reportiori.ge - მიხეილ სააკაშვილი: ედი რამა ჩემი მეგობარია, მაგრამ მე მისი მრჩეველი არ ვიქნები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 06:16
პრეს-დაიჯესტი
მიხეილ სააკაშვილი: ედი რამა ჩემი მეგობარია, მაგრამ მე მისი მრჩეველი არ ვიქნები
ავტორი:
04 სექტემბერი, 2014. 13:25


„რია ნოვოსტი" (რუსეთი), 4 სექტემბერი, 2014 წელი

 

 

http://ria.ru/world/20140903/1022612858.html

 

 

საქართველოს დასავლური ინტეგრაცია: „პირველ რიგში ნატო, ევროკავშირი კი... შემდეგ"

 

 

 „საქართველოს ინტეგრაცია დასავლეთის სახელმწიფოებთან თავიდანვე მიმართული იყო არა ევროკავშირისაკენ, არამედ ნატოს სამხედრო ალიანსისაკენ", - ნათქვამია მოხსენებაში სახელწოდებით „უკრაინა, საქართველო მოლდოვა; გზა ნატოსკენ ევროკავშირის მეშვეობით", რომელიც მომზადდა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „როსსია სეგოდნიას" საერთაშორისო ჟურნალისტიკისა და კვლევების ცენტრის მიერ.



„1994 წელს საქართველო შეუერთდა პროგრამას „პარტნიორობა მშვიდობისათვის". თბილისმა, ისევე როგორც პროგრამის სხვა მონაწილეეებმა, აიღო პოლიტიკური ვალდებულება  „ეროვნული თავდაცვითი ბიუჯეტის ჩამოყალიბებისა და დაგეგმვის გამჭვირვალობაზე, შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის მიზნით. საქართველომ ივალდებულა აგრეთვე მონაწილეობა მიეღო ნატოს ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო და ჰუმანიტარულ ოპერაციებში", - აღნიშნულია  გამოკვლევაში.



            1996 წლისათვის საქართველო მონაწილეობდა ნატოს 20 ღონისძიებაში, შემდეგ კი „თბილისის აქტიურობა განუხრელად იზრდება": 1997 წელს მონაწილეობს უკვე 70 პარტნიორულ ღონისძიებაში, 1998 წელს - 120-ში, 1999 წელს კი 140-ში... 1999 წლიდან საქართველო შეუერთდა ნატოს მიერ ინიცირებულ „დაგეგმვისა და ანალიზის პროცესს", რომლის მიზანი იყო პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებისა და ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების ოპერატიული ურთიერთშესაბამისობის მიღწევა. ამ პროცესებმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცვლილებები გამოიწვია: უპირველესად ის, რომ იმავე წელს საქართველო გამოვიდა „ოდკბ"-დან (დსთ-ის ქვეყნების კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციიდან) და ამით საბოლოოდ აირჩია პროამერიკული საგარეოპოლიტიკური ორიენტაცია", - ნათქვამია მოხსენებაში.



            ამრიგად, „თავიდანვე საქართველოს ინტეგრაცია დასავლეთის ქვეყნებთან მიმართული იყო არა ევროკავშირისაკენ, რაც შეიძლებოდა ეკონომიკური ურთიერთობის მოტივებით ახსნილიყო, არამედ ნატოსაკენ, ანუ სამხედრო ალიანსის სასარგებლოდ".

როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, საქართველოს არმიის რეფორმირებაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სამეთაურო კადრების მომზადებას ნატოს ქვეყნების სამხედრო სასწავლებლებში: „თანაც მათ ამზადებენ არამარტო ქართული არმიაში სამსახურისთვის, არამედ იმ პერსპექტივითაც, რომ ისინი შეიარაღებულ ძალებსა და სახელმწიფო სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებს დაიკავებენ. ამით უზრუნველყოფილი იქნება პროდასავლური პოლიტიკური კურსის გარძელება", - მიაჩნიათ მოხსენების ავტორებს.



 

„ეხო" (აზერბაიჯანი), 4 სექტემბერი, 2014 წელი

 

 

http://www.echo.az/article.php?aid=70396

 

 

მუბარიზ აჰმედოღლუ: „აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა რამდენადმე გაცივდა"

 

 

ჯამილია ალეკპეროვა

(შემოკლებით)


 

„დღეს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობა არასასიამოვნო პერიოდში იმყოფება. ვშიშობ, რომ ეს ნეგატიური ტენდენცია მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. ამ საკითხი არაფერი შეიცვლება საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ჯანჯიკიძისა და ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის ბაქოში ვიზიტითაც, რომელიც უახლოეს ხანში განხორციელდება. ისინი მხოლოდ „აღმოსავლეთის პარტნიორობის" ჩარჩოებში გამართულ არაფორ-მალურ შეხვედრებში მიიღებენ მონაწილეობას", - განაცხადა „ეხო"-სთან საუბრის დროს პოლიტიკური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლი-ტოლოგმა მუბარიზ აჰმედოღლუმ.



