reportiori.ge - კახა კალაძე: „ნაციონალების" რიტორიკა და სიტუაციისგან არაადეკვატური ქმედებები ქვეყანას საფრთხეს უქმნის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:22
პრეს-დაიჯესტი
კახა კალაძე: „ნაციონალების" რიტორიკა და სიტუაციისგან არაადეკვატური ქმედებები ქვეყანას საფრთხეს უქმნის
ავტორი:
02 სექტემბერი, 2014. 13:13


-ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ საქართველო ერთი პარტიის მართვის წნეხისგან გამოვიდა, ახლა კი პოლიტიკურად თავისუფალი, მრავალფეროვანი და დემოკრატიული ეტაპი იწყება. 



__ ბატონო კახი მიუხედავად  ქვეყანაში მიმდინარე დინამიური პოლიტიკური პროცესებისა მაინც ჩვენი, როგორც მთელი მსოფლიოს ყურადღება და ინტერესი კონცეტრირებულია უკრაინაზე. მაიდანის აქციებიდან დაწყებული, ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა თქვენი, როგორც წარსულში უკრაინაში მოღვაწე ქართველის კომენტარები....

 



_ პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, ჩემთვის ძალიან პირადული და სენსიტიურია უკრაინაში მიმდინარე პროცესები. ეს ქვეყანა ჩემთვის ძვირფასია, იქ გატარებული წლები უმნიშვნელოვანესია ჩემს ცხოვრებაში. ძალიან ბევრი ახლობელი, მეგობარი, კოლეგა მყავს ამ ქვეყანაში და განვიცდი მათ სატკივარს.




__ მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ" თქვენ ლამის უკრაინის დაღუპვაში დაგადანაშაულათ...



_ საბრძოლო მოქმედებებში საქართველო არ ჩაერევა. რაც შეეხება იმ აბსურდულ-დემაგოგიურ მოწოდებებს, რასაც „ნაციონალური მოძრაობა" თვითპიარის მიზნით ტირაჟირებს, ეს არის სრულიად აპოლიტიკური, გონიერების ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების განცხადებები.  უკვე ფსიქოლოგიურად ატერორებენ, აწუხებენ საზოგადოებას.


"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, ჩვენი ხელისუფლება რუსეთისადმი დანაშაულებრივი ლოიალურობით გამოირჩევა, თუმცა ამავე დროს, უნდა გავიხსენოთ, მათმა აგრესიულმა რიტორიკამ რა სავალვალო შედეგები მოიტანა... რუსეთი არის რთულადპროგნოზირებადი და შესაბამისად ანგარიშგასაწევი მეზობელი. ევროპის ქვეყნები, შეერთებული შტატები, სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობა უკიდურესი სიფრთხილით და მოზომილი  პოლიტიკური ზეწოლით ცდილობს მასთან ურთიერთობას. ეს არის სახიფათო, ფეთქებადი ეტაპი ევროპის, მსოფლიოს რეალობაში და ყველა გონიერ ადამიანს იმედი აქვს, რომ დიპლომატია და პოლიტიკური გათვლები იქნება რადაციონალური და გონივრული, კრიზისი არ გაღრმავდება და არათუ სხვა ქვეყნებს მოიცავს არამედ უკრაინაშიც შეწყდება სისხლისღვრა. 



ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით, სახელმწიფოს, ხელისუფლების უმთავრესი საზრუნავი და ფასეულობა მოქალაქის სიციცხლეა. ეს არის უდიდესი ტრაგედია, ამდენი ადამიანი შეეეწირა. ამის ფონზე აბსურდულია და ამორალური პოლიტიკურად ბანკროტი, პარტიის წარმომადგენლების ამ თემით თამაში. მათთვის ადამიანის სიცოცხლეს და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას რომ ფასი არ აქვს, 2008 წლის კონფლიქტიდანაც ჩანს. როგორც ჩემმა კოლეგა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა,  ეს ის პოლიტიკოსებია, რომლებიც შინ თანამემამულეებისთვის სულის ამოხდით იმუქრებოდნენ და გარეთ, ტერიტორიების გადაბუგვით. „ნაციონალური მოძრაობა" რამდენიმე წლის წინ დანა-ჩანგლით მოგვიწოდებდა რუსეთის არმიასთან საბრძოლველად. ამჯერად რა უნდათ? - დაჟინებით  საქართველოს ჩაბმა  სრული შეიარაღებით უკრაინის კონფლიქტში?.... ეს იცით რისი ბრალია? - ჩვენ დავაშავეთ საზოგადოების წინაშე, კოჰაბიტაციის თავსმოხვეული რეჟიმი, რომ დავუშვით, რომელიც იმთავითვე ნათლად ჩანდა, რომ ცალმხრივი იყო და ეს ყველაფერი ამ პარტიის მიერ იქნა ბოროტად გამოყენებული საზოგადოების და ქვეყნის საზიანოდ. ჩვენს ცივილურ, შემწყნარებლურ დამოკიდებულებას მათ დაუპირისპირეს აგრესიული დემაგოგია და მუდმივად აღიზიანებდნენ ხალხს. ყველა ის ტყუილი, დანაშაული, მოუგვარებელი საქმეები, რაც მათი ხელისუფლების დროს ხდებოდა თავხედურად იქნა გადმობრალებული ახალ ხელისუფლებაზე. ადრეც განვაცხადე, ჩვენი შეცდომა იყო პიარზე თითქმის უარის თქმა. რაც უტიფრად თავის სასარგებლოდ გამოიყენეს „ნაციონალებმა".


