან სიურპრიზი გელით.


თევზები - თუ კარგად დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ ყველაფერზე ზედმეტად ნერვიულობთ და ნებისმიერი უმნიშვნელო წარუმატებლობის გამოც კი იდანაშაულებთ თავს. ამით ზიანს მხოლოდ საკუთარ თავს მოუტანთ. ამიტომ მშვიდად და ნერვების მოშლის გარეშე იმოქმედეთ.

 

 

(მოამზადა თეო ტაბატაძემ) 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016