reportiori.ge - ელისო ჩაფიძე: სააკაშვილს ვურჩევ თავის სოფელში პომიდორი მოიყვანოს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 03:44
პოლიტიკა
ელისო ჩაფიძე: სააკაშვილს ვურჩევ თავის სოფელში პომიდორი მოიყვანოს
ავტორი:
18 ივლისი, 2013. 15:02

უმრავლესობის წევრი, ელისო ჩაფიძე, პროცესების მშვიდობიანად განვითარებისათვის , პრეზიდენს ურჩევს რაიმე კონსტრუქციული წინადადება მოიფიქროს და შეწყვიტოს ის საბოტაჟი და დავალებები, რომლებსაც ჯერ კიდევ მისივე დაქვემდებარებულ  ბიზნესმენებს თუ პოლიტიკოსებს  აძლევს,

„პრეზიდენტს  არ დაუმალავს, რომ აპირებს ქართულ პოლიტიკაში დარჩენას. ვურჩევ რაიმე სასარგებლო საქმეს მიჰყოს ხელი. როგორც მახსოვს, გვპირდებოდა, მიწამოქმედებას მიჰყოფდა ხელს და  პომიდორს მოიყვანდა... ცუდი არ იქნება, თუ ამ საქმითაც დაკავდება."  - აცხადებს ჩაფიძე.

უმრავლესობის წევრი მომავალში სააკაშვილის პრეზიდენტობის შესაძლებლობას გამორიცხავს.

„სრულ გარანტიას მოგცემთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერასდროს ვეღარ გახდება საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტი კი არა, შეიძლება პარლამენტარიც ვეღარ გახდეს, თუ პარტიული სიით არ იყრის კენჭს. ჩვენ, დღეს, ზუსტად ვიცით, რისი გაკეთების პოტენციალი გააჩნია მიხეილ სააკაშვილს და როგორ გამოიყენებდა ის ძალაუფლებას, ხელში რომ ჩავარდნოდა" - აცხადებს ჩაფიძე.

ცნობისთვის, პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ყვარელში, საკუთარ სახლში საკონფერენციო დარბაზს აკეთებს და საპრეზიდენტო პოლიტიკური ცენტრის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ პრეზიდენტმა გადაცემ „ნანუკას შოუში" განაცხადა და  ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ გეგმებისა, აქტიურ პოლიტიკაში რჩება.

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016