კულტურა
ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, კულტურის სამინისტრო დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას იწყებს
13 სექტემბერი, 2014. 17:40
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ქართველი პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელის დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტს განახორციელებს. აღნიშნული ინიციატივა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის.
სოფელ ქვიშხეთში მდებარე სახლი, სადაც საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ყიფიანმა მთელი ცხოვრება გაატარა და შემდგომ მწერალთა საზაფხულო რეზიდენცია იყო, დღეს დანგრევის პირასაა.
პროექტის ორგანიზება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა. პროექტი შემუშავდება პროფესიონალი არქიტექტორების მიერ, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შენობის გადარჩენის ზუსტ გეგმას დასახავენ.
(მოამზადა ანა ნოდიამ)
13 თებერვალი, 2016. 13:40
12 თებერვალი, 2016. 00:11
09 თებერვალი, 2016. 00:52
08 თებერვალი, 2016. 17:08
08 თებერვალი, 2016. 16:03
08 თებერვალი, 2016. 12:02
04 თებერვალი, 2016. 12:00
04 თებერვალი, 2016. 11:23
03 თებერვალი, 2016. 12:30
03 თებერვალი, 2016. 04:27
31 იანვარი, 2016. 01:21
29 იანვარი, 2016. 21:29
29 იანვარი, 2016. 02:50