reportiori.ge - ექიმი ჰაუსის 40 საუკეთესო ციტატა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 22:56
სხვადასხვა
ექიმი ჰაუსის 40 საუკეთესო ციტატა!
17 სექტემბერი, 2014. 20:33


  • გამარჯობა, მე მქვია ექიმი ჰაუსი! და დიდი ხანია ფსიქოპატი ხართ?
  • თქვენ მუდამ ასეთი სულელი ხართ, თუ დღეს განსაკუთრებული შემთხვევაა?
  • მაიგნორებთ? თუ ჩუმათ ტკბებით ჩემი მომხიბლელობით?
  • თქვენ ცოტათი სავსე ხართ. სიტყვაში „ცოტათი" ვგულისხმობ, რომ ისე გასკდით ჭამით - ცალი ფეხი სამარეში გაქვთ.
  • ვიზიარებ. დიდი ხანი იცოცხლებს და ყელში ამოგიყვანთ თავის თავს.
  • უნდა გავიქცე... ბევრი ავადმყოფი მყავს. თუ ცოტა ავჩქარდები.. შეიძლება მოვახერხო მათგან გაქცევა.
  • სინდისი? იმაზე ამბობ, თავის თავს რომ გახსენებს, როცა ლოგიკური მიზეზი არ გაქვს ასე იქცეოდე, როგორც შენგან ითხოვენ?
  • პაციენტი მოკვდა? თუ უნდა ვიმუშაო?
  • მინდა, რომ კბილებში დაგარტყათ, მაგრამ რატომ უნდა გამოვასწორო თქვენი გარეგნობა?
  • კარგია იყო ზრდასრული. არავის მიმართ არაფრის ვალდებული არ ხარ.
  • ყველა ბავშვს ერთ საერთო ნაკვთი აქვს - ყველა მათგანი კრეტინია.
  • თქვენი ტვინი დაზიანებულია... მარადიული ბედნიერებისთვის ხართ განწირული.
  • მოატყუო მშობლებს - ეს, რა თქმა უნდა, სწორია, მაგრამ სიკვდილის წინ, შეიძლება უკან დაიხიო კიდეც.
  • მართალი ვარ თუ... მართალი ვარ?
  • ფიცი ხომ დადე, რომ მაგარი იქნებოდი? შენი არ ვიცი და მე დავდე, როცა სხვა ყველა ჰიპოკრატეს ფიცს დებდა.
  • 2 ვარიანტი გაქვს. გააგრძელო ჩემთან კამათი და გააკეთო , რაც მე ვთქვი, ან გააკეთო , რაც მე ვთქვი.
  • ნუთუ ეს მგლურაა? ოცნებები ხდება!
  • ჩეიზი: მას მხოლოდ 2-3 თვე დარჩა.

ჰაუსი: კარგი ამბავიც გვაქვს: ეს ნიშნავს, რომ ისევ მართალი ვარ.

  • ჰაუსი: მისის ადამს, შეგიძლიათ ცოტა ხნით დაგვტოვოთ?

მისის ადამსი: რატომ?

ჰაუსი: იმიტომ, რომ მაღიზიანებთ.

  • ჩეიზი: თქვენ ხუმრობთ!

ჰაუსი: ნუ, ეს არც ისე რთულია... რა შეიძლება კიბოზე სასაცილო იყოს?

  • უილსონი: ეშმაკმაც დალახვროს, პაციენტი თირკმელების უკმარისობის ტერმინალურ სტადიაზეა. გული დიალიზს ვერ გაუძლებს, ტრანსპლანტაციაა საჭირო, ხოლო.... როცა საუბარი შენ არ გეხება, უნდა გამოირთო, ხომ?

ჰაუსი: რა?

  • უილსონი: ეს ქალი...

ჰაუსი: ის, ვინც არ ლაპარაკობს? მე მომეწონა.

  • უილსონი: მორჩი თემის ცვლას!

ჰაუსი: თქვა თემების შეცვლის მოყვარულმა.

  • უილსონი: ჰაუს, რა ჯანდაბად დასეირნობს შენი არასტაბილური პაციენტი კორიდორში?

ჰაუსი: აიწყვიტა.

. ციხის უფროსი: თქვენმა პაციენტმა დანით პატიმარი დაჭრა, მეორე კისერში გადატეხა და ცოტა აკლდა ერთ-ერთი დაცვისთვის თავი მოეჭრა.

ჰაუსი: არ შეგეშინდეთ, მას არ ვაწყენინებ.

  • უილსონი: თუ მარტოობაში მუშაობა გინოდოდა, შეგეძლო გეთქვა. რატომ უნდა მოგეტყუებინე.

ჰაუსი: მოტყუება უფრო საინტერესოა.

  • ცამეტი: მეგობრები ერთმანეთის გადაწყვეტილებას პატივს სცემენ, მაშინაც , როცა არ ეთანხმებიან. ამას ჰქვია ერთგულება.

ჰაუსი: ერთგულება - არის აიძულო ვინმეს მოიქცეს ისე, როგორც შენ გჭირდება.

  • პაციენტის დედა: როგორ შეგიძლიათ აქ უბრალოდ იჯდეთ?

ჰაუსი: თუ ფეხზე დამგარი შევჭამ, დავითრგუნები.

  • ფორმანი: შეიძლება, უბრალოდ, გაინძრა, არავინაა იდეალურად უძრავი ტომოგრაფიის დროს.

ჰაუსი: კი, შეიძლება, არაკომფორტულად გრძნობდა თავს და თავისი ტვინის ერთი ნახევარსფერო გადაწია უფრო მოხერხებულ მდომარეობაში.

  • პაციენტი: ეს კარგი საავადმყოფოა?

ჰაუსი: იმის მიხედვით, რას გულისხმობთ სიტყვაში „კარგი". მოხერხებული სავარძლები აქვთ.

  • კადი: მომაქციე ყურადღება!

ჰაუსი: მაპატიე, მაგრამ მერე გამიჭირდება შენი დაიგნორება.

  • - მაპატიეთ, ექიმო ჰაუს, მე ვენდი ლისთან ერთად ვმუშაობ და მისი შეყვარებულიც ვარ.

- ძალიან კარგი, მე ის ვარ , ვისაც ეს ფეხებზე ჰკიდია.

  • - არ გინახავთ ჩემი ხის ყუთი?

- რომელი ყუთი?

- ხე, ყუთის ფორმით.

  • - დამეხმარე ამ სადილისგან თავის არიდებაში და მოგიყვები, ვინ გაავრცელა ჭორი, რომ ტრანსექსუალი ხარ!

- არ არსებობს მსგავსი ჭორი!

- იარსებებს, თუ არ დამეხმარები სადილისგან თავის დაღწევაში.

  • - როგორ ამოწმებთ ვინმეს რეაქციას ტკივილზე?

- მარტივად, ვტკენ!

  • - ორი საათი ჰოლში გელოდით.

- საინტერესოა. მემუარების დაწერაზე ხომ არ გიფიქრიათ?

  • - ადვოკატია საჭირო!

- ვინმე მოკალით?

- არავინ, მაგრამ ჯერ კიდევ მაქვს დრო!


წყარო: allmovies.ge

 

(მოამზადა თეო ტაბატაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016