პოლიტოლოგის თქმით, საქართველოს მიერ გატარებული რეგიონული პოლიტიკა მეცნიე-რულად დაუსაბუთებელია და შესა-ბამისად, აზერბაიჯანთან მიმართე-ბითაც არასწორია. საქართველომ თავისი ორი რეგიონი - სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დაკარგა, აზერბაიჯანსაც იგივე ბედი აქვს - დაკარგა მთიანი ყარაბაღი. იმის ნაცვლად, რომ აზერბაიჯანის მტკი-ცე მოკავშირე იყოს, საქართველო აქტიურად უჭერს მხარს სომხეთს - სახელმწიფო-ოკუპანტს. გასაგებია, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, რომლისთვისაც ძნელია რუსეთისადმი წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ რაში ჭირდება თბილისს სომხეთისადმი მხარდაჭერა? ძალიან მაკვირვებს საქართველოს ხელისუფლების ენთუზიაზმი, რომელიც სომხეთისთვის უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე საკუთარი თავისთვის", - აღნიშნა საუბარში მუბარიზ აჰმედოღლუმ.



ექსპერტმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ვაჭრობისა და საქონელთგაცვლის დონემ მოიკლო. ასევე არ მიმდინარეობს მუშაობა რომელიმე ახალ ერთობლივ პროექტზე. „საქართველო ბიზნეს-ფორუმის ჩასატარებლად ემზადება, მაგრამ ჩვენს ბიზნესმენებს იქ წასვლის მაინც და მაინც დიდი სურვილი არ აქვთ. საქართველო თვითონ ეძებს ინვესტიციებს, მაგრამ როგორც კი ფულს შოულობს, მას სომხეთში აბანდებს, რაც ნონ-სენსია. თუ ასეთი პოლიტიკა მომავალშიც გაგრძელდება, მაშინ ბაქო, სომხეთთან ურთიერთობის სავარაუდო მოგვარების შემდეგ, ერევანთან უფრო მჭიდრო კავშირებს განავითარებს, ვიდრე თბილისთან. საქართველო სრულიად დაუსაბუთებელ და დაუბალანსებელ პოლიტიკას ატარებს, რომელიც თვითონ მისთვის აღმოჩნდება უტოპიური", - აღნიშნა ექსპერტმა.



„ამას წინათ, როცა აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრი ჰეიდარ ასადოვი ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა, მასთან შეხვედრის სურვილი არც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გამოუხატავს და არც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ჰოდა, როცა ბაქოში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ჩამოვიდა, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა იგი არ მიიღო. აი, სამწუხაროდ, ასეთ დონეზე დაეცა საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობები მარგველაშვილ-ღარიბაშვილის პოლიტიკის წყალობით", - ხაზი გაუსვა მუბარიზ აჰმედოღლუმ.



პუბლიკაციაში მიმოხილულია აგრეთვე საქართველო-აზერბაიჯანს შორის ბოლო დროს გამართული შეხვედრები და მოლაპარაკებები (ნახჭევანში - თავდაცვის მინისტრების სამიტი, თბილისში - რელიგიურ ლიდერთა შეხვედრა), ერთობლივად განხორციელებული და მიმდინარე პროექტები (ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში - გაზ-და ნავთობსადენები, სარკინიგზო მაგისტრალი) და ასე შემდეგ.




«ATA // Agjencia Telegrafike Shqiptare» (ალბანეთი), 4 სექტემბერი, 2014 წელი

 

 

http://www.ata.gov.al/saakashvili-per-atsh-ne-me-kryeministrin-rama-bashkepunim-miqesor-161537.html

 

 

მიხეილ სააკაშვილი: „ედი რამა ჩემი მეგობარია, მაგრამ მე მისი მრჩეველი არ ვიქნები"

 

 

არბი ფორტუზი, „ატა", ტირანა

 

 

„ედი რამასთან მე მეგობრული თანამშრომლობა მაკავშირებს", - ასე უპასუხა საქართვე-ლოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ალბანეთის სატელეგრაფო-საინფორმაციო სააგენტოს კორესპონდენტის შეკითხვას, შეიძლება თუ არა იგი ალბანეთის პრემიერ-მინისტრის მრჩევლად იქნეს დანიშნული. „ალბანეთი და საქართველო ერთმანეთის მიმართ მეგობრული სახელმწიფოები არიან. მე და ედი რამაც მეგობრები ვართ როგორც ინსტიტუციონალურად, ასევე პიროვნუ-ლადაც, თუმცა მე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი არ ვიქნები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.



