ტექნოლოგიური პარკის პროექტის პრეზენტაციას ხვალ, 09.30 საათზე, „ექსპო ჯორჯიას" მე-3 პავილიონში ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგიკვირიკაშვილი დაესწრება.
ცნობისთვის, დღეისთვის ტექნოლოგიური პარკი მოწყობილია მსოფლიოს 70 ქვეყანაში და საერთო ჯამში, დაახლოებით 200 000 კომპანიას ემსახურება.
საქართველოში ის შექმნის ერთიანეკოსისტემას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და ხელს შეუწყობს ინოვაციური იდეების განვითარებას.
ტექნოლოგიური პარკი დამწყებ და პატარა კომპანიებს შესთავაზებსისეთ რესურსებს, რომლებიც მათთვის აქამდე ძნელად ხელმისაწვდომი იყო. იგი განსაკუთრებულ როლს ითამაშებს ახალი ბიზნესისა და ახალი კომპანიების შექმნაში, არსებული ბიზნესისგანვითარებაში, ინოვაციების კომერციალიზაციასა დამაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნაში. ტექნოლოგიური პარკი უზრუნველყოფს ამ სერვისების მიწოდებას როგორცცალკეული ინოვატორებისთვის, ასევე დამწყები კომპანიებისა და მსხვილი საერთაშორისო კორპორაციებისათვის.
პროექტის ორგანიზატორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოა".