reportiori.ge - კარლ ბილდტი საქართველოსა და კომპანია „კრეაბის“ ხელშეკრულებაზე საუბარს თავს არიდებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:27
პრეს-დაიჯესტი
კარლ ბილდტი საქართველოსა და კომპანია „კრეაბის“ ხელშეკრულებაზე საუბარს თავს არიდებს
ავტორი:
12 სექტემბერი, 2014. 11:35

 

 

შვედური გავლენიანი გამოცემა   „აფტონბლადეტი"  წერს, რომ  საქართველოსთან კომპანია  „კრეაბის" ხელშეკრულების გაფორმებასა და კორუფციაში კარლ ბილდტის  მონაწილეობის შესახებ  გამოქვეყნებული  სტატიის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა გაზეთთან  ინტერვიუზე  უარი  განაცხადა და  კითხვებს მხოლოდ  ტვიტერის მეშვეობით უპასუხა.

 

 

საქართველოს ერთ-ერთი ყოფილი  მინისტრი საგარეო საქმეთა მინისტრს კარლ ბილდტს კორუფციაში ადანაშაულებს. 


კარლ ბილდტმა არ ისურვა ჩვენი გაზეთისთვის ინტერვიუს მიცემა, კითხვებზე პასუხი ელ-ფოსტით გაგვცა და შემდეგ ტვიტერზე გადაერთო.



ბილდტს სურდა „აფტონბლადეტის" კითხვებისთვის მხოლოდ ელ-ფოსტით ეპასუხა. მოგვიანებით მისმა პრეს-მდივანმა მის ტვიტერზე  მიგვითითა, სადაც ბილდტი წერს, რომ იგი არ ყოფილა  ჩართული „კრეაბის" მიერ საქართველოს კლიენტად აყვანის პროცესში.



(ქვემოთ მოყვანილია მიმოწერა ტვიტერში)



- „კრეაბის" ხელმძღვანელები ცალსახად ამბობენ, რომ ჩართული იყავით „კრეაბსა" და საქართველოს შორის კონტაქტების დამყარებაში.  თვლით, რომ ისინი ცრუობენ?



- არა, ასე არ ყოფილა, მაგრამ ეს  არ არის იმდენად რელევანტური. ბრალდებები კორუფციას ეხება.


- რატომ არ დათანხმდით ცოცხალ ინტერვიუს?  ტვიტერზე წერის დრო გაქვთ, თუმცა,  როგორც ჩანს თავს არიდებთ პირდაპირ კითხვებს.

 


- აქ დასვით თქვენი პირდაპირი კითხვები! გპირდებით, რომ გიპასუხებთ,  გპირდებით  გამჭვირვალობას.



- მესამედ გეკითხებით, რატომ ამტკიცებენ „კრეაბის" ხელმძღვანელები, რომ ჩართული იყავით საქართველოს  კლიენტად აყვანის პროცესში, თუკი სინამდვილეში ეს ასე არ ყოფილა?

 


- ზოგადად ვაცხადებ, რომ ვმუშაობდი, თუმცა არა ამ კონკრეტულ საკითხზე. ამას „კორუფციასთან" არავითარი კავშირი არ აქვს. მე უკვე ვუპასუხე „აფტონბლადეტს", რომ მე ამ საკითხზე საქართველოში არავისთან არანაირი საუბარი არ მქონია, 2006 წლამდეც კი.



- ისინი ამბობენ, რომ საქმე ეხებოდა საქართველოს.  რას წარმოადგენდა თქვენი სამუშაო?

 


- მე ვიყავი მმართველი საბჭოს თავმჯდომარე 2006 წლის სექტემბრამდე, ვიყავი პასუხისმგებელი კომპანიიის გრძელვადიან განვითარებაზე, საბჭოს მუშაობაზე.  


 - თქვენ ამტკიცებთ, რომ „კრეაბის" ხელმძღვანელები  ცრუობენ, როდესაც აცხადებენ , რომ  თქვენ დაამყარეთ კონტაქტები, რის შედეგადაც გაფორმდა „კრეაბის" ხელშეკრულება  საქართველოსთან?

 


-მე იმას ვამტკიცებ, რასაც ვაცხადებ. და ვაცხადებ, რომ საუბარი „კორუფციაზე" არის სიცრუე და ცილისწამება.



- ესე იგი, სიტყვა სიტყვის წილ.  რა მიზანი შეიძლება ჰქონდეთ „კრეაბის" ხელმძღვანელებს, რომ ყოველივე სხვანაირად წარმოაჩინონ?

 


-არა, როგორც მე ვიცი, რაც მათ თქვეს ის არ არის, რასაც თქვენ ამტკიცებთ. თქვენ ამას თქვენებურად ატრიალებთ.



- ჩემს კითხვაზე „მართალია, რომ საქართველო ბილდტის კლიენტი იყო?" კარლ ისაკსონმა ადრე მიპასუხა: „დიახ, ზუსტად ასე იყო. კარლს კარგი კონტაქტები ჰქონდა იქ, როდესაც იგი „კრეაბის" თავმჯდომარე იყო".  კითხვაზე საქართველოს კლიენტად აყვანის შესახებ დანელმა გუშინ მიპასუხა: „რა თქმა უნდა, იმ დროს ბილდტი ჩართული იყო ამ სამუშაოში, იმ ფუნქციებით, რაც მას ჰქონდა".  რანაირად „ვატრიალებ  ამას ჩემებურად"?

 


-მაშინ, ისევ მასთან უნდა გადაამოწმოთ. მე ვამბობ იმას, როგორც სინამდვილეში იყო, ხოლო ცრუ ბრალდებები „კორუფციაზე" არარელევანტურია. 





http://www.aftonbladet.se/nyheter/article19510918.ab


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016