reportiori.ge - ბილდტის უახლოესი პირი შესაძლოა საგარეო საქმეთა სამინისტროს და „კრეაბს“ ერთდროულად ემსახურებოდეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 12:50
პრეს-დაიჯესტი
ბილდტის უახლოესი პირი შესაძლოა საგარეო საქმეთა სამინისტროს და „კრეაბს“ ერთდროულად ემსახურებოდეს
ავტორი:
13 სექტემბერი, 2014. 13:50


 

შვედური გამოცემა აფტონბლადეტ"  კარლ ბილდტის ირგვლივ შექმნილი სკანდალის შესახებ მორგი მასალას  აქვეყნებს. სტატიაში ნათქვამია, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი  და მისი უახლოესი გარემოცვის წევრი ულოფ ერენკრონა, საქართველოსთვის კომპანია „კრეაბში" მუშაობის პარალელურად, სახელმწიფო სამსახურშიც მსახურობდა.

 

 

 

„აფტონბლადეტს" დღეს შეუძლია გამოამჟღავნოს  ხელშეკრულება „კრეაბსა" და საქართველოს შორის, რომელიც 2006  წლის ნოემბერს არის დადებული ერთი წლის ვადით.




ხელშეკრულებაში მითითებულია „კრეაბის" სტრატეგიული მრჩეველი ულოფ ერენკრონა, ეს ხდება სამი კვირით ადრე, ვიდრე იგი საგარეო საქმეთა სამინისტროში ბილდტის უახლოეს მრჩევლად დაინიშნებოდა.




საქართველოს მთავრობის თანახმად, არსად არ არის მითითებული, რომ ხელშეკრულებისმოქმედების პერიოდში ჯგუფის შემადგენლობაშიცვლილები მოხდა, თუმცა ერენკრონა ამტკიცებს:„როდესაც მთავრობაში შეევედი მე არავითარი პარალელური ფუნქციები არ მქონია."




2004-2006 წლებში კარლ ბილდტი „მოდერატებთან" დაკავშირებული PR-კომპანიის„კრეაბ" თავმჯდომარე იყო. „აფტონბლადეტმა" ადრე გაუწყათ, რომ კარლ ბილდტი, კომპანიისსაბჭოს დატოვებამდე და მმართველი ალიანსის მთავრობაში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობის დაკავებამდე, მოანაწილეობას იღებდა საქართველოს „კრეაბის" კლიენტად აყვანის პროცესში.




გუშინ „აფტონბლადეტმა" გამოამჟღავნა დოკუმენტები, რომლებიც ასახავენ 2006-2007 წლებში18 მილიონი კრონის ოდენობის გადარიცხვებს საქართველოს მთავრობიდან„კრეაბში". საქართველოს ყოფილი მინისტრი ბილდტს კორუფციაში ადანაშაულებს.




ბილდტი უარყოფს ნებისმიერ კონტაქტს, რაც უკავშირდება საქართველოსა და „კრეაბს".


ახლა „აფტონბლადეტს" შეუძლია გაამჟღავნოს,რომ ბილდტის ახლო თანამშრომელი, წოდებითბარონი, მწერალი და დიპლომატი, ულოფ ერენკრონა „კრეაბში" საქართველოს ჯგუფის სტრატეგიული მრჩეველი იყო.




კრეაბისსაქართველოს ჯგუფში

 


უკვე ოთხი ათწლეულია ერენკრონა კარლ ბილდტის ახლო მეგზურია. 1973-1974 წლებში ერენკრონა „თავისუფალი მოდერატების" ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარის მოადგილე იყო, თავმჯდომარე კი ბილდტი იყო.




1991-1994 წლებში, როდესაც კარლ ბილდტი პრემიერ-მინისტრი იყო, მან ერენკრონა უახლოეს თანამშრომლად - პრემიერ-მინისტრის ოფისში დაგეგმარების ხელმძღვანელად წაიყვანა.




2006 წლის 11 დეკემბერს, ორი თვის შემდეგ, რაც კარლ ბილდტი საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა, ერენკრონა ელჩად დაინიშნა. ერენკრონას უწოდებენ „საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველსგლობალიზაციის საკითხებში", სხვა საკითხებთან ერთად, იგი აგრძელებს მუშაობას პოლიტიკის დაგეგმვაზე.  




