კონფლიქტები
ოკუპანტებმა ხურვალეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
16 სექტემბერი, 2014. 17:54
რუსმა ოკუპანტებმა ხურვალეთში მავთულხლართების მიღმა მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დათა ვანიშვილი დააკავეს.
ტელეკომპანია „იმედის" ინფორმაციით, ვანიშვილი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პენსიის ასაღებად იყო გადმოსული და დაკავება უკან დაბრუნებისას მოხდა. მისი ადგილსამყოფელი უცნობია.
დაკავების შესახებ ვანიშვილის ოჯახს უცნობმა პირებმა აცნობეს. დაკავებამდე ის ჟურნალისტებმაც ნახეს, რომლებიც ვატიკანის დელეგაციას ახლდნენ. ვანიშვილის დაკავება, სავარაუდოდ, დელეგაციისა და ჟურნალისტების წასვლის შემდეგ მოხდა.
12 თებერვალი, 2016. 11:05
19 დეკემბერი, 2015. 13:29
05 ნოემბერი, 2015. 12:49
29 ოქტომბერი, 2015. 12:32
13 ოქტომბერი, 2015. 14:18
26 აგვისტო, 2015. 13:42
13 აგვისტო, 2015. 12:49
04 აპრილი, 2015. 10:36
03 აპრილი, 2015. 20:10
12 მარტი, 2015. 20:18
28 თებერვალი, 2015. 15:39
21 თებერვალი, 2015. 12:07
18 თებერვალი, 2015. 18:30
17 თებერვალი, 2015. 20:02