reportiori.ge - რატომ აგრძელებენ გაზეთები მაკკეინის ღია წერილების გამოქვეყნებას?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 13:40
პრეს-დაიჯესტი
რატომ აგრძელებენ გაზეთები მაკკეინის ღია წერილების გამოქვეყნებას?
ავტორი:
10 სექტემბერი, 2014. 19:39


ანალიტიკოსი  კონორ ფრაიდერსდორფიამერიკელ სენატორ მაკკეინს აკრიტიკებს, მისი მცდარი კომენტარების კონკრეტული მაგალითები მოჰყავს  და წერს, რომ სენატორს შეცდომაში შეჰყავს ის მკითხველები, რომლებიც მას ენდობიან.



"ამერიკელმა სარედაქციო სტატიების რედაქტორებმა მასალა მთლიანად უნდა წაიკითხონ და ეს გაკვეთილად გამოიყენონ მომავლისთვის: თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ მაკკეინს დაუთმოთ თქვენი საგაზეთო სვეტის რაღაც ნაწილი, როგორც მინიმუმ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ავტორმა  სწორად აღწეროს გარემოებები ან ადამიანები რომლის შესახებაც იგი საკუთარ პოზიციებსა და არგუმენტებს აყალიბებს, რათა შედეგად მკითხველი არ შეიყვანოთ შეცდომაში მიმდინარე მოვლენებისა და არსებული პოლიტიკის შესახებ",- ნათქვამია სტატიაში.



თუ არიზონელი სენატორის წარსულს გადავავლებთ თვალს, ძნელი სათქმელია, რატომ მიმართავენ მას კვლავ გეოპოლიტიკურ საკითხებზე აზრის გამოთქმისათვის.

 

 


ამერიკის ყველაზე პრესტიჟულ სარედაქციო სვეტებს უაღრესად წარმატებული რედაქტორები უძღვებიან, რომლებმაც ზუსტად იციან მყარი არგუმენტის ფასი. ყოველდღიურად ისინი იმდენი სტატიის გამოქვეყნებაზე ამბობენ უარს, რომ სულ მცირე ფაქტობრივი შეცდომა ან ლოგიკური არათანმიმდევრულობაც კი საკმარისია, რომ უარი თქვან მასალაზე. სულ მცირე, მათ სტატიებს მაინც, ვინც მმართველ კლასს არ ეკუთვნის.




თუმცა, ცნობილი პოლიტიკოსების სტატიების მიმართ უფრო დაბალი სტანდარტები მოქმედებს. მაგალითისათვის არიზონელი სენატორი ჯონ მაკკეინი გამოდგება. ეჭვი მაქვს, რომ „ნიუ იორკ თაიმსის", „ვაშინგტონ პოსტისა" და „უოლ სთრით ჯორნელისთვის" სტატიებს მის ნაცვლად სხვები წერენ. მაგრამ, რადგან მათ მაკკეინი აწერს ხელს, ტრადიციული სტანდარტები, რომლებიც არგუმენტის თანმიმდევრულობასა და ფაქტების სიზუსტეს ეხება, მაშინვე უკან იწევს. თავის მხრივ, მკითხველები „ვითომ" სარგებელს იღებენ იმის ცოდნით, რომ გავლენიან პირს სურს, მოაზროვნედაც მიაჩნდეთ. ამგვარი მიდგომა ფართოდ არის გავრცელებული, თუმცა ჟურნალისტური თვალსაზრისით მიუღებელია.




„თაიმსში" მაკკეინისა და მისი თანაავტორის, სენატორ ლინდსი გრაჰამის, ბოლო სარედაქციო სვეტის მიმოხილვა იხ. ჩემი კოლეგის, პიტერ ბეინარტის სტატიაში. ის ისე შთამბეჭდავად აკრიტიკებს ავტორის ფაქტობრივ უზუსტობებსა და მცდარ ინტერპრეტაციებს, რომ აღფრთოვანებული დავრჩი, რომ ასეთმა პრესტიჟულმა გამოცემამეს სტატია გამოაქვეყნა. ამის შემდეგ მაკკეინის ძველ სტატებს გადავავლე თვალი, რომლებიც მას ცნობილი გამოცემებისთვის აქვს დაწერილი. მას არა მარტო ჟურნალისტად, არამედ საგარეო პოლიტიკის ექსპერტადაც მიიჩნევენ.