"აფტონბლადეტს" ასევე შეუძლია იმ დოკუმენტების გამომზეურება, რომლებიცგვიჩვენებს, რომ ულოფ ერენკრონა შედიოდა იმ ჯგუფში, რომელიც „კრეაბმა" შექმნა საქართველოსთან სამუშაოდ.




2006 წლის 22 ნოემბრამდე 2 კვირით ადრე დაიდომრავალმილიონიანი ხელშეკრულება საქართველოსა და „კრეაბს" შორის. ხელშეკრულებაში მითითებულია „კრეაბის" პრექტის ჯგუფში შემავალი 8 პირის სახელი და გვარი, მათ შორისაა სტრატეგიული მრჩეველი ულოფ ერენკრონა.




ხელშეკრულების თანახმად,  ჯგუფის შემადგენლობაში ვერ შევა ცვლილებები ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების გარეშე.მაშინდელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ გურგენიძის 2008 წლის 31 იანვარის წერილით სრულდება „კრეაბთან" ხელშეკრულება.




საქართველოს იუსტიციის  სამინისტროს ერთ-ერთმა ახლანდელმა ხელმძღვანელმა სოფიო სიჭინავამ ოფიციალურად დაუსტურა„აფტონბლადეტს" დოკუმენტების ავთენტურობა:




-ჩვენ არ გაგვაჩნია დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებენ რაიმე ცვლილებებს „კრეაბის"პროექტში.




ეს იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულების თანახმად, ულოფ ერენკრონა 2008 წლის დეკემბრიდან 2008 წლის  იანვრამდე „კრეაბისთვის" მუშაობდა საქართველოზე და იმავდროულად იყო ბილდტის უახლოესი მრჩევლელი საგარეო საქმეთა სამინისტროში.




ანგარიშ-ფაქტურა საგარეო საქმეთა სამინისტრომდე ერთი დღით ადრე  ულოფ ერენკრონა უდასტურებს „აფტონბლადეტს", რომ მას"კრეაბში" საქართველოსთან მიმართებაში  გარკველი ფუნქციები ჰქონდა.




-ეს იყო 2006 წლის შემოდგომაზე, იყომოკლევადიანი და მეტად მარტივი.  მე მაშინქართველებისგან მქონდა დავალება, რომ „კრეაბის" მეშვეობით კონსულტაცია გამეწია მათთვის.დავალება იყო საქართველოს ბრიუსელში წარმოჩენა.

იგი აღნიშნავს, რომ ანგარიშ-ფაქტურა ორჯერ გააგზავნა, ერთხელ 8 ნოემბერს, ხოლო ბოლოს 10 დეკემბერს - ერთი დღით ადრე, ვიდრე მუშაობას დაიწყებდა ბილდტთან საგარეო საქმეთა სამინისტროში.




-როდესაც 22 ნოემბერს „კრეაბის"ხელშეკრულებაში ჯგუფის წევრად ეწერეთ, არ იცოდით,რომ ორი კვირის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა დაგეწყოთ მუშაობა?

 

 


-სამსახურში აყვანის პროცესი მეტად სწრაფად მოხდა.




ერენკრონას თანახმად, ბოლო ანგარიშ-ფაქტურა მოიცავდა მგზავრობას თბილისში 5-6 დეკემბერს, სადაც იგი კლიენტს შეხვდა.




-მე შევხვდი ხალხს, რათა იმ დავალების ფარგლებში, რაც დაკისრებული მქონდა მენახაისინი და მომესმინა მათთვის,  თუ როგორ უნდაწარმოჩენილიყო ქვეყანა უფრო მეტად ბრიუსელში.ისინი ხომ ამ წლების განმავლობაში გარკვეულ პროექტებს ახორციელებდნენ კომისიასთან ერთად.




თუმცა იგი უარყოფს, რომ მან მუშაობა გააგრძელა2008 წლის იანვრამდე, ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.




-არა, ეს არ არის სწორი.




-ხელშეკრულების თანახმად, ჯგუფის წევრებს ვერ შეცვლი ორმხრივი წერილობითიშეთანხმების გარეშესაქართველოს მთავრობისინფორმაციითამგვარი შეთანხმება არარსებობს.

 



-ეს ჩემთვის არ უთქვამთ.




