reportiori.ge - მარტვილში 85 კილო ნედლი „მარიხუანა“ ამოიღეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:18
სამართალი
მარტვილში 85 კილო ნედლი „მარიხუანა“ ამოიღეს
ავტორი:
18 ივლისი, 2013. 14:19

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნარკოდანაშაულისა და ქურდობისთვის ნასამართლევი, 1983 წელს დაბადებული მელენტი დ. ნარკოდანაშაულისთვის მარტვილის რაიონის სოფელ ონოღიაში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულს საკუთარი საცხოვრებელი სახლის მახლობლად, უკანონოდ მითვისებულ მიწის ნაკვეთში კულტივირებული ჰქონდა 116 ძირი კანაფი. ექსპერტიზის დასკვნით ამოღებულია 85 კილო და 250 გრ ნედლი „მარიხუანა“. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016