„ნიუ-იორკ თაიმის" სარედაქციო სტატიის „აუტანელი სიმსუბუქე"

 

 


დავიწყოთ მისი 2003 წლის 12 მარტის შეუსწორებელი სტატიით „სწორი ომი სწორი მიზნისათვის". ის წერს: „სადამ ჰუსეინს კვლავაც არ სურს მასობრივი განადგურების იარაღზე უარის თქმა. მხოლოდ უსიამოვნო ფაქტების ჯიუტად უარყოფა - ამ შემთხვევაში, ის, რომ ტირანს, რომელიც ძალაუფლებას მხოლოდ ძალადობის გამოყენებით ინარჩუნებს, არაძალადობრივი გზით კარგად მოქცევას ვერ აიძულებ - თუ დაარწმუნებდა ვინმეს ომის სასწრაფოდ დაწყების აუცილებლობაში. როგორც აღმოჩნდა, არავითარი მასობრივი განადგურების იარაღი არ ყოფილა და ომის სასწრაფოდ წამოწყების აუცილებლობა, როგორც არგუმენტი განეიტრალდა იმ ფაქტით, რომ ინსპექტორებს არასაკმარისი დრო მისცეს, რათა ზუსტად შეეფასებინათ თუ რას ფლობდა სადამ ჰუსეინი შეიარაღებაში.




მაგრამ ეს მაკკეინის მიერ მოწოდებული ერთადერთი უსაფუძვლო მტკიცება არ არის. მან ასევე დაარწმუნა მკითხველები, რომ თავდასხმის შემდეგ „გაცილებით ნაკლები ადამიანი დაიღუპება, ვიდრე ერაყის რეჟიმი ძალადობით ხოცავს ძალაუფლების შესანარჩუნებლად".



3
inShare

More

Email

Print

ის აგრძელებს: „ალბათ არავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ მსოფლიოს სადამ ჰუსეინისაგან გათავისუფლების შემდეგ რეგიონი გაცილებით სტაბილური გახდება, ამერიკის ინტერესები და ღირებულებები კი უფრო მეტად იქნება დაცული". დააკვირდით ამ წინადადებას. ის ამტკიცებს, რომ ერაყის ომი არა მარტო გააუმჯობესებს რეგიონში არსებულ ვითარებას, არამედ ეს ისეთი შორსმიმავალი დასკვნაა, რომ მისი უარყოფაც კი შეუძლებელია!



„ნუთუ", - აგრძელებს ის, „ისლამურ სამყაროში აშშ-ის მიმართ ანტიპათია არ შემცირდება იმ მოზეიმე ერაყელების ფონზე, რომლებიც უმოწყალო რეჟიმის დამხობას აღნიშნავენ? „ის ერთადერთი კომენტატორი არ არის, რომლის ერაყული წინასწარმეტყველებები არ ახდა. მისი არასწორი შეფასებების გამო, რასაკვირველია, ეჭვი არ უნდა შევიტანოთ ყველაფერში, რასაც ის წერს, მაგრამ თუ აშშ-ის ყველაზე პრესტიჟული გამოცემაში ერაყის სამომავლო პოლიტიკაზე სარედაქციო სტატიაა საჭირო, რატომ უნდა მიმართო ისევ მაკკეინს?



ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოვლენების შემდგომი განვითარების გამო, მის მიერ დაწერილი ყველა საგაზეთო პუბლიკაცია საეჭვო გახდა. ზოგჯერ ის სწორადაც წინასწარმეტყველებს მოვლენებს (თუმცა, არა სამოქალაქო ინიციატივა, რომელმაც ერაყის ომში საბოლოოდ მაინც ვერ გაამართლა). ჩვეულებრივ, მისი საგაზეთო პროგნოზები იმდენად ბუნდოვანი, ბანალური და უკონტექსტოა, რომ მათი არგამართლება შეუძლებელია. შეიძლება მას მართლაც დაუწერია რაიმე ღირებული, მე ასეთს ვერ გადავაწყდი. ხშირად გვხვდება ისეთი შემთხვევები, როცა მისი მსჯელობა დამაჯერებელი, მაგრამ აბსოლუტურად მცდარია.



მაგალითად, „უოლ სთრით ჯორნელის" 2012 წლის 13 ივლისის ნომერში ის დამაჯერებლად მსჯელობს ლიბიის სტაბილურ, დემოკრატიულ მომავალზე და ამტკიცებს, რომ არჩევნებმა ამერიკის ინტერვენციის კრიტიკოსთა დისკრედიტირება მოახდინა და აცხადებს, რომ ომის შემდგომი ლიბია იმის დასტურია, რომ აშშ სირიაშიც უნდა სამხედრო გზით ჩაერიოს. ანუ, მან არა მარტო ვერ გათვალა, რომ ლიბია სულ მალე ქაოსში ჩაეფლობოდა, არამედ ამ „წარმატების" არგუმენტად გამოყენებაც კი მოისურვა, რათა ახალი ომის დაწყება გაემართლებინა სირიაში.



