reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი: საუბარი არის რუსეთში კიდევ უფრო მეტი პროდუქტის შეტანაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 13:24
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: საუბარი არის რუსეთში კიდევ უფრო მეტი პროდუქტის შეტანაზე
ავტორი:
23 აგვისტო, 2014. 22:20


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის მხრიდან მორიგ ემბარგოს არ ელოდება და აცხადებს, რომ პირიქით, საუბარი რუსეთში უფრო მეტი პროდუქციის შეტანაზე მიმდინარეობს. აღნიშნულზე ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში ჟურნალისტებტან საუბრისას განაცხადა.


 

„უკვე ორი წელია ჩვენ ვაწარმოებთ ინტენსიურ, კონსტრუქციულ, პრაგმატულ პოლიტიკას ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან, რუსეთთან. იცით, რომ არაერთი კონსტრუქციული ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი მხრიდან და შედეგი მივიღეთ ის, რომ დღემდე თავისუფლად ვახდენთ ჩვენი პროდუქციის ექსპორტს რუსეთში. იცით, რომ რუსეთმა გაახმოვანა იდეა, რომ შესაძლოა, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობა გაუქმდეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ემბარგო დაწესდება. პირიქით, საუბარი არის კიდევ უფრო მეტი პროდუქტის შეტანაზე რუსეთში. მე ამას მივესალმები, ეს არის ჩვენი კონსტრუქციული, პრაგმატული, სწორი და გონივრული, ეროვნული იდეოლოგიისა და პოლიტიკის შედეგი. მივესალმები იმ კონსტრუქციულ ნაბიჯებს, რომელიც გვესმის რუსეთისგან. ასე, რომ ეს არის ძალიან კარგი ჩვენი ქვეყნისთვის." - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016