reportiori.ge - „რია ნოვოსტი“: მიხეილ სააკაშვილის მისია უკრაინაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:17
პრეს-დაიჯესტი
„რია ნოვოსტი“: მიხეილ სააკაშვილის მისია უკრაინაში
ავტორი:
27 აგვისტო, 2014. 17:18


„კომერსანტი" (რუსეთი), 27 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://www.kommersant.ru/doc/2553484?isSearch=True

 

 

საქართველოში დასავლეთისკენ უკვე ბევრი აღარ იყურება

 

 

გიორგი დვალი

 

 

თბილისში „აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" მიერ ჩატარებული მასშტაბური სოციოლოგიური გამოკვლევის შედეგები გამოქვეყნდა. გამოკითხვის თანახმად, საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს - ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებას, თანდათან მცირდება, ხოლო რუსეთთან და ევრაზიული კავშირის მხარდამჭერთა რაოდენობა, პირიქით, მატულობს.



„ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" აღნიშნული გამოკვლევა საქართველოში 23 ივლისიდან 7 აგვისტომდე ჩაატარა (გამოიკითხა 3338 მოქალაქე). განსაკუთრებით სენსაციური აღმოჩნდა საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაერთიანების მომხრეთა სწრაფი ზრდა: გასული წლის ნოემბერში მათი რაოდენობა გამოკითხულთა მხოლოდ 11%-ს შეადგენდა, აპრილში - 16%, ივლის-აგვისტოში კი - 20%. აპრილიდან აგვისტომდე იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც რუსეთს „საქართველოსთვის სახიფათო ქვეყნად" მიიჩნევენ, 50%-დან 42%-მდე შემცირდა. გარდა ამისა, ქართველების 36% თვლის, რომ „რუსეთის საფრთხე ძალიან გადაჭარბებულია".



რაც შეეხება საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას დასავლეთისადმი: თუ აპრილში დასავლური კურსის მომხრე გამოკითხულთა 65% იყო, აგვისტოში მათი რაოდენობა 59%-მდე შემცირდა.



ქართული ოპოზიცია რუსეთთან ინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობის ზრდას იმით ხსნის, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში მოქალაქეთა ამ კატეგორიამ თავისი თვალსაზრისის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა მიიღო: „ასეთი ადამიანები ჩვენთან მუდამ იყვნენ, მაგრამ ისინი ადრე პრორუსული პოზიციის გამოხატვას ვერ ბედავდნენ", - აღნიშნა „კომერსანტთან" საუბარში პარლამენტარმა ნუგზარ წიკლაურმა, რომელიც ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ეროვნული მოძრაობის" წევრია. მისი თქმით, ეს ახალი ტენდენცია მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების" მიერ გატარებული აშკარად პრორუსული პოლიტიკითაა განპირობებული.






„რია ნოვოსტი" (რუსეთი), 27 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://ria.ru/world/20140826/1021525151.html

 

 

რობერტ ფშელი: „NATO-ს, ფორმალური თვალსაზრისით, შეუძლია უკრაინა და საქართველო, მათი ტერიტორიული პრობლემების არსებობის მიუხედავად, თავის რიგებში მიიღოს"

 

 

„NATO-ს, ფორმალური თვალსაზრისით, შეუძლია უკრაინა და საქართველო, მათი ტერიტორიული პრობლემების არსებობის მიუხედავად, თავის რიგებში მიიღოს, მაგრამ ეს ქვეყნები ნატოს უელსის სამიტზე ალიანსში გაწევრიანების მიწვევას ვერ მიიღებენ", - განაცხადა გუშინ რადიოსადგურ „ეხო მოსკვის" ეთერში გამოსვლისას მოსკოვში არსებული ნატოს საინფორმაციო ბიუროს დირექტორმა რობერტ ფშელმა.



როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელმა აღნიშნა, „ერთ-ერთ ბალტიისპირა სახელმწიფოს, ალიანსში გაწევრიანების დროს, არ ჰქონდა მოგვარებული სასაზღვრო-ტერიტორიული საკითხები მეზობელთან - არ იყო ხელმოწერილი შესაბამისი ფინალური ხელშეკრულება რუსეთთან და ეს შეიძლებოდა პრობლემა ყოფილიყო... მაგრამ ახლა ნატოს წევრი ქვეყნები ამ პრობლემას კომპლექსურად უყურებენ და ყველამ აღიარა, რომ იმ ბალტიისპირა ქვეყანას ამაში ბრალი არ მიუძღოდა. ის [ყოველთვის] მზად იყო ხელი მოეწერა შეთანხმებაზე და ეს განხორციელდა კიდეც ამ რამდენიმე თვის წინათ", - აღნიშნა რობერტ ფშელმა, თუმცა მას კონკრეტული ქვეყანა არ დაუსახელებია.