2010 წლის აგვისტოში მან განაცხადა, რომ „მართალია, ბევრ დემოკრატს არ სურს ამის აღიარება, მაგრამ ერაყში ომი წარმატებით სრულდება, რადგან სამოქალაქო მისია წარმატებული აღმოჩნდა.2007 წელს პრეზიდენტმა ბუშმა როგორც იქნა დაამტკიცა ახალი სტრატეგია და გუნდი ერაყში, რომელიც გაიმარჯვებს. ის აქტიურად მუშაობდა, რომ პოლიტიკას საზოგადოების მხარდაჭერა ჰქონოდა. მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო მისია წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ცხადი იყო, რომ ის ერთადერთი რეალური გამოსავალი იყო: აშშ-ის ჯარები ჯერ მიზანს მიაღწევდნენ და შემდეგ დატოვებდნენ ერაყს". 



მაკკეინს ცალკეულ საკითხებში განსაკუთრებული ცოდნა გააჩნია. მაგალითად, როგორც ყოფილმა ომის ტყვემ, რომელიც ვიეტნამში აწამეს, მან ახალი განზომილება მისცა ტყვეთა წამების თაობაზე ამერიკულ საზოგადოებაში მიმდინარე დისკუსიას, რომლის შესახებ ნაკლებმა თუ იცოდა. ასევე საინტერესო იყო მაკკეინის სარედაქციო წერილის გამოქვეყნება, როცა ის საპრეზიდენტო კანდიდატი იყო და მოქალაქეებს უნდა სცოდნოდათ და შეეფასებინათ მისი პლატფორმა. ასევე, ხანგრძლივი კარიერის მანძილზე მას ბევრი ისეთი რამ დაუწერია, რომელიც გამოსაქვეყნებლად ღირდა.



მაგრამ მაკკეინი პოლიტიკური ანალიტიკოსი და წინასწარმეტყველი არ არის და გაზეთებმა მას არ უნდა მისცენ იმის შესაძლებლობა, რათა აზრი გამოთქვას, თუ რა მოხდება გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. ის ფიქრობს, რომ საკითხი ესმის. თუმცა, მისი ნაწერები მოწმობს, რომ ის საოცრად სუბიექტურია მაშინაც კი, როდესაც კატასტროფულად მცდარ კომენტარს წერს.



თუ ამ ყველაფრის მიუხედავად, გაზეთეს ისევ სურთ მაკკეინის სტატიების გამოქვეყნება, მაშინ ძალზე ყურადღებით უნდა ჩაასწორონ. მისი ნაწერების გადაკითხვისას, ნათელი ხდება, თუ როგორ შეიყვანა შეცდომაში ის მკითხველები, რომლებიც მას ენდობიან. მაგალითად, მაკკეინის ბოლო სტატიაზე ბეინარტის კრიტიკული კომენტარის ეს ნაწყვეტიც გამოდგება.



„რესპუბლიკელი პოლიტიკოსები ობამას ახლო აღმოსავლური პოლიტიკის კრიტიკისას ხშირად ხახვის მსგავს არგუმენტებს იყენებენ. თუკი ხმამაღალ თუმცა ცარიელ რიტორიკას შემოვაფცქვნით, ინტელექტუალური თვალსაზრისით სასარგებლოს აღარაფერი დაგვრჩებოდა. ავიღოთ სენატორების მაკკეინისა და ლინდსი გრაჰამის სარედაქციო წერილი შაბათის „ნიუ-იორკ თაიმსში". ის პირდაპირ ტყუილით იწყება: ობამამ თქვა, რომ ჩვენ "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტების წინააღმდეგ სტრატეგია არ გაგვაჩნია. სინამდვილეში, ობამა მხოლოდ „ისლამური სახელმწიფოს" სირიულ დაჯგუფებაზე საუბრობდა. („კონგრესის თანხმობა გჭირდებათ სირიაში შესასვლელად?", - ჰკითხა კორესპონდენტმა გასულ ხუთშაბათს. „ჩვენ ჯერჯერობით სტრატეგია არ გვაქვს ... აუცილებელია ცხადი გეგმის ქონა, ჩვენ მასზე ვმუშაობთ. ამ მომენტისთვის კონგრესს უნდა დავეკითხო", - უპასუხა ობამამ.)



