reportiori.ge - „რბკ დეილი“: რაულ ხაჯინბა - აფხაზეთის ახალი პრეზიდენტი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:25
პრეს-დაიჯესტი
„რბკ დეილი“: რაულ ხაჯინბა - აფხაზეთის ახალი პრეზიდენტი
ავტორი:
25 აგვისტო, 2014. 16:00


„რადიო სვობოდა//ეხო კავკაზა" (აშშ), 25 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://www.ekhokavkaza.com/content/article/26547858.html

 

 

სომხურ-ქართული კონსენსუსი

 

 

რადიოეთერში საუბრის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სომხეთში ვიზიტს კომენტარი გაუკეთა პოლიტიკური და საერთაშორისო კვლევების სომხური ცენტრი ექსპერტმა, პოლიტოლოგმა რუბენ მეღრაბიანმა.

 

 

გთავაზობთ ამონარიდს:



„ორივე სახელმწიფოში - სომხეთშიც და საქართველოშიც ესმით სომხურ-ქართული ურთიერთობების სტრატეგიული მნიშვნელობა. ერევანი და თბილისი აცნობიერებენ, რომ ამ ურთიერთობებს ჩრდილს ვერვავინ მიაყენებს, რადგან ეს არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი ორივე ხალხისათვის. სომხურ-ქართულ დღის წესრიგში ყოველთვისაა ის კონსტანტა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა და მათში ვერავითარი ქარი ნეგატიურ ცვლილებებს ვერ შეიტანს, თუმცა არიან ძალები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ერევან-თბილისის ურთიერთობებში განხეთქილება შეიტანონ.



ყველასთვის გასაგებია, რა ძალებზეა საუბარი. ისინი ჩრდილოეთში არიან. ისინი დრო და დრო საინფორმაციო სიყალბეებს ავრცელებენ, რათა სომხების თვალში საქართველოს დისკრედიტაცია მოახდინონ და პირიქით - უნდობლობა გამოიწვიონ სომხეთისა და საქართველოში არსებული სომხური უმცირესობის მიმართ, [მათი მოქმედება] სეპარატიზმად შერაცხონ და საერთოდ, სომხურ-ქართულ ურთიერთობებში გარკვეული დაძაბულობა შეიტანონ. ორივე ქვეყნის პოლიტიკური ელიტის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ დღემდე ყველა მათ დესტრუქციულ მცდელობას შედეგი არ მოუტანია.



ამასთან მიმაჩნია, რომ სომხეთ-საქართველოს შორის ზოგიერთი საკითხი მოუგვარებელი რჩება. მართლაც, თუ სომხეთი ე.წ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდება, მაშინ სომხეთ-საქართველოს საზღვარი თავისი ფუნქციით რუსეთ-საქართველოს საზღვრად გადაიქცევა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სომხეთის ხელისუფლებაში არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ პერსპექტივას არ დაუშვებენ. სომხურ-ქართულ ორმხრივ ურთიერთობებში მესამე მხარე ზედმეტია, მით უმეტეს იმ შემთხვევაში, როცა ეს მესამე ისეთი დესტრუქციული ძალაა, როგორიც რუსეთია. ვიმედოვნებ, რომ სომხეთის პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი ამ საფრთხეს აცნობიერებს".





 

„რბკ დეილი" (რუსეთი), 25 აგვისტო, 2014 წელი

 

 

 http://www.rbcdaily.ru/politics/562949992212076).



რაულ ხაჯინბა - აფხაზეთის ახალი პრეზიდენტი

 

 

საქართველოს შესახებ უცხოეთის მასმედიის მიერ დღეს, 25 აგვისტოს გავრცელებულ მასალებში აფხაზეთში გუშინ ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების თემა დომინირებს. ბრიტანული „ბი-ბი-სი"-სა და „როიტერის", ფრანგული „ფრანს-პრესის", პოლონური „პაპ"-ის, რუსული „ინტერფაქს"-ის, „იტარ-ტასს"-ის, „რია ნოვოსტისა" და სხვა სააგენტოების მიერ გამოქვეყნებულ მასალებში ასახულია არჩევნების შედეგები:  ცენტრალური საარჩევნო კომისიის დღევანდელი წინასწარი მონაცემებით, პრეზიდენტობის კანდიდატებიდან ხმები უმეტესობა - 50,57% - მიიღო რაულ ხაჯინბამ, რაც სავსებით აკმაყოფილებს გამარჯვების პირობებს. ამრიგად, რაულ ხაჯინბა აფხაზეთის პრეზიდენტად იქნა არჩეული. მისმა მთავარმა კონკურენტმა ასლან ბჟანიამ ხმების 35,91% მიიღო. არჩევნებში მონაწილეობდა ამომრჩეველთა 70%.



