კონფლიქტები
გოჩა რატიანი: ხურვალეთიდან გატაცებული საქართველოს სამი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი
ავტორი: თეო ტაბატაძე
24 აგვისტო, 2014. 14:27
ე.წ. რუსი მესაზღვრეების მიერ გატაცებული მამა-შვილი ავთანდილ და შოთა აწკარუნაშვილები და ილია კუდუხაშვილი ცხინვალის იზოლატორში ყავთ გადაყვანილი.
განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა გოჩა რატიანმა გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით შსს მუშაობს და გაფრთხილებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც.
"ჩვენ მყისვე ჩავერთე. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გაფრთხილებულია. დღესდღეობით ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილნი. ჩვენ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ რესურსს ვიყენებთ", - აღნიშნა რატიანმა.
მისივე თქმით, საქართველოს სამი მოქალაქე სოფელ ხურვალეთიდან 22 აგვისტოს გაიტაცეს.
12 თებერვალი, 2016. 11:05
19 დეკემბერი, 2015. 13:29
05 ნოემბერი, 2015. 12:49
29 ოქტომბერი, 2015. 12:32
13 ოქტომბერი, 2015. 14:18
26 აგვისტო, 2015. 13:42
13 აგვისტო, 2015. 12:49
04 აპრილი, 2015. 10:36
03 აპრილი, 2015. 20:10
12 მარტი, 2015. 20:18
28 თებერვალი, 2015. 15:39
21 თებერვალი, 2015. 12:07
18 თებერვალი, 2015. 18:30
17 თებერვალი, 2015. 20:02