 „ედი რამა ენერგიული და ძლიერი ლიდერია... მას ისეთი რეფორმების გატარება აქვს განზრახული, რომლებიც საქართველომ უკვე განახორციელა კორუ-ფციასთან და დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლაში. მჯერა, რომ იგი წარმატებას, საქართველოსთან შედარებით, უფრო მოკლე დროში მიაღწევს", - აღნიშნა ექს-პრეზიდენტმა.



მიხეილ სააკაშვილის თქმით, ალბანეთმა და საქართველომ ისეთი წერტილები უნდა მოძებნონ, რომლებშიც თანამშრომლობა შეიძლება: „ჩვენი ქვეყ-ნები ერთმანეთს ბევრი ნიშნით ჰგავს, ჩვენ შიდა ეროვნული პროდუქტის მოცულობაც კი ერთმანეთის მსგავსი გვაქვს... ამიტომაც თანამშრომლობაც ისეთ სფეროებში უნდა განვითარდეს, რომლებიც ორივესთვის საინტერესო იქნება", - აღნიშნა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა.



მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტად ორი ვადით იყო არჩეული, იგი ქვეყანას 2004 წლის იანვრიდან 2014 წლის ნოემბრამდე ხელმძღვანელობდა. მის სახელთანაა დაკავშირებული კორუფციასთან და დამნაშავეობასთან ბრძოლა. 2004 წელს საქართველოს კორუფციის დონის მიხედვით მსოფლიოში 107-ე ადგილი ჰქონდა დაკავებული, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს კი ამ ქვეყანამ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგს მიაღწია. მან ღრმა სოციალურ-ეკონომიკური რეფორმები განახორციელა, მათ შორის განათლების სფეროშიც. როგორც თვითონ განაცხადა, სააკაშვილმა ახალგაზრდებში ძველი აზროვნება ახლით შეცვალა და მათ დასავლური დემოკრატიის სიყვარული ჩაუნერგა.






«Sot News» (ალბანეთი), 4 სექტემბერი, 2014 წელი

 

 

http://www.sot.com.al/politike/ish-presidenti-gjeorgjian-saakashvili-rama-lider-me-energji-po-merr-reforma-t%C3%AB-ngjashme-me

 

 

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: „ედი რამა ძლიერი და ენერგიული ლიდერია, რომელიც საქართველოს მსგავს რეფორმებს ახორციელებს"

 

 

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 3 სექტემბერს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ იგი ტირანაში თავისი გუნდის წევრებთან ერთად იმყოფება. მისი მიზანია, რომ ალბანეთის პრემიერ-მინისტრს ედი რამას რეფორმების გატარების დროს გამოცდილება გაუზიაროს, მისცეს რჩევები და კონსულტაციები. „მას ჩემგან რჩევების მიღება სურს, ედი რამა ჩემი მეგობარია და, რასაკვირველია, მასთან ვითანამშრომლებ. იგი ენერგიული პრემიერ-მინისტრია, ისეთ რეფორმებს ახორ-ციელებს, რომლებიც ძალიან ჰგავს საქარ-თველოში ჩვენს მიერ გატარებულ რეფორმებს. ალბანეთის პრემიერ-მინისტრს შეუძლია ამ რეფორმების გამეორება", - განაცხადა საქარ-თველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.



მიხეილ სააკაშვილი საქართველოს რეფორმატორისა და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლის სახელითაა ცნობილი, თავის მხრივ, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი ედი რამაც საქართველოს მსგავსი რეფორმების განხორციელების ინიციატორია.



როგორც ექს-პრეზიდენტმა აღნიშნა, „ის, რომ არსებობენ რეფორმების მოწინააღმდეგეები და არ არსებობს პოლიტიკური კონსენსუსი, სავსებით ნორმალური მოვლენაა. ბიუროკრატიული აპარატის წარმომადგენლები რეფორმების გატარებას არ მიესალმებიან".



გუშინვე მიხეილ სააკაშვილი ტირანის ევროპულ უნივერსიტეტს ეწვია და სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს ესაუბრა. ყოფილმა პრეზიდენტმა პასუხი გასცა აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს, მათ შორის იმ კითხვასაც, თუ რატომ არ აღიარა საქართველომ კოსოვოს დამოუკიდებლობა.









(სპეციალურად „რეპორტიორისთვის" მოამზადა სიმონ კილაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016