reportiori.ge - ამერიკელების მესიჯი გიორგი მარგველაშვილსა და ირაკლი ალასანიას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 02:10
ინტერვიუ
ამერიკელების მესიჯი გიორგი მარგველაშვილსა და ირაკლი ალასანიას
ავტორი:
15 სექტემბერი, 2014. 20:25



ვინ უღალატებს პირველი ირაკლი ღარიბაშვილს!

 

 

პოლიტიკური შვებულება დასრულდა. ქართულ პოლიტიკურ რეალობაში შემოდგომა ყოველთვის ახალ ეტაპად ითვლებოდა და ახლაც ასეა: პრეზიდენტისა და პრემიერის დავაში ბიძინა ივანიშვილიც ჩაერთო და სამოქალაქო ფლანგზე გააქტიურებაც დააანონსა. როგორ განვითარდება მოვლენები, რისთვის ემზადება მმართველი კოალიცია და სადაა არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გაპროტესტებას სექტემბრიდან აპირებდა და მასშტაბური საპროტესტო აქციებით იმუქრებოდა? მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ექსპერტი კახი კახიშვილი აფასებს 

 

თუ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს, ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკურ პროცესებს კულუარებიდან მართავს. განცხადებების გაკეთებას ვერავინ დაუშლის. როგორც თითოეულ ჩვენგანს, ისე ბიძინა ივანიშვილსაც აქვს პოლიტიკური შეფასებების უფლება; მეტიც, მის განცხადებებს, სხვებისგან განსხვავებით, საკმაოდ მაღალი პოლიტიკური წონა აქვსარ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგი იყო ლიდერი, რომლის ავტორიტეტითაც არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა დამარცხდა და ამჟამინდელი მთავრობა ხელისუფლებაში მოვიდა 

 

ორკვირიანი დავის შემდეგ, ვინ უნდა წასულიყო გაერო-შიპრეზიდენტი თუ პრემიერი, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაკონკურენტი“ გიორგი მარგველაშვილისთვისაც გადამწყვეტი აღმოჩნდა ანუ ვიდრექართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, მთავარი პერსონა მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი იქნება 

 

ივანიშვილის განცხადებასქართულ ოცნებაზე“ გავლენა, პირდაპირ თუ ირიბად, აქვს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ. მისმა სიტყვამ და ქმედებამ ნაციონალური მოძრაობის ბედი გადაწყვიტა და რატომ გვიკვირს, რომ მისი განცხადება მთავრობის რომელიმე წევრისთვის გადამწყვეტია? მაინტერესებს, ბიძინა ივანიშვილს საუბარი ცხოვრების ბოლომდე უნდა აუკრძალონ? მიხეილ სააკაშვილსაც აქვს ნაციონალურ მოძრაობაზე გავლენა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და იმპულსურად, უბრალოდ, დღეს გვეჩვენება. იმ ადამიანების მიკვირს, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილის გაჩუმების სურვილი აქვთ, თუმცა პარალელურად, თითქოს თითოეული მოქალაქის სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვიან 

 

სექტემბრის დასაწყისში პოლიტიკური პროცესები კრიმინალურმა ქრონიკამ გადაფარა. ახალი პოლიტიკური სეზონი პოლიტიკოსების პასიურობით რატომ დაიწყო? 

 

კრიმინალურ ვითარებაზე აპელირებაც პოლიტიკური ცხოვრების ნაწილიანაციონალური მოძრაობა აქტიურად ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, შექმნას განცდა და ილუზია, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ქვეყანაში ცხოვრება გაუარესდა და რეგრესია. პოლიტიკური გააქტიურება კი მას შემდეგ დაიწყება, რაც ტელევიზიები პოლიტიკური თოქ-შოუების სეზონს გახსნიან. ახლა პოლიტიკოსები დასვენებულები არიან. სავარაუდოდ, 15 სექტემბრიდან ისინი ახალი ძალითა და ენერგიით ჩაერთვებიან პოლიტიკურ ცხოვრებაში.   

