ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. სააგენტო „აპსნიპრესის" ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით 154 საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა, ასევე გახსნილია სამი საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ - მოსკოვში, ჩერკესკსა და სტამბოლში. „პრეზიდენტობისთვის" ოთხი კანდიდატი - ასლან ბჟანია, ლეონიდ ძიაპშბა, მირაბ ქიშმარია და რაულ ხაჯიმბა - იბრძვის.
კანდიდატებიდან პირველმა, ხმა, რაულ ხაჯიმბამ, სოხუმის 14-ე საშუალო სკოლაში გახსნილ უბანში მისცა. მისი თქმით, „კენჭისყრის შედეგები ისეთი იქნება, როგორიც ხალხს უნდა.
არჩევნებზე, ჩვენ, გამარჯვებას ველით", - განაცხადა ხაჯიმბამ.
რიგგარეშე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში მას შემდეგ დაინიშნა, რაც ოპოზიციის მიტინგების ფონზე დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი თანამდებობიდან გადადგა.