სკანდალური საკადრო ცვლილებები ზუგდიდში გაგრძელდა, ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია „Facebook"-ზე ხათუნა დარასელია, ზუგდიდის მერიის კულტურის სამსახურის უფროსად დანიშნვას გამოეხმაურა.
„ახლახანს შევიტყვე, რომ ხათუნა დარასელია ზუგდიდის მერიის კულტურის სამსახურის უფროსად დაუნიშნავთ, შეგახსენებთ, რომ ეს ის ხათუნა დარასელიაა, რომელმაც თომას ფლეთჩერის დასაცავად და საკუთარი სკამის შესანარჩუნებლად 8 პედაგოგი გაათავიისუფლა. ხათუნა, შენ არ გცოდნია ადამიანების დანდობა. მე დაგინდე, (იცი რასაც ვგულისხმობ) შენ კი არა.
ჩემი დუმილის ფასს უნდა ხვდებოდე და ეს თანამდებობა თვითონვე უნდა დატოვო. არჩევნების წინ გაქანებული „ნაციონალი" იყავი და ახლა როგორ გახდი „ქართული ოცნების" მომხრე ეს მიკვირს! პირობას გაძლევ, თბილისში თუ ზუგდიდში ყველა ჩემს მეგობარს შევაწუხებ და სამსახურსდაგატოვებინებ!"- წერს ილია ჩაჩიბია.
შეგახსენებთ, ბრიტანელი მოხალისე თომას ფლეთჩერი სახელმწიფო პროგრამის „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ზუგდიდის მეოთხე საჯარო სკოლაში ინგლისურ ენას ასწავლიდა.
ხათუნა დარასელია კი ამავე სკოლის დირექტორი იყო. გავრცელებული ვერსიით, ხათუნა დარასელიას დირექტორობიდან გათავისუფლების მიზეზი მის მიერ რვა მასწავლებლის მოხსნა გახდა, ასევე ,,ქართული პარტიის” ზუგდიდელი ლიდერის - კახა მიქაიას ხელში აღმოჩენილი სურათები, რომლებზეც ხათუნა დარასელიასთან ერთად აღბეჭდილი არიან ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელი აზა ჯოჯუა, თომას ფლეთჩერი და დიმიტრი შაშკინი.
„რეპორტიორი“ გთავაზობთ ფოტომასალას, რომელიც თომას ფლეთჩერმა საკუთარ „facebook” გვერდზე გამოაქვეყნა.