reportiori.ge - მოსყიდულნი: ისინი, ვინც საზოგადოებრივ აზრს ქმნიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:54
მსოფლიო
მოსყიდულნი: ისინი, ვინც საზოგადოებრივ აზრს ქმნიან
ავტორი:
14 სექტემბერი, 2014. 16:27


ბიზნესი საგარეო პოლიტიკაში

(შემოკლებით, თავისუფალი თარგმანი)



საგარეო პოლიტიკის ფრონტებზე არა მარტო პოლიტიკოსები, დიპლომატები, ექსპერტები „იბრძვიან" ან ჟურნალისტები წერენ, არამედ მათ გვერდით, კულუარებში, ფარული საქმიანობა მიმდინარეობს: ექს-პოლიტიკოსები, კონსულტანტები, პიარ-სააგენტოების კონსულტანტები  თავიანთ კლიენტებს - პოლიტიკოსებს და პარტიებს ლობირებენ, რათა ისინი ვაშინგტონში ან ბრიუსელში, დასავლეთის სხვა აქტიური პოლიტიკის ცენტრებში კეთილშობილი იმიჯით წარმოჩინდნენ... ეს ის საკითხია, რომელსაც დღემდე მცირე ყურადღება ეთმობა", - წერს შვეიცარული გაზეთი „ნოიე ციურჰერ ცაიტუნგი" (ავტორი სილვია შტოიბერი).


„გეოპოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისთ მნიშვნელოვან ქვეყნებს, ისეთებს, როგორიც, ვთქვათ აზერბაიჯანი, ყაზახეთი ან საუდის არაბეთია, იმიჯის გაკეთილშობილება სჭირდებათ. ეკონომიკურად და პოლიტიკურად შეუმჩნეველი სახელმწიფოები უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საერთაშორისო არენაზე პარტნიორებს ეძებენ, ისინი დახმარებისთვის მიმართავენ ფინანსურ ორგანიზაციებს, ცდილობენ გახდნენ ისეთი ბოლის წევრები, როგორიც NATO-ა.. მათთან არაფორმალური კომუნიკაციებისა და კონტაქტების მიზნით ეს ქვეყნები კონსულტანტებს და აგენტებს  ქირაობენ და მათ ფულს უხდიან.


დამოუკიდებელი კონსულტანტები პოლიტიკოსებისათვის ხშირად უფრო სასარგებლონი არიან, ვიდრე დიპლომატები, - ამბობს თომას ეიმონ-ლარიტაზი ლონდონის სააგენტო APCO Worldwide-დან, - მე შემიძლია უფრო თამამად გამოვხატო ჩემი თვალსაზრისი და არ მქონდეს სამსახურის დაკარგვის შიში. ელჩისაგან მე უფრო მეტი ინფორმაციის მიღება შემიძლია და მეტი გავლენა მაქვს იმ პიროვნებებს შორის, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ", - ამტკიცებს იგი. სხვათა შორის, თომას ეიმონ-ლარიტაზი კონსულტაციებს უწევდა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ სიმეონ საქსკობურგს, საქართველოს პრეზიდენტ  მიხეილ სააკაშვილს და უკრაინელ ოლიგარქ ვიქტორ პინჩუკს. უფრო ადრე იგი მუშაობდა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრებთან ლიონელ ჟოსპენთან და ჟან-პიერ რაფარენთან.


საქართველოს მთავრობისათვის თომას ეიმონ-ლარიტაზი კომუნიკაციურ სტრატეგიას ამუშავებდა, რომელსაც რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის შემდეგ ამ ქვეყნის იმიჯი უნდა გაეუმჯობესებინა და ევროპის წინაშე კვლავ საუკეთესო სახით უნდა წარედგინა. ეიმონ-ლარიტაზი საქართველოს სააგიტაციოდ ევროპულ დედაქალაქებში თავის კონტაქტებს იყენებდა. იგი თავის ფუნქციებს „ადვოკატის საქმიანობას" უწოდებს: საზოგადოებრივი სფერო სასამართლოს ჰგავს, რომლის წინაშე შენი კლიენტები სხვა პარტიებისა და პოლიტიკოსებისაგან უნდა დაიცვა. აქ არ იქნება სრული სინამდვილე, მაგრამ იქნება დაბალანსებული ინფორმაცია. საჭიროა ამ ინფორმაციის სასურველი კუთხით წარმართვა. ამისთვის მე მჭირდება მეტ-ნაკლებად რეალური მოვლენები, დანარჩენს კი, როგორი კუთხით და ინტერპრეტაციით აისახოს, ამას  მოევლება".