 

ერთია ენერგია, მეორე შესაძლებლობები. ძირითადი მოთამაშე – „ქართული ოცნება“, მთავარი ოპოზიციური ძალანაციონალური მოძრაობაპოლიტიკური ცხოვრება ისევ ამ კონფიგურაციით გაგრძელდება 

 

გარკვეულწილად, პოლიტიკურ ასპარეზზე არასაპარლამენტო ოპოზიციის პასიურობას ხელიქართულმა ოცნებამ“ შეუწყო, როცა ძირითად ოპონენტად მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა აღიარა. იმის გამო, რომ ქვეყანაში მომავალი ორი წლის განმავლობაში არჩევნები მოსალოდნელი არაა და ცოტა ხნის წინ, საკმაოდ რთული თვითმმართველობის არჩევნები დასრულდა, არასაპარლამენტო ოპოზიციამ საზაფხულო ტაიმ-აუტი აიღო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციის შვებულება არ დასრულდება. როგორც მოგახსენეთ, შემოდგომის პოლიტიკურად აქტიური ფაზა ჯერ არ დამდგარა 

 

წესით, დასვენებული არასაპარლამენტო ოპოზიცია ჯერ კიდევ ივლისში დაანონსებული საპროტესტო აქციებისთვის უნდა ემზადებოდეს. სად არის ბურჯანაძე და მისი პოლიტიკური აქტივობა?   

 

არ მგონია, ეს განცხადება თავის დროზე სერიოზულად გაჟღერებულიყო. ეს უფრო საარჩევნო რეჟიმში გაკეთებულ განცხადებას ჰგავდა, რომელსაც გრძელვადიანი მიზანი არ ჰქონდა. არეულობით ხელისუფლებაში მოსვლა ნაციონალური მოძრაობის იდეაა. ნაციონალებმა 2003 წელსაც იცოდნენ, რომ რევოლუციის გარეშე ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდნენ. დღეს უფრო კარგად აქვთ გააზრებული, რომ ხელისუფლებაში საარჩევნო ციკლით დაბრუნება გამორიცხულია და მხოლოდ ერთი შანსი აქვთქვეყანაში არეულობა შექმნან, ამიტომ ყველა ფლანგზე ცხელი წერტილის შექმნას ცდილობენ, სპეკულირებენ კრიმინალური და სოციალური საკითხებით. მათი მიზანია, ხელისუფლების ბერკეტები შეარყიონ 

 

ამ ავანტიურაში ნაციონალური მოძრაობა წარმატებებს აღწევს?    

 

შესაძლოა, შემოდგომის პოლიტიკურად აქტიური ფაზის დადგომის შემდეგ, საპროტესტო გამოსვლები დაიწყოს, რაც ნორმალური იქნება, თუ, რა თქმა უნდა, აქციები კანონის ფარგლებს არ გასცდება. საქართველოს კონსტიტუცია თითოეულ ჩვენგანს გვაძლევს სიტყვის თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობას. შესაძლოა, ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, ქუჩაში სხვა პოლიტიკური პარტიები და რიგითი მოქალაქეებიც გამოვიდნენ, მაგრამ ამ ეტაპზე, ეს მასშტაბური ვერ იქნება და ამ გზით ხელისუფლების დამხობაზე საუბარიც ზედმეტია. დღესქართული ოცნება“ საკმაოდ ძლიერია, თანაც მის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საზოგადოებაში სერიოზული ავტორიტეტით სარგებლობს. არც იმას გამოვრიცხავ, პროვოკაციული, კანონდარღვევით გამართული აქციებიც დაიგეგმოს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ამ გზით ხელისუფლების შეცვლა სამომავლო პერსპექტივაა ანუ 2016 წლის შემდეგ და არა  მანამდე 

 

– 2016 წელს კოალიცია გულხელდაკრეფილი შეხვდება? ზაფხულში ხელისუფლება, ძირითადად, საგარეო საკითხებზე იყო გადართული, ახლა შიდაპოლიტიკურ ცხოვრებაში ცვლილებებს არ ელით 

 

როცა ხელისუფლებაში ხარ, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას გიმზადებს. ყველა ბერკეტი გაქვს საიმისოდ, რომ თუნდაც საბოტაჟის ფაქტები დროულად გამოავლინო და კონკრეტულ პრობლემებზე პრევენციულად იმოქმედო. „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაც სწორედ ესაა! დღეს ხელისუფლება პოსტფაქტუმ მოქმედებს და ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მმართველი გუნდი ერთპარტიული არ არის. ხელისუფლებამ ერთი მთავარი საკითხი ვერ გათვალა: მართალია, კარგია, როცა ოპონენტად ნაციონალური მოძრაობა გყავს, რომლის მართალიც არ დაიჯერება, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს პოლიტიკური ძალა პოზიციებს გაიმაგრებს, მეტ-ნაკლებად ფეხზე დადგება და შტურმზე გადავა. „სამდურაკის“ პრინციპი, დროთა განმავლობაში, მოსახლეობას აღიზიანებს და ხელისუფლებისგან კონკრეტულ შედეგებს ითხოვს. სწორედ ამიტომ, ნაციონალური მოძრობა, ყოველდღიურად ცდილობს ახალი თემებისშემოგდებას“, რათა ხელისუფლება მუდმივად თავისმართლების რეჟიმში ამყოფოს. ვფიქრობ, ეს სტრატეგია გაგრძელდება და შესაძლოა, უფრო დიდი მასშტაბითაც. ამ მხრივ, ხელისუფლებას ცუდი ტაქტიკა აქვს შერჩეული 

 

ამ ფონზე არც ნაციონალურ მოძრაობის რეიტინგი მატულობს...   