არჩევნების თემაა განხილული რუსეთის გაზეთ „რბკ დეილში" გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „არჩევნები რევოლუციის შემდეგ" (ავტორები პოლინა ხიმშიაშვილი და ფარიდა რუსტამოვა). მასში გადმოცემულია არჩევნების მიმდინარეობა (მდგომარეობა დღის ბოლოსათვის), პროგნოზი (რაულ ხაჯინბას სავარაუდო გამარჯვება), კანდიდატთა პროგრამების მთავარი პრინციპები, ამონარიდები აფხაზეთში რუსეთის ელჩის სემიონ გრიგორიევის ინტერვიუდან და სხვა. „არცერთი კანდიდატი აგიტაციის დროს აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხს არ შეხებია. ყველა მათგანი ხაზს უსვამდა, რომ აუცილებელი აფხაზეთ-რუსეთის ახალი დიდი ხელშეკრულების გაფორმება", - ნათქვამია სტატიაში.



„აჟამად აფხზეთისა და რუსეთის ურთიერთობა 2008 წელს ხელმოწერილი შეთანხმებით რეგულირდება, რომლის ზოგიერთი მუხლი მოძველდა და შეცვლას საჭიროებს. რუსეთ-აფხაზეთის  ახალ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნება თავდაცვისა და უსაფრთხოების  ერთიანი სივრცის ჩამოყალიბება ორი ქვეყნის ჯარების ინტეგრაციული დაჯგუფების შექმნის გზით, აფხაზეთ-რუსეთის საზღვრის თანდათანობით გახსნა და პირიქით, აფხაზეთ-საქართველოს საზღვრის დაცვის განმტკიცება-გაძლიერება... დოკუმენტმა უნდა დაარეგულიროს საკითხების სოციალურ-ეკონომიკური ბლოკი, მათ შორის საბაჟო რეჟიმიც... ახალი ხელშეკრულება აფხაზეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის საკითხებს არ ეხება - აფხაზეთის დამოუკიდებლობა რუსეთისათვის ურყევია და ეჭვქვეშ არ დადგება", - ხაზგასმულია სტატიაში



აშშ-ის რადიოსადგურის „ამერიკის ხმის" რუსულენოვანი სამსახურის („გოლოს ამერიკი") მიერ დღეს, 25 აგვისტოს დილით გავრცელდა ვრცელი მიმოხილვა აფხაზეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ (ავტორი ნესტან ჩარკვიანი), რომელშიც ყურადღება ეთმობა არჩევნების სტატისტიკას, ქართველთა დისკრიმინაციის ფაქტს (აფხაზ სეპარატისტთა ხელისუფლებამ მათ ხმის უფლება ჩამოართვა პასპორტების უკანონოდ გაცემის მოტივით), სტამბოლში მომხდარ ინციდენტს (აფხაზთა მიერ უკანონოდ შექმნილი საარჩევნო უბანი თურქეთის პოლიციამ დახურა და საარჩევნო ურნის კონფისკაცია მოახდინა, თუმცა, აფხაზური მხარის ცნობით, არჩევნები მაინც ჩატარდა). პუბლიკაციაში მოცემულია აგრეთვე საქართველოსა და ევროკავშირის რეაქცია, რომლის თანახმად, არჩევნები უკანონოა და საერთაშორის-სამართლებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება (წყარო:http://www.golos-ameriki.ru/content/georgia-abkhazia-elections/2426883.html).








(სპეციალურად „რეპორტიორისთვის" მოამზადა სიმონ კილაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016