როდესაც საქმე ერაყს ეხება, ობამას ადმინისტრაციას სტრატეგიის მსგავსი რაღაც გააჩნია: საჰაერო დარტყმები საფრთხეში მყოფი რელიგიური ჯგუფების დასაცავად, ქურთული ფეშმერგას გაძლიერება იმის ფონზეც კი, რომ ამან ქურთ ლიდერებს დამოუკიდებლობის მოთხოვნისაკენ შეიძლება უბიძგოს და საჰაერო დარტყმების გამოყენება, რათა აიძულოს ერაყი, ჩამოაყალიბოს მთავრობა, რომელშიც სუნიტებიც შევლენ იმ იმედით, რომ ამის სანაცლოდ ისინი „ისლამურ სახელმწიფოზე" იტყვიან უარს. მოგვიანებით, მაკკეინი და გრაჰამი მოუწოდებენ ობამას „გააძლიერონ ის პარტნიორები, რომლებიც უკვე წინააღმდეგობას უწევენ „ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებს: ქურთული ფეშმერგა და სუნიტური თემი" და ბაღდადი აიძულონ, ინკლუზიური მთავრობა ჩამოაყალიბონ, რომელიც ძალაუფლებასა და სიმდიდრეს ერაყელ სუნიტებსაც გაუზიარებს." ანუ, ისინი მოუწოდებენ ობამას იმ სტრატეგიის გატარებისაკენ, რომელსაც ის უკვე ახორციელებს და იმავდროულად ამახინჯებენ მის სიტყვებს, სადაც ის თითქოს აღიარებს, რომ სტრატეგია საერთოდ არ გააჩნია.



ობამა, სინამდვილეში, კორესპონდენტს ეუბნებოდა, რომ მას სირიაში სამხედრო ინტერვენცია არ სურს - სადაც, ერაყისაგან განსხავებით, მათი მთავრობა მტრულად არის განწყობილი და ჩვენი მოკავშირეები სუსტი არიან - კარგად გაწერილი გეგმის გარეშე, რომელსაც საზოგადოების მხარდაჭერაც ექნება. მაკკეინი და გრაჰამი ამ სიფრთხილეს ამართლებენ: „პრეზიდენტს, სავარაუდოდ, სურს აზრი ჰკითხოს მოკავშირეებსა და კონგრესს „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ გასატარებელი ზომების თაობაზე". ორი წინადადების შემდეგ, ისინი ამ მიზანს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ და ობამას აკრიტიკებენ, რომ „სათანადო სისწრაფეს" არ იჩენს. ეს შესანიშნავი დასტურია მათი საგარეო პოლიტიკური ექსპერტიზის სიცარიელისა. მაკკეინსა და გრაჰამს სურთ ობამამ „გათვლით" და „ოპერატიულად" იმოქმედოს, რადგან ეს ორივე პოზიტიური სიტყვებია  (ნაცვლად „გაჭიანურებული" და „აჩქარებული" მოქმედებისა, რაც იმავეს აღნიშნავს, ოღონდ ნეგატიურად). მაგრამ როცა ამ აბსტრაქციებს ადამიანური ინგლისურით გადათარგმნით, დაინახავთ რამდენად წინააღმდეგობრივია რეალურად მაკკეინისა და გრაჰამის მოთხოვნები. შეიძლება მოითხოვო, რომ ობამამ დაბომბოს სირია, სანამ რეალური გეგმა ექნება, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება და კონგრესი დაუჭერს მხარს, ან უბრალოდ მოითხოვო, რომ მან სასწრაფოდ დაბომბოს სირია. ორივეს ერთდროულად მოთხოვნა შეუძლებელია.



ამერიკელმა სარედაქციო სტატიების რედაქტორებმა მასალა მთლიანად უნდა წაიკითხონ და ეს გაკვეთილად გამოიყენონ მომავლისთვის: თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ მაკკეინს დაუთმოთ თქვენი საგაზეთო სვეტის რაღაც ნაწილი, როგორც მინიმუმ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ავტორმა  სწორად აღწეროს(დაახასიათოს) გარემოებები ან ადამიანები რომლის შესახებაც(წინააღმდეგაც) იგი საკუთარ პოზიციებსა და არგუმენტებს აყალიბებს, რათა შედეგად მკითხველი არ შეიყვანოთ შეცდომაში მიმდინარე მოვლენებისა და არსებული პოლიტიკის შესახებ.


ძალიან ბევრია, რასაც ვითხოვთ?


მაშინაც კი,  როცა  გაზეთის სარედაქციო სტატიას პოლიტიკოსი  წერს, მკითხველმა არ უნდა მიიღოს ინტელექტუალურად, ჩვეულებრივთან შედარებით, უფრო მდარე ხარისხის პროდუქტი. გარკვეულ მიზეზთა გამო, თუ   შეუძლებელია მოვთხოვოთ გავლენიან პოლიტიკოსს  უფრო ზუსტად წეროს, მაშინ გაზეთმა საერთოდ უნდა შეწყვიტოს მსგავსი oped-ების გამოქვეყნება.



http://www.theatlantic.com/politics/archive/2014/09/why-do-newspapers-keep-publishing-op-eds-by-john-mccain/379512/


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016