reportiori.ge - სოსო ჯაჭვლიანი: უახლოეს ხანში წართმეული ქონების დაბრუნება დაიწყება და დამნაშავეებიც დაისჯებიან!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:35
პრეს-დაიჯესტი
სოსო ჯაჭვლიანი: უახლოეს ხანში წართმეული ქონების დაბრუნება დაიწყება და დამნაშავეებიც დაისჯებიან!
ავტორი:
05 სექტემბერი, 2014. 20:14

 

 

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოსო ჯაჭვლიანი ამბობს „ქრონიკასთან" საუბარში: საერთოდ, სამართალი ურმით დადის, მაგრამ ხელისუფლება უკვე ვალდებულია, ეს ურემი ამოქოქოს და სამართლიანობა სასწრაფო წესით აღადგინოს. ასეთია ქართველი ხალხის ნება.

 

 

- სოსო, რანაირი ხელისუფლება ხართ, ვინ ხართ საერთოდ? კაცს ერთი ქაშმირის პალტო არ შეარჩინეთ და 9 წელიწადში ნაყიდი 7 პიჯაკი, არ გრცხვენიათ?

 

 

- ეს არის მეძონძიე კაცი... ამას წინებზე გამოვიდა ტელევიზიით და იძახის, ასე რომ ავაშენე და დავამშვენე ქვეყანა, ამდენი ტურისტი ეკა ბესელიამ და სოსო ჯაჭვლიანმა შემოიყვანესო?

 

 

- წელს ტურისტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, ჯერ ზუსტად არ დაუთვლიათ, მაგრამ, როგორც ამბობენ, ასეთი რამ საქართველოს ისტორიას არ ახსოვს.

 

 

- ჰოდა, სააკაშვილის შრომამ ნაყოფი გამოიღო და ახლა ჩვენ ვიმკით. არადა, მე რომ ფილმები გადავიღე, ამიტომ მოაწყდა ამდენი ტურისტი საქართველოს. ეს მიშამაც თქვა და მე სერიოზულად მივიღე. ისე, შენ მხოლოდ პალტო რატომ გაგახსენდა? პალტო კი არა, რაც მაგათ ფულები აქვთ დახარჯული და ნაკეთები, საქართველო ხელახლა აშენდებოდა. ეს ადამიანი არის მანიაკთა შორის უმანიაკესი, თან გველზე დამყნობილი მორიელია. ამნაირი კაცისგან ყველაფერია მოსალოდნელი, გველზე დამყნობილი მორიელი და ვირთხა ყველაფერს იკისრებს. რამდენი მილიარდიც ქართველ ხალხს მოჰპარა, იმ ყველაფერს ჩადებს იმაში, რომ თავისი გაისწოროს. თუმცა მანამ არ აუდგეთ გვერდები, სანამ ესენი მობრუნდებიან. ქართველი ხალხი ამას არ დაუშვებს. თუ დაუშვებს, მაშინ ყველაფრის ღირსები ვიქნებით. სააკაშვილმა კი დაიწყო ძონძაობა, მაგრამ გამოძიება ისე ღრმად ჩავიდა, არაფერი აღარ გამოსდის. ჯერ კიდევ იმდენი რაღაცა ამოტივტივდება, იმდენ რაღაცას გავიგებთ, შარვალი, პალტო და კოსტიუმები არაფრად მოგვეჩვენება, აქ მილიარდებზეა ლაპარაკი. ახლა ვიღაცები მაგას მხარდაჭერას უცხადებენ, ზოგი ამერიკიდან, ზოგი - ევროპიდან, მაგრამ არა მგონია, ევროპა და ამერიკა იმ ჭკუაზე იყოს, ფაქტები არ დაინახოს. მათ ძალიან კარგად იციან, სააკაშვილი რომ მანიაკია, მაგრამ წლების განმავლობაში იძახდნენ, დემოკრატიის შუქურააო და ახლა როგორი უარსაყოფია? ამათ პიარის თვალსაზრისით ყველაფერი ისე ჰქონდათ დალაგებული, ხან ჩვენც კი გვჯეროდა რაღაცები. სააკაშვილი უბრალო რაღაცას ისე გამოიყენებს ხოლმე, ნორმალური ადამიანი რომ ვერასოდეს მოიფიქრებს, მაგრამ ეს უკვე ღიმილს იწვევს. აგერ, ტანსაცმელი წააღებინა და ჩააბარებინა, ესეც კი გააპიარა.

 


- რა გინდა, ნივთმტკიცება თვითონვე მიატანინა მთავრობის კანცელარიაში.

