reportiori.ge - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი, იურგენ ბოსი საქართველოს ეწვევა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 09:49
კულტურა
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი, იურგენ ბოსი საქართველოს ეწვევა
ავტორი:
29 აგვისტო, 2014. 19:29



საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევით, 1-2 სექტემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი და ვიცე-პრეზიდენტი კატია ბიონე ეწვევიან.



ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან. უცხოელი სტუმრები ქართველ გამომცემლებს, ჟურნალისტებს, აგრეთვე, სახელოვნებო დარგებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.



2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენასთან დაკავშირებით მხარეები სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგიას განიხილავენ.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას შორის ხელშეკრულება 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობასთან დაკავშირებით, 2014 წლის 27 თებერვალს, ბერლინში გაფორმდა. ეს თანამშრომლობა საქართველოს საშუალებას აძლევს, მთელი წლის განმავლობაში თავისი მრავალსაუკუნოვანი კულტურულ-ინტელექტუალური მემკვიდრეობა მსოფლიოს გააცნოს.



 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016