 

დიახ, მაგრამ ფაქტია: ნაციონალურმა მოძრაობამ პარტია და მოტივირებული ამომრჩევლის მხარდაჭერა მეტ-ნაკლებად შეინარჩუნა. ამასთან, ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელიც საპარლამენტო ტრიბუნას იყენებს, სწორედ ნაციონალური მოძრაობაა. ყოფილი სახელისუფლო გუნდი, ჯერჯერობით, ცენტრალური ოპოზიციის ფლანგის დაკავებას და პარალელურად, სხვადასხვა ტექნოლოგიით კოალიციის გახლეჩას ცდილობს. ამაში თავად NDI- ჩაერთო, როცა ისეთი კვლევის შედეგები წარადგინა, რომელიც მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ინტერესებში შედის. ეს იყო მინიშნება: კოალიციის ყველაზე დიდი ავტორიტეტის, ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი ყოველდღიურად იკლებს და თავისუფლად იმოქმედეთ იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ გაერთიანების დატოვებას ფიქრობთ, მაგრამ ჯერ ვერ გადაგიწყვეტიათო. განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა ირაკლი ალასანიასა და გიორგი მარგველაშვილზე. უფრო მეტად მარგველაშვილს მიანიშნეს, პარტია შექმენი და დამოუკიდებლად იმოქმედეო.    

 

მარგველაშვილი ის პოლიტიკური ლიდერია, რომელიც დამოუკიდებლად წარმატებულ თამაშს შეძლებს?    

 

სწორედ ამიტომ ვახსენებ მინიშნებას, რომელიც ამერიკული ინსტიტუტის კვლევის შედეგებში მკვეთრად იკითხება.   ახლა ყველა, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილი და .. ურჩი მინისტრები სხედან და ფიქრობენ 2016 წლის არჩევნების სამოქმედო სტრატეგიაზე. ღარიბაშვილს კარგად ესმის, რომ წარმატებას მხოლოდ გუნდში ერთგული ადამიანების ყოფნით მიაღწევს. ამისთვის ემზადება ის ფლანგიც, რომელიც ღარიბაშვილის პოლიტიკისგან დისტანცირებასა და დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაშის დაწყებას ისე ცდილობენ, ჯერ კიდევოცნების“ წევრებად ითვლებიან. ეს ჩვეულებრივი ნერვების ომია, რომელსაც სწორი ტაქტიკური სვლა და ანალიზი სჭირდება. დაახლოებით, იანვარ-თებერვალში ყველაფერი ბევრად თვალსაჩინო გახდება. პროცესი დაჩქარდება, თუ ირაკლი ღარიბაშვილი ჩათვლის, რომ .. ურჩი მინისტრები შესაცვლელია

 

მთავარია, შევარდნაძის პერიოდი არ განმეორდეს, როცა მინისტრები კონსულტაციებზე სააკაშვილთან დარბოდნენ. თუ ღარიბაშვილთან სხდომიდან გამოვიდნენ და რომელიმე X პოლიტიკური ცენტრის ლიდერთან მივიდნენ, ამით ქვეყანას შეექმნება პრობლემები, რადგან პოლიტიკურ კრიზისს ყოველთვის სერიოზული პრობლემები ახლავს 

 

ვიდრე პოლიტიკოსები გადაჯგუფებაზე ფიქრობენ, რატომ უშვებს საზოგადოება ძველ შეცდომას და არ ცდილობს ხელისუფლების გაკონტროლებას თუ ხალხი ისევ ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას ელის?   

 

შესაძლოა, გამზადებული და გადაწყვეტილი პოლიტიკური ცენტრი ამ ეტაპზე არ არსებობს, მაგრამ იკვეთებიან ფიგურები, რომლებიც ძირითადად  ღარიბაშვილზე ან ივანიშვილზე განაწყენდნენ და არაა გამორიცხული, მომავალში გაერთიანდნენ. ეს 2016 წლის არჩევნების მოახლოებასთან ერთად გამოჩნდება. ჯერჯერობით, ამ ფიგურების პროგნოზი შეუძლებელია. მოსალოდნელია, ვინც დღეს პრემიერთან ოპონირების რეჟიმშია, ურთიერთობა დაალაგოს, ის კი, ვისაც თავი შოკოლადში ჰგონია, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდეს.   

 

რუსუდან შელია

 

 გაზეთი „ვერსია“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016