reportiori.ge - ფრანსუა ოლანდის მეგობარმა ქალმა ჟული გაიემ კიდევ ერთი სასამართლო პროცესი მოიგო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 16:08
ყვითელი
ფრანსუა ოლანდის მეგობარმა ქალმა ჟული გაიემ კიდევ ერთი სასამართლო პროცესი მოიგო
03 სექტემბერი, 2014. 14:07



მსახიობმა ჟული გაიემ, რომელსაც სავარაუდოდ საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდთან რომანი აქვს, ფანგულ ჟურნალ Closer-ს კიდევ ერთი სასამართლო პროცესი მოუგო.

 

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოცემამ დაარღვია მსახიობის კონფიდენციალურობა. კერძოდ, ჟურნალმა გამოაქვეყნა მსახიობის სურათი, სადაც ის საკუთარ მანქანაში ზის. ფრანგული კანონმდებლობით, მანქანა კერძო სივრცედ ითვლება.

 

 

პარიზის სასამართლოს გაწყვეტილებით, ფოტოგრაფს, რომელმაც სურათი გადაიღო და გაავრცელა, დაეკისრა პირობითი ჯარიმა 1000 ევროს ოდენობით. გამოცემა ასევე ვალდებულია სასამართლოს გადაწყვეტილება განათავსოს ჟურნალის პირველ გვერდზე.

 

 

შეგახსენებთ, მარტში ჟურნალი Closer იძულებული გახდა, ჟული გაიესთვის 15,000 ევრო (დაახლოებით 20 ათასი. დოლარი) გადაეხადა, ოლანდისა და გაიეს იმ ფოტოებისთვის, სადაც ისინი ერთი და იმავე ბინის წინ არიან გადაღებული.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016