 

 

- ფაქტობრივად, მან აღიარა, ნამდვილად ვყიდულობდიო. ამის ყველა დანაშაულს დალაგება უნდა... მე ხალხში დავდივარ, ხალხი უკმაყოფილოა, გამოძიება სწრაფად არ მიდისო. ხალხს ძალიან სწრაფად უნდა, რომ მოვლენები განვითარდეს, პირველივე სესიაზე რომ გვეკითხა: რა ვქნათ, „ნაციონალები" ამოვხოცოთ? ბევრი იტყოდა - კი, ამოვხოცოთო, მაგრამ ასეც ხომ არ შეიძლება?

 


- არა, არ შეიძლება, მაგრამ არც ასე დუნედ და უნიათოდ მოქმედება შეიძლება.

 

 

- გეთანხმები... ძალიან ბევრი საქმეა გამოსაძიებელი. ჩემი აზრით, ასამუშავებელია რაღაც საინფორმაციო მანქანა, რომელიც ხალხს გააგებინებს ბევრ რამეს. ამისთვის უნდა შეიქმნას სპეციალური სამსახური, რომელიც ყოველდღიურ ინფორმაციას გაავრცელებს.

 

 

- სოსო, ასეთი სამსახური ყველა სამინისტროშია შექმნილი, მაგრამ ამ სამსახურების წევრები თუ უფროსები „ფეისბუკში" თავიანთი სექსუალური ფოტოების დადებით არიან დაკავებულები. კარგი, რა, წახვედი ზღვაზე, ქალო, დაო, შენ ხარ პრესსამსახურის თანამშრომელი, შენი „კუპალნიკიანი" სურათები გვინდა? სირცხვილია, ამათ მეტი საქმე არა აქვთ, კაი, მანქანები, კაი ხელფასები, კაი გრიალი, დანარჩენი ფეხებზე ჰკიდიათ!

 

 

- მე „ფეისბუკებიდან" ძალიან შორს ვარ, ჩემი გვერდი გავაუქმე, რაც არსებობს, ის ვიღაცების შექმნილია. ამას ვერ მოვერევი.

 

 

- შენ რომ შორს ხარ, აგერ, მე გეუბნები... ან ასე ოპერატიულად, ყოველი ფეხის ნაბიჯზე როგორ იღებენ ამდენ სურათებს? დაგიდებენ ფოტოებს და წააწერენ: „წავედი პარიზში", „წავედი ანტალიაში", „წავედი იტალიაში". წადით, თქვენი, ამისთვის გიხდით ფულს ბიუჯეტიდან?

 

 

- კი, მართალი ხარ... თუ ადამიანებს ინფორმაციას არ მიაწვდი, ყველას ჰგონია, რომ არაფერიც არ ხდება.

 

 

- მე გირეკავთ, გეკითხებით, რასაც ამბობთ, ვბეჭდავთ, მაგრამ იქითაც ხომ უნდა იყოს აქტიურობა?

 

 

- დიახ, ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი მინუსი, რასაც ვაკეთებთ, ისიც ვერ მიგვაქვს ხალხამდე. სააკაშვილი ვიღაცის გაკეთებულზე ლენტს გაჭრიდა და იწყებდა ტრაბახს.

 


- არ მინდა თქვენი ტრაბახი, ხალხს გააგებინეთ, რა ხდება პროკურატურაში, რა ხდება სასამართლოში, რა საქმეებზე მიდის გამოძიება და ასე შემდეგ. აგერ, მიშა პიჯაკების ამბავსაც კი თავისებურად იყენებს, ლამის ყოველდღე წერს: რა ვქნა, ჩემს ოჯახს შემოსავალი არ ჰქონდა და პიჯაკები ბიუჯეტის ფულით ვიყიდეო. გიული ალასანიამ „გეპეის" შენობა რომ 1 ლარად ჩაიგდო ხელში და უნივერსიტეტი გახსნა, იმაზე არაფერს ამბობს. არც იმას ახსენებს, მზია ბებო რომ ლამის ყველა რესტორნის წილში იჯდა, სანამ ბიძინა ივანიშვილი არ მოვიდა ხელისუფლებაში, „წისქვილიდან" ვერ გამოაგდეს, იქ 12-პროცენტიანი წილი ჰქონდა.

 

 

- კი, მაგათ ერთ დროს საშუალება არ ჰქონდათ, მაგრამ რამდენიმე წელიწადში მილიარდები იშოვეს. ეს ფაქტები ყველაზე ადვილი დასამტკიცებელია და მინდა ხალხს ვუთხრა, რომ ამისკენ ნამდვილად მიდის საქმე. ამოდენა ქონება რომ დაითრიეს მუქთად და ახლა სააკაშვილი აფერისტობს, ეს როგორაა?! სანამ ეს საკითხები არ დალაგდება და გაირკვევა, ხალხი მანამდე არ დაწყნარდება, შანსი არაა, ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას!

 

 

- ნუგზარ წიკლაური ყოველ საღამოს გვიმტკიცებს ტელევიზიით, რომ „ნაცმოძრაობას" არავითარი ბოროტება არ ჩაუდენია და ეს ყველაფერი არის ბიძინა ივანიშვილის მოგონილი. დაუმტკიცეთ, ძმაო, თორემ მოვიდა 2016 წლის არჩევნები.

