reportiori.ge - დავით ნარმანია: ბაზრობის ადმინისტრაცია დაზარალებულ მოვაჭრეებს კომპენსაციას გადაუხდის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 23:03
საზოგადოება
დავით ნარმანია: ბაზრობის ადმინისტრაცია დაზარალებულ მოვაჭრეებს კომპენსაციას გადაუხდის
16 სექტემბერი, 2014. 17:34

 

 

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, „ბოშების ბაზრობის" ადმინისტრაცია მოვაჭრეებს კომპენსაციას გადაუხდის. დავით ნარმანია  ბაზრობის ტერიტორიაზე დაზარალებულ მოვაჭრეებს ესაუბრა, შემდეგ კი ადმინისტრაციასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ ფინანსური დახმარების მოცულობა, რომელსაც ადმინისტრაცია მოვაჭრეებს გადაუხდის, ინდივიდუალურად განისაზღვრება. მისივე თქმით, ეს მოვაჭრეებსა და კომპანიას შორის მოლაპარაკების საგანია, თუმცა, რაიონული გამგეობა შუამავლის როლს ითავებს და პროცესში მონაწილეობას მიიღებს.

 

 

ვესაუბრეთ სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს, მეწილეებს, რომლებიც ღებენ პასუხისმგებლობას, რომ დაზარალებულ ადამიანებს დახმარება აღმოუჩინონ, დღესვე შედგება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა და დაოქმდება ეს საკითხი, რათა კონკრეტულად დოკუმენტი გვქონდეს ხელთ და ამ დოკუმენტით იყოს განსაზღვრული, თუ რა პასუხისმგებლობას იღებს კომპანია.

 

 

გარდა ამისა, კომპანიას ბანკიდან დამატებითი ფინანსური რესურსის მიღების საშუალება აქვს. შესაბამისად, ამ ადამიანებს აღმოუჩენენ ისინი დახმარებას, მეორე ნაწილი მიღებული დაფინანსებისა მოხმარდება მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას. უკვე ჰქონდათ მათ თბილისის მერიაში შემოტანილი პროექტი და ჩვენ ძალიან სწრაფად განვიხილავთ ამ პროექტს და მივცემთ თანხმობას ახალი ფორმით განაშენიანებასთან დაკავშირებით. ასევე, ადმინისტრაციას დაზიანებული ტერიტორიის დასუფთავების საკითხებში დავეხმარებით", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

 

 

მისივე ინფორმაციით, რამდენიმე ოჯახს ზიანი მიადგა, კერძოდ, დაზიანებულია სახურავები, რომელთა აღდგენაზეც თბილისის მერია იზრუნებს. დავით ნარმანიას განცხადებით, მოვაჭრეებს შესაძლებლობა ექნებათ, დახმარება გამოიყენონ ბანკში კრედიტის დასაფარად ან შეიძინონ ახალი საქონელი, რომლითაც ახალ ტერიტორიაზე საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ.

 

 

ე.წ. ბოშების ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი დღეს გამთენიას გაჩნდა, დამწვარი არის 2500 კვ.მ ფართობი, მოვაჭრეების ნაწილი ხანძრის მიზანმიმართულად გაჩენაზე საუბრობს.

 

 

ხანძრის შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღო დაცვის წარმომადგენელმა. დაზიანებული არის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი სახლის სახურავი. ორ ოთახში წყალია ჩასული.

 

 

ადგილზე მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ დედაქალაქის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი, დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლადო ძნელაძე. ადგილზე ამ დრომდე რჩებიან საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადები. პერიმეტრზე ასევე იმყოფებიან მოვაჭრეები, რომლებიც ადმინისტრაციასთან შეხვედრას და მათგან რეაგირებას ითხოვენ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016