reportiori.ge - ლალი მოროშკინას ღია წერილი ჟურნალისტებს და თანამებრძოლებს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 00:03
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ლალი მოროშკინას ღია წერილი ჟურნალისტებს და თანამებრძოლებს!
ავტორი:
06 სექტემბერი, 2014. 15:21



თითქმის ორი წელი გავიდა, რაც სასჯელარსრულების სისტემაში დავიწყე მუშაობა. ეს დრო პრაქტიკულად ვეტერან თანამშრომლებთან მათანაბრებს, ამ სისტემაში ადამიანები ხშირად ადამიანურობას კარგავენ, რადგან თავისი არსით და შინაარსით უმძიმესი გარემო თრგუნავს ფსიქიკას და გაკარგვინებს რეალობის შეგრძნებას. ჩვენ, იმ გუნდის წევრები, რომლებიც 2012 წლის 1 ოქტომბრიდან შევუდეგით დასახიჩრებული, განადგურებული სისტემის რეაბილიტაციას, ერთმანეთს სიტყვას ვაძლევდით, რომ ერთ წელზე მეტი არ გვემუშავა ამ სივრცეში, რადგან დაღლილობას და უარყოფით ემოციას, არ დაეკარგა ის მთავარი, რის გამოც ჩვენ მოვედით - კანონის ზეობის და სამართლიანობის აღდგენის დიდი სურვილი! ბევრი რამ გაკეთდა, ბევრი კიდევ დასახვეწია. მთავარი ის არის, რომ პატიმარს არავინ ულახავს ღირსებას, პირადი შეხვედრების ოთახში არავინ უთვალთვალებს ცოლ-ქმარს, არავინ სპეკულირებს შვილების ჯანმრთელობით და სიცოცხლით, არავინ აიძულებს ქონების გადაფორმებას, არავინ კვებავს ტექნიკური ზეთით, არავინ ცემს ავადმყოფს წამლის მიცემის ნაცვლად, არავინ აწამებს!!!!


მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელთანაც მომიწია მუშაობა, ჩვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ჩავიბარეთ და პრაქტიკულად ნულიდან დავიწყეთ...


არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ ახალი მინისტრი ბატონი გიორგი მღებრიშვილი, რომელთანაც ხშირი კონსულტაციები მაქვს, მოტივირებულია, რომ ჩვენი დაწყებული რეფორმები ბოლომდე გაატაროს და კანონით შეიარაღებულმა თავდაუზოგავად იბრძოლოს ერთის მხრივ იმ კრიმინალური ავტორიტეტების წინააღმდეგ, რომლებსაც ციხის „გაშავების" მცდელობა აქვთ, ხოლო მეორეს მხრივ იბრძოლოს სისტემის ჰუმანიზაციისთვის.


ბატონ გიორგის მოუწევს იმ ხარვეზების აღმოფხვრა, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ „იპარებოდა" ე.წ. „უდოს" კომისიის მუშაობის დროს. უფრო ეფექტური და მოქნილი გახადოს ის ბონუსური სისტემა, რომელიც დადებითად დახასიათებულ, არამძიმე მუხლით გასამართლებულ მსჯავრდებულს უფლებას მისცემს, ნაადრევად ჩაისუნთქოს თავისუფლების ჰაერი და რესოციალიზებული დაუბრუნდეს ოჯახს და ქვეყანას. არ წაახალისოს საზოგადოებისთვის საშიში ელემენტები!!!! ეს ურთულესი ამოცანაა, რომელიც მხოლოდ კომპლექსური მიდგომით, მაღალკვალიფიცირებული კადრებით, კანონის უზენაესობით და საზოგადოების დახმარებით მიიღწევა.


ახლა კი მთავარი!!!!


მომიტევეთ, მაგრამ ჩემი კოლეგები, ჩემი თანამებრძოლები, ჩემთვის ყოველთის მთავარი თემა იქნება! დიდი მადლობა ჩემს კოლეგა ჟურნელისტებს!!! თქვენი ღვაწლი, შრომა, გადაცემები და სტატიები, რომლებსაც ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად აცნობდით საზოგადოებას, აბსოლუტურად ფასდაუდებელია! მე არ მახსოვს არცერთი პირადი თხოვნა, ამა თუ იმ დელიკატურ საკითხთან მიმართებაში, რომელიც არახალია ციხის დახურული სისტემისთვის, რომელიც თქვენ უგულვებელჰყავით...


მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული პროცესის აქტუალურობა იმ მომენტში, თქვენთვის, თქვენი გადაცემისთვის თუ სტატიისთვის, მაღალი რეიტინგის მომტანი იყო, დაუფიქრებლად „კარგავდით" თემას, მაგრამ არასოდეს დაგიკარგავთ საღი სამოქალაქო პოზიცია! დიდი მადლობა ყველას, ვინც მუშაობდა პენიტენციური სისტემის თემებზე. ჩვენ ერთად ვიყავით მაშინ, როდესაც „ციხის კადრების" შოკს შეიძლება გლდანის კედლები გადმოენგრია და ეს ყველაფერი უმართავ პროცესში გადაიზრდებოდა და მაშინაც, როცა მძიმე უკურნებელი სენით დაავადებული პატიმრები შველას ითხოვდნენ. ჩვენ ერთად ვუნახავდით ღირსებას ბიჭებს, რომელთა სულებიც გასრისეს და დაასახიჩრეს და ჩვენ ერთად ვეხმარებოდით ქალბატონი პატიმრების ჩვილ ბავშვებს! საზოგადოებამ არ იცის თქვენი კონკრეტული გმირობები და რისკი, რომელიც გაწიეთ, მაგრამ მე არასოდეს დამავიწყდება და აუცილებლად აისახება ჩემს შემდეგ წიგნში! ქედს ვიხრი თქვენი ადამიანობის და პროფესიონალიზმის წინაშე!


თქვენ არ ეპუებოდით სისტემას არც შიგნიდან და არც გარედან. ბევრი თანამშრომელი ვერ ბედავდა გაავებულ პატიმრებთან პირისპირ შეხვედრას, თქვენ კი მნიშვნელოვან რეპორტაჟებს უძღვებოდით ალმოდებული ცხელი წერტილიდან. არასოდეს არავიც უნახავს შიში თქვენს თვალებში, იმიტომ რომ ზუსტად იცოდით, რომ სწორ გზას ადგახართ! რამდენი სოციალური პროექტი განვახორციელეთ ერთად!!! რამდენ, ცხოვრებაზე ხელჩაქნეულ პატიმარს ჩავბერეთ სიცოცხლის იმედი! რამდენი არასრულწლოვანი ჩავაბით სპორტში, მუსიკაში, ხელოვნებაში...მოვეფერეთ, დავავიწყეთ მწარე წარსული.... მომენატრება ჩვენი საანგარიშო კონფერენციები, სადაც ერთ დიდ ოჯახად ვიკრიბებოდით.


დღეს მე, როგორც ჟურნალისტს და პიარტექნოლოგს, შემიძლია მშვიდად დავუბრუნდე პედაგოგიურ საქმიანობას, ბოლომდე მივიყვანო პოლიტიკური პიარის სკოლის იდეა და კონსულტაცია გავუწიო ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ყოველთვის მზად ვარ ვიდგე იქ, სადაც დავჭირდები ჩემს ქვეყანას!




პატივისცემით, ლალი მოროშკინა


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016