ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, 2014 წლის მეორე კვარტალში საწარმოთა მთლიანმა ბრუნვამ 11,1 მლრდ. ლარი, ხოლო პროდუქციის მთლიანმა გამოშვებამ - 5,7 მლრდ. ლარი შეადგინა.
საწარმოთა საქმიანობის შედეგებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
ოფიციალური ინფორმაციით, მთლიანი ბრუნვა საწარმოს ზომის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: მსხვილი ბიზნესი - 84,4 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 6,3 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 9,3 პროცენტი.
ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილი ბიზნესი - 83,2 პროცენტი, საშუალო ბიზნესი - 7,5 პროცენტი, მცირე ბიზნესი - 9,3 პროცენტი.
საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა კვარტლის განმავლობაში 8,9 მლრდ. ლარი, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 5,6 მლრდ. ლარი შეადგინა.
საწარმოთა მიერ განხორციელებულმა მთლიანმა ინვესტიციებმა ფიქსირებულ აქტივებში შეადგინა 233,2 მლნ. ლარი, ხოლო დასაქმებულთა მთლიანმა რაოდენობამ 507.6 ათასი ადამიანი, რომელთაგან 39,8 პროცენტი ქალია, ხოლო 60,2 პროცენტი - კაცი.