reportiori.ge - მსოფლიოს 38 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა 36 585 769 ბოთლი შეადგინა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 23 თებერვალი, 2025. 17:02
ეკონომიკა
მსოფლიოს 38 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა 36 585 769 ბოთლი შეადგინა
03 სექტემბერი, 2014. 18:29

 

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წლის 8 თვეში (იანვარ-აგვისტო) მსოფლიოს 38 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა 36 585 769 (0,75 ლ) ბოთლი შეადგინა.

 

 

როგორც "ინტერპრესნიუსს" სააგენტოდან აცნობეს, აღნიშნული 69%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

 

 

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ბელორუსი, სადაც რუსეთი 65%-ით ლიდერობს ექსპორტის მთლიან მოცულობაში.

 

 

ღვინის ექსპორტმა რუსეთში 2014 წლის პირველი 8 თვის მონაცემებით 24 049677 ბოთლი შეადგინა. საექსპორტო ქვეყნების ათეულშია ჩინეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და აზერბაიჯანი.

 

 

საანგარიშო პერიოდში, ექსპორტირებულია 118 493 071 აშშ დოლარის პროდუქცია, რაც, სააგენტოს ინფორმაციით, 83%-ით აღემატება 2013 წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.

 

 

აგვისტოს მდგომარეობით 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 7 275351 (0,5ლ) ბოთლი ბრენდი. წლის განვლილ 8 თვეში, ბრენდის ექსპორტმა თანხაში 25 354169 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 83%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.

 

 

ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებში კვლავ ლიდერობს უკრაინა, სადაც იანვარ-აგვისტოს მდგომარეობით, ექსპორტმა - 3 556584 ბოთლი შეადგინა, მეორე ადგილს 3 235656 ბოთლით რუსეთი იკავებს.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016