reportiori.ge - მიხეილ ბიბილურიძე: სანდრო გირგვლიანის მკვლელობა დათა ახალაიას კისერზეა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 18:49
მთავარი თემა
მიხეილ ბიბილურიძე: სანდრო გირგვლიანის მკვლელობა დათა ახალაიას კისერზეა!
ავტორი:
25 აგვისტო, 2014. 18:20



სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული ყოფილი პოლიციელის, მიხეილ ბიბილურიძის განცხადებით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობა დათა ახალაიას კისერზეა.




აღნიშნულთან დაკავშირებით ბიბილურიძე სკანდალურ განცხადებებს "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აკეთებს.



„პირველ რიგში, დათა ახალაიას და სუფრის ზოგიერთ წევრს უნდა ეგო პასუხი. თუ ასეთი მაგარი ხარ, მთვრალმა კაცმა შეგაგინა, გამოდი გარეთ და პასუხი მოსთხოვე. კაცი არა ხარ? ახალაია განდიდების მანიით გაგიჟებული ადამიანია. ასე მგონია, გირგვლიანის საქმე დაბადებიდან ჩემთან ერთად მოდის. მინდა, დროზე დასრულდეს ეს ყველაფერი. ყოველთვის მინდოდა, რომ კვალი ოდესმე ახალაიასთან მისულიყო, რომლის კისერზეც იყო სინამდვილეში ახალგაზრდა კაცის სიკვდილი. მგონი, მოვიდა დრო, მთავარმა დამნაშავემ აგოს პასუხი." - აცხადებს მიხეილ ბიბილურიძე.




 ინტერვიუში ბიბილურიძე პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე ციხის დატოვების შემდეგ განვითარებული მოვლენებსაც იხსენებს და ამტკიცებს, რომ ახალაის დავალებით სასტიკად სცემეს, რაც ვიდეოფირზე გადაიღეს.




„ციხიდან გამოსვლის შემდეგ ყველამ "დაგვიკიდა" და გაგვწირა. მოხდა უარესიც - 2010-ში კუდ-ში ამათრიეს და მაგრად დამჟეჟეს. დათა ახალაიმ იმის გამო დამსაჯა, რომ სამსახური ვთხოვე. ამათრიეს დათას კაბინეტში დღის 2 საათზე და დილის 5 საათზე გამომიშვეს. ისეთი ნაცემი ვიყავი, სახლში რომ დავბრუნდი, ჩემებს გული გაუსკდათ. დათამ იარაღი გადატენა და შუბლზე დამადო. მერე ზედ მაფურთხა... მე უბრალოდ სამსახური ვთხოვე, თავის რჩენა ხომ მინდოდა? მან კამერით გადაიღო ჩემი ცემა-შეურაცხყოფა. ახალაია ყოველდღე მიბარებდა და მამცირებდა, მაგრად "გადამიარა". დათას წამლის ჩადებაც უნდოდა და დამემუქრა, უკან შეგაბრუნებ და ხომ არ გგონია, ისევ ისე იჯდები, კარანტინიდან თავს არ გამოგაყოფინებო. ახალაიამ ალბათ, იფიქრა, არ წამოაყრანტალოს რაღაცეებიო, ამიტომ გადაიღო ცემის და ჩემი დამცირების ვიდეო და მაშანტაჟებდა. რაც კი ხელში მოხვდა, ყველაფერს მირტყამდა. წინა კბილები ჩამიმტვრია... მანამდე მისმა სპეცრაზმელებმა საბარგულში ჩამაგდეს, გამიტაცეს და მცემეს, მერე რაღაც გადამაფარეს, ისევ საბარგულში ჩამაგდეს და ამიყვანეს მოდულის უკანა ეზოში. წელზევით გახდილს მირტყამდნენ. მერე ახალაიამ ალანია გამომიგზავნა და შემომითვალა, მადლობელი უნდა იყო, გარეთ რომ ხარო."
- ყვება მიხეილ ბიბილურიძე.




(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)




(წყარო: კვირის პალიტრა) 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016