reportiori.ge - რაულ ხაჯიმბა: უნდა ვიცოდეთ, რა სტატუსით ცხოვრობს ხალხი აფხაზეთის ტერიტორიაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 17:26
კონფლიქტები
რაულ ხაჯიმბა: უნდა ვიცოდეთ, რა სტატუსით ცხოვრობს ხალხი აფხაზეთის ტერიტორიაზე
28 აგვისტო, 2014. 14:26



ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ახლად არჩეული პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას განცხადებით, გალის რაიონის მცხოვრებლები მოქალაქეობასთან დაკავშირებით უნდა ჩამოყალიბდნენ, რათა მათი უფლებები დაცული იყოს.  

 ხაჯიმბამ კომენტარი "იტარ-ტასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

 

" ჩვენ გავცემთ აფხაზურ პასპორტებს მათზე, ვინც კანონის დაცვით მოგვმართავს მოქალაქეობის მინიჭებაზე, როგორც ეს გათვალისწინებულია ჩვენი კანონმდებლობით. ვინც თავს საქართველოს მოქალაქეებად მიიჩნევენ, ქართული კანონმდებლობის მიხედვით არ აქვთ უფლება, სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებიც იყვნენ. ჩვენ ამას ხელს არ ვუშლით, პირიქით, დაე, იცხოვრონ თავიანთი მოქალაქეობით, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, საქართველოს რამდენი მოქალაქე ცხოვრობს ჩვენს ტერიტორიაზე", - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

მისივე თქმით, ყოველივე ზემოაღნიშნული დაკავშირებულია როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებთან.


"ჩვენ გვინდა რეგიონში წესრიგი დავამყაროთ და ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების რეალიზაციისთვის სამართლებრივი პირობები შევქმნათ, ამისთვის უნდა ვიცოდეთ, რა სტატუსით ცხოვრობს ხალხი აფხაზეთის ტერიტორიაზე", - დასძინა რაულ ხაჯიმბამ.


 

‹ წინა123...89შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016