ამჯერად მათი რიტორიკა და სიტუაციისგან არაადექვატური  ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყანას. მე პირდად მათ არაფერს მოვუწოდებ, არ მივუთითებ მიმაჩნია, რომ ისინი არიან საქართველოს წარსული, ამჟამად დესტრუქციული პოლიტიკური ჯგუფი, რომელმაც არ გამოიყენა მიცემული შანსი გამხდარიყო დროის, ხალხის და ახალი რეალობის ადეკვატური პარტია. ვინაიდან ისინი სხვა სარგებელს ეძებენ. ქვეყანა გამოვიდა ერთი პარტიის, ერთი მცირე ჯგუფის მართვის წნეხისგან. საქართველოში პოლიტიკურად თავისუფალი, მრავალფეროვანი და დემოკრატიული ეტაპი იწყება. ჩვენ არათუ გვეშინია, პირიქით ხელს შევუწყობთ ახალი ჯანსაღი პოლიტიკური სუბიექტების შექმნას. ეს არის დემოკრატიის ტესტი. ეს არის ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალისთვის თვითკონტროლის სტიმული.



__ ოპონენტები თვლიან, რომ თქვენ პოლიტიკაში გამოუცდელი ბრძანდებით...



_ მსურს თქვენი საშუალებით მივმართო მოქალაქეთა კავშირის დროინდელ, ან  სააკაშვილის რეჟიმის  პირობებში გაპოლიტიკოსებულ სუბიექტებს, დიახ მე ახალი სახე ვარ ქართულ პოლიტიკაში და მიმაჩნია, რომ დადგა დრო შეიცვალოს პოლიტიკური სპექტრი საქართველოში. ჩვენ ახლადმოსულმა ადამიანებმა უნდა შევქმნათ პოლიტიკოსების ახალი თაობა საქართველოში და ყველა წარსულში ჩარჩენილი გამარგინალებულ პიროვნება თუ პარტია ნელნელა გაქრება ახლომომავლის პოლიტსპექტრიდან.



ქართული პოლიტკა ითხოვს ახალ სახეებს, ახალ პარტიებს... ჩვენი ხელისუფლება და საზოგადოების გაცნობიერებული, მოტივირებული ნაწილი მაქსიმალურად შეუწყობს ამ პროცესის დინამიურობას ხელს. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ლამის სამი ათწლეულის მოჯადოებული წრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ქვეყნის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი იქნება.



ჩვენი პრიორიტეტია საქართველოს უსაფრთხოება და მოქალაქეებისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობები.  როგორც ხედავთ ამაში განსაკუთრებული ან ახალი არაფერია, იგივე პრიორიტეტები აქვს გერმანელ, იტალიელ, ფრანგ და სხვა ქვეყნების პირველ პირებსაც. ესაა ფაქტი, ზრუნვა საკუთარ ქვეყანაზე, მოსახლეობაზე, და არა საკუთარ პოლიტიკურ იმიჯზე. 



__ ამ ეტაპზე რას აკეთებს ქვეყნის მთავრობა უკრაინასთან მიმართებაში?



_ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, საქართველო დგას თავისი მოძმე უკრაინის გვერდით. ჩვენ ვიზიარებთ და მონაწილეები ვართ ყველა იმ რეზოლუციის თუ აქტის რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა შეიმუშავებს რუსეთის წინააღმდეგ (შეგახსენებთ, საქართველოს ისედაც გაწყვეტილი აქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა). ჩვენ გვაქვს მთელი რიგი ჰუმანიტარული პროგრამები უკრაინის დასახმარებლად, იცით, გაშუქდა მედიით, დავით სერგეენკოს უწყების აქცია, იგეგმება კონფლიქტური ოლქებიდან ბავშვებს ჩამოყვანა. აქვე მინდა დავაფიქსირო, დახმარების თემასთან დაკავშირებით, ჩვენ კარგად გვახსოვს უკრაინელების პირადი მონაწილეობა აფხაზეთში - ზოგი იბრძოდა, ზოგი ლტოლვილებს ეხმარებოდა, ცნობილია იყო ჰუმანიტარული ტვირთებიც.



__ რას უსურვებთ უკრაინას??



_ ამჯერად ერთი ნატვრა და სურვილი მაქვს, რაც შეიძლება მალე დასრულდეს სისხლისღვრა. არაფერი ამქვეყნად არ ღირს ადამიანის სიცოცხლეზე მეტი.  იმედი მაქვს, ეს საშინელება დასრულდება უკრაინულ მიწაზე და მინდა, ჩემი სამშობლოც, უკრაინაც იყოს მთლიანი, ერთიანი და მშვიდობიანი.






(წყარო: რეზონანსი) 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016