სტატიაში გადმოცემულია რიგი ლობისტური ისტორიები: ამერიკელ დემოკრატ რიჩარდ ჯეფარდთან დაკავშირებული ამბები (სომხების გენოციდის აღიარების მცდელობების საკითხში), ყაზახეთის პრეზიდენტ  ნურსულთან ნაზარბაევთან მიმართებით (ბრიტანულმა მასმედიამ ახლახან შეიტყო, რომ მას 2011 წელს დიდი თანხების სანაცვლოდ ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ტონი ბლერი უწევდა კონსულტაციებს, თუ როგორ უნდა ახსნილიყო დასავლეთის წინაშე ის სისხლიანი დარბევა, რომელმაც მსხვერპლი გამოიწვია).

პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ 2013 წლის მონაცემებით, აშშ-ში ყველაზე მეტად ლობისტურ ფირმებს დახმარებისთვის მიმართეს სერბეთმა, საქართველომ, აზებაიჯანმა. მათ მიჰყვება კოსოვო, ჩენოგორია, ტაჯიკეთი და უკრაინა.


„იბადება კითხვა: საიდან ხარჯავენ პატარა სახელმწიფოები ამდენ ფულს? საქართველოს შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას ფულის ხარჯვა, ალბათ, იმ თანხებიდან შეეძლო, რომელიც მას ვაშინგტონმა მისცა სხვადასხვა, დაუზუსტებელი მიზნებისათვის. ასეთი აზრი აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის ექსპერტ  ლინკოლნ მიტჩელს. საქართველოს პროკურატურა ამჟამად იძიებს ამ მიზნით მიხეილ სააკაშვილის მიერ თანხების ხარჯვას სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუმცა ჯერ-ჯერობით რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი არ არის".



„ზოგჯერ ისე ხდება, რომ ლობისტებს დახმარებისთვის სახელმწიფოები კი არა, ცალკეული კერძო პირები მიმართავენ: ისინი დაინტერესებულნი არიან შიდაპოლიტიკური საკითხები საერთაშორისო არენაზე გაიტანონ. ამის მაგალითია იულია ტიმოშენკოს ისტორია მისი დაპატიმრების შემდეგ, როცა მისმა მეუღლემ ალექსანდრემ 2013 წელს თითქმის ნახევარი მილიონი დოლარი გადაუხადა იურიდიული ფირმა Wiley Rein-ის ადვოკატებს აშშ-ში იმ მიზნით, რომ ტიმოშენკოს სახელი ვაშინგტონს არ დაევიწყებინა და ყურადღების ცენტრში ყოფილიყო. „ფრონტის" მეორე მხარეს  კი იდგა პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის იმიჯის დამცველი ფირმა Arnall, რომელიც რეგიონების პარტიის სასარგებლოდ მუშაობდა. სხვათა შორის, როგორც ირკვევა, ლობირებასთანაა დაკავშირებული ვიქტორ იანუკოვიჩის უარი ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე.


ქართველებიც ცდილობენ თავიანთი ურთიერთწინააღმდეგობა საერთაშორისო არენაზე გაიტანონ. მიხეილ სააკაშვილს თავისი პრეზიდენტობის დროს საკმაოდ ბევრი ლობისტი ჰყავდა დაქირავებული, რომლებთაც მჭიდრო კონტაქტები ჰქონდათ ვაშინგტონის კონსერვატიულ წრეებთან და ბრიუსელში - ევროპელ ქრისტიან-დემოკრატებთან. მმართველობის პირველ წლებში მიხეილ სააკაშვილმა თავისი ქარიზმითაც ბევრი პოლიტიკოსი პოზიტიურად განაწყო. საქართველოს ექს-პრეზიდენტი ხალისით აჯილდოვებდა მის მხარდამჭერ პოლიტიკოსებსაც, მაგალითად, ევროპარლამენტის დეპუტატს, პოლონელ ქშიშტოფ ლიზეკს. რუსეთთან ომის შემდეგ მიხეილ სააკასვილის პრესტიჟი დაეცა, მაგრამ ბევრი კონსერვატორი კვლავ მის მხარეზე რჩება. ლობისტებს დახმარებისთვის  მისმა მოწინააღმდეგემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმაც მიმართა (ვაშინგტონში - Patton Boggs-სს და ბრიუსელში - Cambre Associates-ს), თუმცა, 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების მიუხედავად, მორიდებული ბიზნესმენის კოალიციას საერთაშორისო არენაზე სიძნელეები აქვს".


სტატიის დასასრულს ნათქვამია: „ლობისტის მუშაობა უნაკლო არ არის, შეკვეთებს ყველა ვერ ასრულებს. ვაშინგტონში და ბრიუსელში არსებული მათი კონტაქტების მიუხედავად,  ყველა ლობისტი ვერ გამოიყურება დამაჯერებლად, რადგან მათ ძალიან ცოტა იციან ხოლმე იმ ქვეყნების შესახებ, რომლებსაც ისინი უწევენ ლობირებას". 

 

http://www.nzz.ch/international/das-geschaeft-mit-der-aussenpolitik-1.18382697

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016