 

 

- ამათ უკვე საბოლოოდ გარეკეს, მეტი რაღა უნდა დავუმტკიცოთ? ბევრს ისიც არ სჯერა, რომ სააკაშვილს დააპატიმრებენ. თუკი სხვა ქვეყნებში დამნაშავე პრეზიდენტები გაასამართლეს და დააპატიმრეს, ჩვენთან ეს აკრძალულია? ამას ცოტა დრო სჭირდება, დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი ციხეში ჩაჯდება! თუ რომელიმე ქვეყანა მას შეიფარებს, აქედან სათანადო დასკვნებსაც გავაკეთებთ. ახლა ზოგიერთი გვეუბნება, ძველ საქმეებს თავი დაანებეთო, ბიჭო, დიდი სამამულო ომის მერე ებრაელები დღემდე ითხოვენ კომპენსაციას და დღემდე უგებენ წესს, ვინც რაღაცა დააშავა. 60 წელი გავიდა და ჯერ კიდევ ბევრი რამე არ არის დავიწყებული, შენ გინდა, რომ ბოლო 9 წელი დავივიწყოთ? აი, ჩვენ თუ პასუხს არ ვაგებინებთ ყველას, უარეს შედეგებს მივიღებთ. თან ისეთ შედეგებს მივიღებთ - გამოუსწორებელს, ხალხი ჭკუიდან გადავა!

 


- სანამ „ნაციონალები" პარლამენტში სხედან და აქეთ-იქით დაწოწიალობენ, ქვეყანაში მაინც დესტაბილიზაციის განცდაა.

 

 

- კი, ხალხი ამას ხედავს და ღიზიანდება.

 

 

- ჰოდა, ამიტომაც დააყენა კიდევ ერთხელ შენმა ძმაკაცმა, მერაბ შათირიშვილმა დღის წესრიგში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი. მე კი ვკითხე, სოსო ჯაჭვლიანს თუ დაელაპარაკე-მეთქი და არაო, მითხრა, მაგრამ გამოგიტყდები, მაინცდამაინც, არ მაქს დიდი იმედი, რომ რამე გამოუვა, უკვე დაგვიანებულია.

 

 

- საამისოდ რაღაც სერიოზული მიზეზი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, მე ძალიან გამიხარდებოდა, თუკი არჩევნები ჩატარდებოდა, მაგრამ მართლა გვიანია. თუ მკითხავ, რატომ გამიხარდებოდა, ასეთი პასუხი მაქვს: ამდენი „ნაციონალი" რომ პარლამენტში ზის, არ მსიამოვნებს, ესენი იქ არ უნდა იყვნენ. ერთია, გინდა, მაგრამ ეს როგორ უნდა შესრულდეს, სხვა საკითხია. ვადამდელი არჩევნების ჩატარებას თავისი პროცედურები სჭირდება, რაც მინიმუმ, წელიწად-ნახევარი მაინც გაიწელება. აქ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ კოალიციის შესაძლებლობებზე, ჩვენ ვალდებული ვართ, მაქსიმალურად ვაგებინოთ პასუხი ყველა დამნაშავეს. ყველას და ყველაფერს მაქსიმალურად უნდა დაერქვას თავისი სახელი. თუ ეს არ გავაკეთეთ, არ იქნება საქმე კარგად. თუმცა დარწმუნებული ვარ, დამნაშავეები დაისჯებიან და სტაბილურობაში გადავა ყველაფერი.  პირველ რიგში, ის ქონება, რომელიც სახელმწიფოს სახელითაა წაღებული და ხალხს ეკუთვნოდა, უნდა დაბრუნდეს. გარდა ამისა, „კეთილსინდისიერმა" ადამიანებმა რომ გადაყიდეს და გადმოყიდეს, ესეც უნდა დაბრუნდეს. საქართველოში ყველამ ყველაფერი იცის, ვისი რა არის. უახლოეს ხანში ამ ქონების დაბრუნება დაიწყება და ბუნებრივია, დამნაშავეებიც დაისჯებიან. შეიძლება ახლა იფიქრო, სოსო თავისებურად მაწყნარებსო. გაწყნარებ კი არა, ეგრეა. ცოტა ხნის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებოდა, მაგრამ ეს მოხდა, ნელ-ნელა ყველაფერი აშკარავდება. უკვე ვიცით, სად რამდენი დაიხარჯა. ნათქვამია, სამართალი ურმით დადისო... კი, ბატონო, ურმით დადის, მაგრამ ჩვენ ეს ურემი უნდა ამოვქოქოთ და სამართლიანობა აღსრულდეს. ასეთია ქართველი ხალხის ნება!

 

 

 

 

 

გელა ზედელაშვილი

გაზეთი „კვირის ქრონოკა"



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016