reportiori.ge - ნუგზარ წიკლაური: ლევან იზორია ეგრისის ქედზე წითელ წიგნში შეტანილი იშვიათი ჯიშის ცხოველზე სანადიროდ იყო ჩასული
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2024. 22:52
პოლიტიკა
ნუგზარ წიკლაური: ლევან იზორია ეგრისის ქედზე წითელ წიგნში შეტანილი იშვიათი ჯიშის ცხოველზე სანადიროდ იყო ჩასული
17 სექტემბერი, 2014. 21:34



საპარლამენტო უმცირესობის წევრი ნუგზარ წიკლაური გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისგან იმ ინფორმაციის გადამოწმებას ითხოვს, რომლის მიხედვითაც რამდენიმე თვის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია თავის ახლობლებთან ერთად ეგრისის ქედზე წითელ წიგნში შეტანილი იშვიათი ჯიშის ცხოველზე სანადიროდ იყო ჩასული.


როგორც პლენარულ სხდომაზე წიკლაურმა განაცხადა, ფაქტს ადგილობრივი მოსახლეობაც ადასტურებს.



"ინფორმაცია, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, ჩხოროწყუში, ეგრისის ქედზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია იყო ასული თავისი ამალით, ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელდა. იქ შემდეგ ნახეს ნაშთი ამ ადამიანების საქმიანობის, ასობით ვაზნა და არის ინფორმაცია, რომ ამ ამალის მიერ მოკლული იქნა ერთი პატარა და ორი დიდი არჩვი. როგორც მოგეხსენებათ, არჩვი წითელ წიგნშია შეტანილი და მასზე ნადირობა აკრძალულია. მე არ დავემოწმებოდი მარტო ამ ინფორმაციას, მაგრამ იქაურმა მკვიდრებმა მითხრეს, რომ ასეთ შემთხვევას მართლა ჰქონდა ადგილი. მე მინდა გკითხოთ თქვენ, რამდენად ფლობთ ამ ინფორმაციას და როგორც ვიცი თავად მინისტრის მოადგილე ადასტურებას იმ ფაქტს, რომ ისინი ნამდვილად იმყოფებოდნენ ეგრისის ქედზე, თუმცა არ განმარტავს რისთვის იყო იქ ჩასული", - განაცხადა წიკლაურმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016