"კაზანტიპის" ფესტივალის გამო, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვართან კონტროლს ამკაცრებს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სტატიის თანახმად, სოხუმში ე.წ. უშიშროებისა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების შეკრებაზე ითქვა, რომ ანაკლიაში ქართველი და უკრაინელი არაფორმალების შეკრების გამო, გამორიცხული არ არის გარკვეული სახის პროვოკაციები.
"კაზანტიპთან" ერთად, სოხუმში ე.წ. წინასაარჩევნო პერიოდში რეგიონში არსებული დაძაბული მდგომარეობაც განიხილეს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვითარება კრიტიკულია, ადგილი აქვს თავდასხმებს და ინციდენტებს, თუმცა ჯერჯერობით შეიარაღებულ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით, ე.წ. ცესკო-ს შენობის ეზოში ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებას.
უკვე გაკეთდა განცხადებები იმის შესახებ, რომ ე.წ. არჩევნების დღეს კონტროლი ენგურის ხიდზეც მაქსიმალურად გამკაცრდება.