-მაშინ რატომ ეწერეთ ჯგუფის წევრად, როდესაც 2006 წლის 22 ნოემბერსმრავალმილიონიანი ხელშეკრულება დაიდო?

 



-არ ვიცი,  ამის თაობაზე „კრეაბს" უნდა შეეკითხოთ. ჩემი საქმიანობა კომპანიაში შეწყდა2006 წლის შემოდგომაზე, როდესაც დავთანხმდი მთავრობაში შესვლას. რასაკვირველია ყველა ჩემისხვა საქმიანობა შეწყდა.  მე ამის შემდეგ არ მქონია პარალელური ფუნქციები.




-თქვენი კომპანიის გარეთ არასდროსყოფილხართ მრჩეველი?

 



-არა, არ ვყოფილვარ.




-მას შემდეგრაც საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყეთ მუშაობა „კრეაბთან"გქონდათ კონტაქტი?




-დიახ, მქონდა, მაგრამ არა კონკრეტულად ამ საკითხზე. იქ მივსულვარ, ხალხს შეხვედრივარ დაა.შ. მე ხომ იქ ხალხს ვიცნობ, ასე, რომ ეს არ არისგასაკვირი.




-ეს არ ყოფილა დაკავშირებული თქვენსსამუშაოსთან?

 



-არა.




-პროექტის ხელმძღვანელი  ჰანალენა ივარსონი აღნიშნავსრომ მთელი ამ ხნის განმავლობაში თქვენ სტრატეგიული მრჩეველი იყავით.

 



-ესე იგი, მას არასწორად ახსოვს.




კრეაბისხელმძღვანელი: „ერენკრონა დასაქმებული იყო"

 


„აფტონბლადეტი" დაუკავშირდა „კრეაბში"პროექტზე პასუხისმგებელ პირს გეორგ დანელს, რომელიც ხელს აწერდა საქართველოსთანხელშეკრულებას.




-ულოფ ერენკრონა ხომ საქართველოსთან თქვენი პროექტის სტრატეგიული მრჩეველი იყო 2006-2008 წლებში?


-იგი „კრეაბში" მუშაობდა.




-რაში მდგომარეობდა მისი როლი?

 



-ეს მას შეეკითხეთ. არ მახსოვს რას აკეთებდა. ჩვენ დიდი ჯგუფი ვიყავით.




-2006-2008 წლებში ერენკრონა თქვენთან იყო?

 



-ამაზე ვერ გიპასუხებთ. არ მახსოვს ზუსტი თარიღი და ვინ რას აკეთებდა. ხელშეკრულების თანახმად, ისჯგუფში შედიოდა. იგი „კრეაბში" იყო დასაქმებული. ის არ ყოფილა ჩვენს აქაურ ოფისში, იგი სტოკჰოლმის ოფისში იყო.


მე ბრიუსელის ოფისისაღმასრულებელი დირექტორი ვიყავი, დასაწყისში პასუხისმგებელი ვიყავი პროექტზე, თუმცა, შემდეგაღარ ვყოფილვარ ჩართული.




-პრობლემად არ მიიჩნეოდა, რომ იგი პარალელურად საგარეო საქმეთა

სამინისტროში მუშაობდა?

 



-ასე არ ყოფილა. ვერ ვხვდები რატომ უკავშირებთამას ამ სახით.




-ის ხომ საგარეო საქმეთა სამინისტროშიგადავიდა 2006 წელს კარლ ბილდტის დროს?

 


-როგორც კი მან „კრეაბი" დატოვა, რა თქმა უნდა, პროექტიც დატოვა, ზუსტად ისევე როგორც ყველა დანარჩენის შემთხვევაში მოხდა. თუკი მისი სახელი ფიგურირებდა მაშინ, როდესაც პროექტი იგეგმებოდა, ეს სხვა საკითხია. თუკი მთავრობის ადმინისტრაციაში შედიხარ, მთლიანად უნდა დატოვო სხვა ფუნქციები.




-საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ მათ არ გააჩნიათ დოკუმენტი, რომელიც მიუთითებსჯგუფის შემადგენლობაში მომხდარ ცვლილებებზე

 



-ეს როგორც წესი, ელ-ფოსტის მეშვეობით ხდება ხოლმე, ეს უნდა იყოს მიზეზი.




