reportiori.ge - შვედეთის ყოფილი ელჩი: მე მკაცრად მისაყვედურეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:30
პრეს-დაიჯესტი
შვედეთის ყოფილი ელჩი: მე მკაცრად მისაყვედურეს
ავტორი:
11 სექტემბერი, 2014. 15:09


შვედური გავლენიანი გამოცემა „აფტონბლადეტი" მიხეილ სააკაშვილთან   კარლ ბილდტის ახლო კავშირის შესახებ კიდევ ერთ სტატიას აქვეყნებს.

 

 

ინტერვიუში საქართველოში შვედეთის ყოფილი ელჩი ჰანს გუნარ ადენიადასტურებს, რომ  საქართველოდან  მოულოდნელად მას შემდეგ გაიწვიეს, რაც  ანგარიშში დაწერა, რომ  საქართველოს 2008 წლის საპრეზიდენტო  არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ეჭვები არსებობდა.



შვედეთის ყოფილი ელჩი საქართველოში ჰანს გუნარ ადენი კრიტიკულ ანგარიშებს წერდა საქართველოს მთავრობის შესახებ.

 

მაშინ მას მკაცრად უსაყვედურეს და მიუთითეს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ბილდტი უკმაყოფილო იყო.

„ზოგადად, საქართველოშიცნობილია, რომ  ბილდტი სააკაშვილის ძალზე ახლო მოკავშირე იყო, ხოლო Kreab კი სააკაშვილისთვის მუშაობდა. ეს საიდუმლო არ არის" - აცხადებს იგი.


შვედეთის ყოფილიელჩი თბილისში ჰანს გუნარ ადენი გაზეთთან „აფტონბლადეტ" საუბრის დროს აღნიშნავს, რომ იგი თვალს ადევნებს  საქართველოში მოვლენების განვითარებას.



„ხანდახან კვლავ გაისმის კრიტიკა სააკაშვილის რეჟიმის მიმართ და გარკვეული ლობისტების მიმართ, რომელსაც სააკაშვილი დიდ ფულს უხდიდა.  მათ შორის ასახელებენ ხოლმე  ხშირად ბილდტს და Kreab-ს. საქართველოში ზოგადად ცნობილია, რომ  ბილდტი სააკაშვილის ძალზე ახლო მოკავშირე იყო, ხოლო Kreab კი სააკაშვილისთვის მუშაობდა.  ეს საიდუმლოარ არის, თუმცა თანხებზე არასდროს ყოფილა საუბარი, არც იმაზე, რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს პროცესი."


„კითხვა, რომელიც შეიძლება დაისვას"

ყოფილი მინისტრის ხაინდრავას ბრალდებებზე ბილდტის მიმართ, ადენი აღნიშნავს:

-           ბუნებრივია, ეს კითხვა შეიძლება დაისვას. საქართველოში ბევრსდაუსვამს ეს კითხვა.

- რა ახსნა-განმარტება მიიღეთ იმაზე, რომ უნდა დაგეტოვებინათ ელჩის თანამდებობა?

-საერთოდ არ მიმიღია განმარტება, მითხრეს, რომ უცებ უნდა ჩამელაგებინა ჩემოდნები და სახლში გავმგზავრებულიყავი.

ეს მოხდა იმ ანგარიშის შემდეგ, რომელიც ადენმა 2008 წლის იანვარში დაწერა  არჩევნების გაყალბების თაობაზე ეჭვების არსებობის შესახებ.

-           მე მაშინ ჯერ კიდევ წელიწადნახევარი მქონდავადა, ჩემი გამოგდება არ შეიძლებოდა.


მკაცრად უსაყვედურეს

 

მას მკაცრი საყვედური გამოუცხადეს.


-           მე გამომიძახეს სახელმწიფო მდივანთანდა მითხრეს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი უკმაყოფილო იყო ჩემი ანგარიშებით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებს და თავად საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დაწერილ ბლოგს, რის შესახებაც მე არაფერი ვიცოდი. შემეკითხნენ, რატომ მივეცი თავს უფლება, ამ სახით გამომეხატა სათქმელი?

დამკვირვებლებმა თავიანთი თავდაპირველი პოზიტიური დასკვნები არჩევნების შესახებ მოგვიანებით შეცვალეს  და აღიარეს, რომ დარღვევებს ჰქონდა ადგილი.

-           მე ვიგრძენი, რომ ამ ყველაფრის შემდეგ თანამშრომლობა საგარეო საქმეთა მინისტრთან არარეალური იყო.


რთულია უარყოფითი ანგარიშის წარდგენა

 

2009 წელსადენს დაევალა საქართველოში ჩასვლა, რათა ეხელმძღვანელა საელჩოსთვის  შვედეთის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში.

-           როდესაც ჩავედი საქართველოში და შევუდექი საქმიანობას, უცბად საწინააღმდეგო ბრძანება მოვიდა. ერთადერთი რაც მითხრეს იყო: ხომ იცი, რომ საგარეო  საქმეთა მინისტრი უკმაყოფილოა შენი ანგარიშით. სავარაუდოდ, იმ ანგარიშს გულისხმობდნენ. 

-           რა აზრის ხართ იმის თაობაზე, რომ ბილდტმა საქართველო აიყვანა Kreab-ის კლიენტად, ხოლო, Kreab-მა კი ძალიან დიდი თანხა აიღო ამაში?

-           ბილდტი სააკაშვილის ძალიან ახლო მოკავშირე იყო და ძალზე რთული იყო ამ ნიუანსების გათვალისწინებით ანგარიშის მომზადება იმაზე, თუ რა მოხდა საქართველოში.  ჩემი,როგორც ელჩის, მოვალეობა ის იყო, რომ ანგარიში გამეკეთებინა მიღწეული როგორც წარმატებების შესახებ, ასევე, სირთულეებსა და ხარვეზებზეც. არსებობს როგორც პოზიტიური, ასევე,  ნეგატიური მხარეები.  მე ვგრძნობდი პოლიტიკური მმართველი გუნდის მხრიდან, რომ ანგარიშები სააკაშვილის ბნელი მმართველობის შესახებ არ იყო ხელსაყრელი.



„უცოდინრობა და უსამართლობა"

 

 

ეხლა სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

-ჩემი აზრით, საკმაოდ უცნაურია, რომ დასავლეთში გარკვეული ძალები აკრიტიკებენ საქართველოს დღევანდელ  მთავრობას, რომ ისახორციელებს „გრძნეულებზე ნადირობას" და დევნის ყოფილ ოპონენტებს. შეცდომები ხომ უმაღლეს დონეზეც შეიძლება იქმნას დაშვებული.



ადენს მაგალითად მოჰყავს დასავლეთის პოლიტიკური ლიდერები, როგორიც არიან ბერლუსკონი და შირაკი, რომლებიც სასამართლოს წინაშე წარსდგნენ.



-           მე ვერ ვხვდები, რატომ ჩნდება პროტესტი, რომ ეს პოლიტიკური დევნაა, როდესაც იმავეს ქართველები აკეთებენ. ჩემი აზრით, ეს უცოდინრობა და უსამართლობაა.



 

http://www.aftonbladet.se/nyheter/article19507805.ab


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016