reportiori.ge - მაღაზიის მეპატრონეს მძარცველმა წერილი გაუგზავნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 02:28
სხვადასხვა
მაღაზიის მეპატრონეს მძარცველმა წერილი გაუგზავნა
ავტორი:
23 აგვისტო, 2014. 11:54


წერილი, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ ნეშვილში ერთ-ერთი მცირე მაღაზიის მეპატრონეებმა მიიღეს უცნობი კაცისგან, კონვერტს თან 400 დოლარიც ახლდა.



„მე ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანი ვიყავი და დაახლოებით 11-12 წლის წინათ, ეს მაღაზია იარაღის გამოყენებით გავძარცვე. ნარკოტიკებს აღარ ვიყენებ და ვთვლი, რომ აუცილებლად უნდა გამოვასწორო ჩემი საქციელი იმ ადამიანთა მიმართ, რომელთაც წარსულში ტკივილი მივაყენე.. 2002 ან 2003 წელს დაახლოებით 9 ან 10 საათზე თქვენს მაღაზიაში შემოვედი, ლუდი და სიგარეტი ავიღე და როდესაც გამყიდველმა სალარო გააღო, რათა ხურდა დაებრუნებინა, იარაღი ამოვიღე, 300 დოლარი გამოვძალე და გავიქეცი. იმედი მაქვს მიიღებთ ამ ფულს და მაპატიებთ."


მშვიდობა იყოს თქვენთან,

უცნობი.


მაღაზიის მფლობელები ტვიტერზე წერილს ასე გამოეხმაურნენ:


"ჩვენი მაღაზია 11-12 წლის წინათ გაძარცვეს. დღეს, ჩვენდა გასაოცრად მძარცველისგან წერილი მივიღეთ, რომელსაც თან ახლდა ფული, რომელიც მან წაიღო. ეს არის დასაფიქრებელი ამბავი, რომელიც შეგვახსენებს, რომ ქვეყნად უამრავი კარგი ადამიანია. ჩვენ გვსურს უცნობ კაცს მადლობა ვუთხრათ წერილისთვის. გვიპატიებია.. ჩვენ ფული არ გვადარდებს, თქვენი ქცევა მეტად სამაგალითო და შთამაგონებელია! ვიმედოვნებთ იპოვნით სიმშვიდეს და კეთილდღეობას ცხოვრებაში. საუკეთესო სურვილებით!"




(წყარო:www.4motivi.com/)



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016