ჩვენი სტრატეგიული მრჩეველი"

 


როდესაც „აფტონბლადეტი" პროექტის ხელმძღვანელს ჰანალენა ივარსონს დაუკავშირდა, მან განაცხადა, რომ შეხვედრაზე მიდიოდა და არ იქნებოდა ხელმისაწვდომი არც ხუთშაბათს და არც პარასკევს.




-მე მინდოდა უბრალოდ გამეგო თქვენ 2006-2008 წლებში მონაწილეობდით აქართველოსთანდაკავშირებულკრეაბისპროექტში?

 


-დიახ.



-მათ შორისულოფ ერენკრონასთან ერთად?

 


-მე არ მქონია განსაკუთრებული კავშირი მასთან.



-მაგრამ იგი იყო სტრატეგიული მრჩეველი?

 


-დიახ, მაგრამ ყოველდღიური სამუშაოს დროს ჩვენ არ გვქონია ხშირი კონტაქტი.



-რას აკეთებდა იგი ამ პერიოდში?

 


-ამაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია.



-ულოფ ერენკრონა ხელშეკრულების ბოლომდე იყო თქვენთან?

 


-არა, როგორც მახსოვს, ყოველდღიურ  სამუშაოში არა.



-მაგრამ როგორც მრჩეველი?

 


-როგორც მრჩეველი კი.




მიუხედავად იმისა, რომ „აფტონბლადეტმა" ჰანალენა ივარსონის განცხადება ერენკრონას შესახებ მხოლოდ თავად ერენკრონას გააცნო,ივარსონმა მოგვიანებით თვითონვე დაურეკა „აფტონბლადეტს" და განუცხადა:


-ერთი საათის წინ  მე შეხვედრაზე მივდიოდი, როდესაც დამირეკეთ. როგორც გავიგე სხვებსაცდაკავშირებიხართ „კრეაბში" და გითქვიათ, თითქოს მე დამედასტურებინოს, რომ ერენკრონა იყო პროექტში.  მე ის გითხარით,  რომ ერენკრონა არ ყოფილა პროექტში.




-თქვენ თქვით, რომ იგი არ მონაწილეობდა ყოველდღიურ სამუშაოში, მაგრამ იყო სტრატეგიული მრჩეველი.

 



-მე ცალსახად გითხარით, რომ იგი არ ყოფილა პროექტში, ეს ხომ ძალიან ძველი ამბავია. არც კი მახსოვს ის წლები, რაც ახსენეთ.




-როგორ მოხდა, რომ  ერენკრონახელშეკრულებაში გაფორმებულია როგორც საქართველოს ჯგუფის სტრატეგიული მრჩეველი?

 



-მე მასთან არ მიმუშავია. მე მას ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ შევხვდი ევროპის პროექტზე.




-თქვენ იყავით პროქტის ხელმძღვანელი, ხოლო ხელშეკრულებაში წერია, რომ ერენკრონა ჯგუფში სტრატეგიული მრჩეველიიყო.

 



-არა, მე არ მიმუშავია ერენკრონასთან, მე მას არ ვიცნობ.  მე მასთან ერთად არასდროს მიმუშავია, ხოლო ეს პროექტი ევროკავშირის პროექტი იყო დამოიცავდა სუბსიდიებს ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის.




-ხელშეკრულებაში წერია, რომ ჯგუფისშემადგენლობის შეცვლისთვის საჭიროა ორმხრივი წერილობით შეთანხმება.  საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ ამგვარი რამ არ მოიპოვებაესე იგითქვენ ხელშეკრულება დაარღვიეთ, როცა არ შეატყობინეთ,რომ ერენკრონამ დატოვა პროექტი?

 



-ერენკრონა არ ყოფილა ჯგუფის წევრი იმ პერიოდში, როდესაც მე პროექტის ხელმძღვანელი ვიყავი.




„აფტონბლადეტი" ეცადა კარლ ბილდტან დაკავშირებას, მაგრამ მისმა პრეს-მდივანმა გადმოგვცა, რომ ბილდტმა „აფტონბლადეტის" კითხვებს გუშინ ტვიტერით გასცა პასუხი და მას არ აქვს საფუძველი კომენატარი გააკეთოს იმაზე, თუ რას საქმიანობდა ერენკრონა როგორც კერძო პირი.




http://www.aftonbladet.se/nyheter/article19514832.ab

  


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016