reportiori.ge - კვირაში 100 გრამი ნიგვზის, ან თხილის მიღების შემთხვევაში 55%-ით იკლებს ნაადრევი სიკვდილიანობა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 01:49
სხვადასხვა
კვირაში 100 გრამი ნიგვზის, ან თხილის მიღების შემთხვევაში 55%-ით იკლებს ნაადრევი სიკვდილიანობა
ავტორი:
23 აგვისტო, 2014. 13:42


კვირაში 100 გრამი ნიგვზის ან თხილის მიღება სასარგებლოა.


ესპანელმა მეცნიერებმა, რომლებიც იკვლევდნენ შუაზღვისპირეთის დიეტის გავლენას ადამიანის ორგანიზმზე, ჩაატარეს ექსპერიმენტი 55-დან 90 წლამდე ასაკის გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკის ქვეშ მყოფი 7 000-ზე მეტი ესპანელის მონაწილეობით. ექსპერტებმა, სხვა დეტალებთან ერთად, დააფიქსირეს, რამდენ ნიგოზსა თუ თხილს მიირთმევდნენ ექსპერიმენტის მონაწილეები. 



აღმოჩნდა, რომ კვირაში 100 გრამი ნიგვზის, თხილის მიღების შემთხვევაში 55%-ით იკლებს ნაადრევი სიკვდილიანობა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მიზეზით და 45%-ით დაბლა იწევს კიბოთი დაავადების რისკი. 




საქმე ისაა, რომ ნიგოზი და თხილი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, მიკროელემენტებითა და ვიტამინებით, ისინი შეიცავს ფენოლურ მჟავებს, პოლიფენოლსა და ფიტოსტეროლებს. ყოველივე ამას კი ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი აქვს, ამცირებს ოქსიდატიურ სტრესს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს.




ყველაზე სასარგებლო მაგარნაჭუჭიანებში ნიგოზია - მასში ყველაზე მაღალია ალფა-ლინოლის მჟავის შემცველობა.



(მოამზადა ანა ნოდიამ)

 

 

(წყარო:itv.ge)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016