როგორც ცნობილია, ესტონეთი ნატოს წევრი გახდა 2004 წლის 29 მარტს, ხოლო ესტონეთ-რუსეთის ხელშეკრულებებს სახელმწიფო საზღვრების შესახებ, აგრეთვე შეთანხმებებს ნარვისა და ფინეთის უბეებში საზღვაო გამიჯვნების თაობაზე ხელი მოეწერა 2014 წლის 18 თებერვალს.

„თუ რომელიმე ქვეყანა თვითონაა დამნაშავე იმაში, რომ მეზობლებთან [სასაზღვრო-ტერიტორიული] პრობლემები აქვს, მაშინ ნატო თავის რიგებში [მისი მიღებით] დაინტერესებული არ არის", - დააზუსტა რობერტ ფშელმა. იმევდროულად მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინამ, საქართველოსაგან განსხვავებით, არ წარმოუდგენია ფორმალური განცხადება ჩრდდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების თაობაზე.



„NATO-ს უელსის სამიტზე, რომელიც 4-5 სექტემბერსაა დაგეგმილი, გაიმართება „ნატო-უკრაინის" და „NATO-საქართველოს" კომისიების სხდომები. „უელსის სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიწვევის თაობაზე რაიმე გადაწყვეტილების მიღება მოსალოდნელი არ არის", - ხაზი გაუსვა რობერტ ფშელმა და დასძინა, რომ ამ საკითხზე ალიანსის წევრებმა თავიანთი პოზიცია უკვე გამოხატეს.






„რია ნოვოსტი" (რუსეთი), 27 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://ria.ru/columns/20140826/1021486421.html

 

 

მიხეილ სააკაშვილის მისია უკრაინაში

 

 

სტატია ეხება საქართველოს ექს-პრეზიდენტის საქმიანობის უკრაინულ ვექტორს: განხილულია მიხეილ სააკაშვილის ანტირუსული განცხადებები, რეკომენდაციები და რჩევები, რომელსაც იგი ასე უხვად აძლევს უკრაინის ახალ ხელისუფლებას (ავტორი იური გოროდნენკო).


გთავაზობთ ამონარიდს:



„რა მიმართულებას სთავაზობს და ვის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილი?



ბოლო ათწლეულის განმავლობაში უკრაინის ხელისუფლება, „ნარინჯისფრებიც" და „ლურჯ-ცისფერებიც", ე.წ„ქართულ სასწაულს" რეკლამას ერთნაირად უკეთებდნენ. დღესაც უკრაინის მესვეურები თითქოსდა იმეორებენ მიხეილ სააკაშვილის მიერ გადადგმულ საშინაო და საგარეოპოლიტიკურ ნაბიჯებს: დსთ-ის იგნორირება//ნატო-ევროკავშირთან ინტეგრაცია, საკუთარ ტერიტორიაზე საკუთარ ხალხთან ომის დაწყება (სამხრეთ ოსეთი//დონბასი).



დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასთან კავშირების გაწყვეტის შემდეგ საქართველომ დასავლეთის მიმართულებიდან ვერაფერი მიიღო. არადა, მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას პირდებოდა, რომ საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრი  2009 წელს გახდებოდა. იგივეს პირდებოდა თავის ხალხს უკრაინის ხელისუფლებაც, თუმცა, მათი აზრით, ეს 2013 წელს განხორციელდებოდა. დღეს უკრაინის ევროატლანტიკური პერსპექტივებისა მის ყველაზე ახლო მოკავშირეებსაც კი არ სჯერათ.



რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური კავშირები ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მოსვლამდე საკმაოდ აქტიური იყო: 2004 წლის დასაწყისისათვის რუსეთი საქართველოსათვის მთავარ სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენდა. მომდევნო წლებში, როცა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები შემცირდა, საქართველომ თავისი პროდუქციისათვის ვერცერთი მნიშვნელოვანი ახალი ბაზარი ვერ იპოვა. შემცირდა წარმოების ტემპები და ინვესტიციები, მოიმატა უმუშევრობის დონემ: „ვარდების რევოლუციის" წლებში სამუშაო მოსახლეობის 50,4%-მა დაკარგა. რასაკვირველია, ასეთ პირობებში რუსეთთან თანამშრომლობის შემცირება აბსოლუტურად არაგონივრული ნაბიჯია. ამ მხრივ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქართული დიასპორის მიერ რუსეთიდან საქართველოში ყოველწლირად დაახლოებით მილიარდნახევარი დოლარი ირიცხება.



საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ მოსკოვ-თბილისის ურთიერთობაში დათბობა დაიწყო: რუსეთმა გააუქმა ქართული პროდუქციის მიმართ დაწესებული შეზღუდვები. 2014 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ქართულმა ექსპორტმა რუსეთში, წინა პერიოდთან შედარებით, უკვე 5%-ით მოიმატა, ხოლო რუსეთმა საქართველოს სავაჭრო ათეულში მე-4 ადგილი დაიკავა. რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებამ დადებითი გავლენა იქონია საერთო ეროვნული შიდა პროდუქტის მატებაზეც (3%-ით ზრდა წინა წელთან შედარებით).



საქართველო სწორედ მიხეილ სააკაშვილი მმართველობის წლებში იქნა აღიარებული მომაკვდავი მოსახლეობის მქონე სახელმწიფოდ (ისევე როგორც უკრაინა იუშჩენკო-იანუკოვიჩის პრეზიდენტობის პერიოდში).



როცა ციფრებს ეცნობი, უნებლიედ იბადება კითხვა: რაში მდგომარეობს მიხეილ სააკაშვილის მისია უკრაინაში? მიხეილ სააკაშვილმა მკვეთრად სეცვალა საგარეოპოლიტიკური კურსი და ამით თავისი ქვეყანა დაშალა. იგივე ელოდება უკრაინასაც".






„არმინფო" (სომხეთი), 27 აგვისტო, 2014 წელი

 

 

http://www.arminfo.am/index.cfm?objectid=BE943FA0-2D14-11E4-BB620EB7C0D21663

 

 

ივან ვოლინკინი: „სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა რუსეთსა და სომხეთს შორის, საქართველოს ტერიტორიის გავლით, რეგიონის ყველა ქვეყნისათვის სასარგებლო იქნება"

 

 

„სომხეთ-რუსეთს შორის პირდაპირი სარკინიგზო კავშირის აღდგენა პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, რეგიონის ყველა სახელმწიფოსათვის სასარგებლო იქნება", - განაცხადა რუსეთის ელჩმა სომხეთში ივან ვოლინკინმა ჟურნალისტებთან საუბრისას.



„მე ვფიქრობ, რომ სომხეთ-რუსეთის პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენისათვის (საქართველოსა და აფხაზეთის გავლით) აუცილებელია სერიოზული პროექტი შემუშავდეს.. საჭიროა ჯერ შევისწავლოთ და განვიხილოთ ამ პროექტის ეკონომიკური, ტექნიკური და ფინანსური მაჩვენებლები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ მის მიზანშეწონილობაზე", - აღნიშნა ელჩა და დასძინა, რომ ხშირია შემთხვევები, როცა პროექტი ჯერ რეალიზდება, შემდეგ კი ირკვევა, რომ წამგებიანია და ასეთად რჩება დიდი ხნის განმავლობაში.

„თუმცა ამ ეტაპზე მე შინაგანად დარწმუნებული ვარ, რომ სომხეთ-რუსეთის რკინიგზაზე მოძრაობის აღდგენა პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით მომგებიანი იქნება სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებისათვის", - ხაზი გაუსვა ივან ვოლინკინმა.



ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია International Alert-ის გამოკვლევის სედეგად, 1991 წლიდან უმოქმედო ამიერკავკასიის რკინიგზის აღდგენას (მარშრუტით სოჭი-სოხუმი-თბილისი-ერევანი)  დაახლოებით 278 მილიონი დოლარი დაჭირდება, ხოლო ეს სატრანსპორტო მაგისტრალი მომგებიანი გახდება ამოქმედებიდან 10 წლის შემდეგ. აღნიშნული თანხიდან ყველაზე მეტი - 251 მილიონი დაიხარჯება ფსოუ-ენგურის მონაკვეთის აღდგენისათვის, ხოლო ენგური-ზუგდიდის უბნისათვის - 26,5 მილიონი დოლარი.



საინტერესოა, რომ აფხაზი ექსპერტების აზრით, რკინიგზის აღდგენისას 350-400 მილიონი დაჭირდება, ხოლო მათი ქართველი კოლეგების თქმით, მხოლოდ 73 მილიონი დოლარი.









(სპეციალურად „რეპორტიორისთვის" მოამზადა სიმონ კილაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016