reportiori.ge - ქართული ოცეული „Rapid Trident 2014“ სწავლებაში ჩაერთო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 22:54
საზოგადოება
ქართული ოცეული „Rapid Trident 2014“ სწავლებაში ჩაერთო
17 სექტემბერი, 2014. 19:38


უკრაინაში, იავორივის საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ცენტრში ბატალიონის დონის მრავალეროვნული საველე სწავლება „Rapid Trident 2014" მიმდინარეობს. წვრთნაში საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის ოცეული მონაწილეობს.


საერთაშორისო საველე სწავლების მიზანი NATO-ს წევრი და „პარტნიორობა მშვიდობისათვის" (PFP) ფორმატში მონაწილე ქვეყნების ურთიერთთავსებადობის ამაღლებაა. სწავლების სცენარის მიხედვით, მრავალეროვნულ ბრიგადას უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ ერთობლივი ძალებით უწევს მოქმედება.


„Rapid Trident 2014"-ის პირველი კვირა სიტუაციურ სწავლებას ეთმობა, რომელიც ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენასა და გაუვნებელყოფას, კონვოის ოპერაციებსა და პატრულირებას მოიცავს.


სწავლება აშშ-ის ევროპული სარდლობის ორგანიზებით იმართება. წვრთნაში 15 ქვეყნის ქართველი, ამერიკელი, უკრაინელი, აზერბაიჯანელი, ბრიტანელი, გერმანელი, ლატვიელი, ლიტველი, მოლდოველი, ნორვეგიელი, პოლონელი, ბულგარელი, კანადელი, რუმინელი და ესპანელი 1300-მდე სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. მრავალეროვნული საერთაშორისო საველე სწავლება „Rapid Trident 2014" 26 სექტემბერს დასრულდება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016